Home რუბრიკები სამართალი ლადო სადღობელაშვილი: არ დაიჯეროს ვინმემ, რომ ხელისუფლებას დამნაშავე სააკაშვილის გასამართლება სურს

ლადო სადღობელაშვილი: არ დაიჯეროს ვინმემ, რომ ხელისუფლებას დამნაშავე სააკაშვილის გასამართლება სურს

3257
ლადო სადღობელაშვილი

ნაცმოძრაობისცხრაწლიანი რეჟიმის თავკაცსა და მთავარ შემოქმედს, აწ უკვე უკრაინიდანაც გაძევებულ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მართლმსაჯულება დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება.

კერძოდ, საუბარია 2009-2013 წლებში გაწეულ არამიზნობრივ ხარჯებზე, რომელთა ჯამური ოდენობა, გავრცელებული ინფორმაციით, 9 მილიონ ლარს აღემატება. როგორც საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ექსპრეზიდენტი ზემოაღნიშნულ თანხებს პირადი კეთილდღეობისთვის, ბოტოქსებისთვის, მასაჟისთვის, ეპილაციისა და მეგობრების საჩუქრებისთვის ხარჯავდა.

პროკურორ ნათია სონღულაშვილის განცხადებით, გამოძიება ასევე დაინტერესებულია ცნობილი მასაჟისტის, დოქტორ დოტის საქართველოში ჩამოყვანის დეტალებით, რაც თავის დროზე დიდი მითქმამოთქმისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო: “დოქტორი დოტი 2009 წლის თებერვალში ჩამოვიდა და, როდესაც ცნობილი შეიქნა ამ ვიზიტისთვის გაწეული ხარჯების თაობაზე, ამან საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ამ აღშფოთების გამო გადაწყდა, რომ მსგავსი ხარჯები, როგორიც იყო დოქტორი დოტის ვიზიტი, კერძოდ, ბოტოქსის, ეპილაციის, მიხეილ სააკაშვილის მეგობრებისთვის საჩუქრების ხარჯები, გასაიდუმლოებული იყო. ვინაიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ნახევრად გასამხედროებული ორგანოა და მისი ბიუჯეტი, ასევე ხარჯები, არის საიდუმლო, გადაწყდა, რომ ეს ფარული ხარჯები გაწეულიყო ამ ორგანოს მიერ”, _ განაცხადა ნათია სონღულაშვილმა. მისივე თქმით, არამიზნობრივად გამოყენებული 9 მილიონი ლარიდან 600 ათასი გახარჯულია პრეზიდენტის კოსმეტიკურ პროცედურებზე, მილიონზე მეტი _ “აიფონებზე”, ოქროს ნაკეთობებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაოფიციალურ ვიზიტებზე, რომლებსაც სააკაშვილი, თავისი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად, ხშირად ახორციელებდა

თანმიმდევრული და დამაჯერებელია პროკურატურა ექსპრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალდებებში, შეძლებს კიკ იგი დასავლეთის გავლენიანი პოლიტიკური წრეების მფარველობის ქვეშ მყოფი სააკაშვილისთვის ბრალის დამტკიცებას და შესაბამისი განაჩენის გამოტანას? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაქართული მარშისერთერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი.

_ ბატონო ლადო, რას ფიქრობთ საქართველოს პროკურატურის მიერ სააკაშვილისთვის წაყენებულ ახალ ბრალდებაზე _ 9 მილიონი ლარის გაფლანგვაზე? უკრაინიდან გაძევებულ ექსპრეზიდენტს ახლა ესეც დაემატა.

_ უკრაინიდან მის გაძევებაზე უამრავ განცხადებას ვისმენ და ცოტა არასწორი შეფასებები კეთდება. ჩემმა უკრაინელმა მეგობრება სულ სხვა ინფორმაცია მომაწოდეს, ანუ მთლად ასეც არ არის საქმე _ მიმდინარეობს სასამართლო და, როგორი განაჩენი იქნება საბოლოოდ გამოტანილი, არავინ იცის.

რაც შეეხება მისთვის წაყენებულ ბრალდებას, სიმართლე გითხრათ, გამკვირვებია საქართველოს ხელისუფლების: ნუთუ დღეს ასეთი მიუღებლები ვართ ყველასთვის, რომ კაცს, რომელზეც, წლებია, სახელმწიფოს ძებნა აქვს გამოცხადებული (საუბარია უმძიმეს დანაშაულებზე), კბილებით იცავენ?! ყურებს არ იბარტყავს არავინ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნაზე. ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: ნუთუ არც ერთმა სახელმწიფომ: ან მეგობარმა ამერიკამ, ან ევროპამ, უკრაინამ, პოლონეთმა, ახლახან ბალტიისპირეთშიც იყო ჩასული, არ უნდა გაუწიოს ქართულ მართლმსაჯულებას ანგარიში და გადმოგვცეს დამნაშავე, რომელმაც ცხრა წლისგანმავლობაში, ფაქტობრივად, დააქცია ქვეყანა?! რა მნიშვნელობა აქვს, ახალი საქმე აღიძრება სააკაშვილის წინააღმდეგ თუ ძველი განახლდება, დამნაშავეს მაინც არავინ გადმოგვცემს. იმიტომ, რომ მისი დასავლელი მფარველები ამას არასოდეს დაუშვებენ. მორჩა! ახლა რამდენიც უნდა, იმდენი იძახოს პროკურატურამ, რომ საკაშვილმა საბიუჯეტო სახსრები გაიფლანგა, რა მტკიცებულებებიც უნდა არსებობდეს, მას, უბრალოდ, არ გადმოსცემენ საქართველოს. სააკაშვილის გასამართლების უფლებას არ მისცემენ ქართულ მართლმსაჯულებას. ეს ხელისუფლებამაც კარგად იცის…

_ 9 მილიონის გაფლანგვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. ჩვენსმეგობარდასავლეთში მსგავს დანაშაულზე მრავალი წლით ჩასვამდნენ ციხეში ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, ყოფილს თუ მოქმედს.

_ აქ მხოლოდ 9 მილიონზე რომ იყოს საუბარი, რა უჭირდა; ბოლოს და ბოლოს, უგულავას 50 მილიონი აპატია ბიძინამ, მაგრამ გაცილებით მძიმე ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები აქვს სააკაშვილს ჩადენილი, თუმცა მხოლოდ სააკაშვილს არა, კეზერაშვილსაც კოლოსალური თანხები აქვს მოპარული. ან მერაბიშვილი ავიღოთ _ წლების განმავლობაში ჯიბეში უფათურებდა ხელს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. დღეს, უბრალოდ, მიჩნდება კითხვები: ნუთუ ეს დანაშაულები საკმარისი არ იყო, რომ მერაბიშვილისთვის მხოლოდ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ? ნუთუ მის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ სასჯელის შესაბამისია?! _ ცხადია, არა, მაგრამ ამით დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარ თავს შეუქმნა წინაპირობა იმისა, რომ, ანალოგიური ქმედების შემთხვევაში, თუ პასუხს მოსთხოვენ, რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს შეაფარებს თავს. აი, ეს არის ჩვენი უბედურება, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობა განულებულია. სააკაშვილს 9 მილიონს ედავებიან თუ ოცდაათს, რა მნიშვნელობა აქვს, ესენი მისი დამჭერები მაინც არ არიან.

_ დავაკონკრეტოთ: რატომ არ არიან სააკაშვილის დამჭერები, თუ ის დასაჭერია?

_ დასაჭერი რომ არის, ორი აზრი არ არსებობს. რატომ არ იჭერენ? _ იმიტომ, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს. ნება რომ იყოს, “ნაცმოძრაობასა” და მის განაყოფ პარტიებს არ გააჭაჭანებდნენ ქვეყანაში, მაგრამ, როგორც ვატყობ, ამ ხელისუფლებას ხელს აძლევს, ჰყავდეს “ბუა” სააკაშვილის სახით. ის ყოველთვის ქმნის რევანშის საფრთხეს, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება კარგად იყენებს. მათ დღეს ასევე სჭირდებათ ისეთი დამნაშავე პარტიები, როგორიცაა გიგა ბოკერიას პარტია “ევროპული საქართველო”, და მუდმივად მანიპულირებენ: ჩვენ თუ არ ვიქნებით, მოვა სააკაშვილიო.

ამაზეა ეს ყველაფერი გათვლილი და არ დაიჯეროს ვინმემ, რომ ხელისუფლებას დამნაშავე სააკაშვილის გასამართლება სურს. პირიქით _ ესენი უხანგრძლივებენ სააკაშვილსა და მის თანამოაზრეებს პოლიტიკურ არსებობას, ამ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს “ნაცმოძრაობა”…

_ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი ჩამოვა, თუ ძებნას შეწყვეტენ?

_ ჩამოვა-არჩამოვა, სხვა საკითხია. ის ამბობს: ვერ ჩამოვდივარ იმიტომ, რომ პოლიტიკურად მდევნიან. ძებნა რომ გაუუქმდებოდა, თითს ვერავისკენ გაიშვერდა. დარწმუნებული იყავით, მას ღირსეულ პასუხს გასცემდა საზოგადოება. საქართველოს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას რომ ცდილობდეს, ბოკერიასა და უგულავასნაირი კრიმინალები თავისუფლად არ უნდა დასეირნობდნენ; მით უმეტეს, რაღაც ერთობებს არ უნდა ქმნიდნენ და იმის შემდეგ, რაც ჩაიდინეს, კიდევ პოლიტიკურ მომავალზე არ უნდა ფიქრობდნენ. აი, ეს არის მთავარი, მაგრამ, როგორც ჩანს, დღევანდელ ხელისუფლებას კუდი აქვს გადანასკვული სააკაშვილთან და ამჟამინდელ ხელისუფლებაში ნაციონალებზე ნაკლები მფლანგველები თუ მომპარავები არ არიან…

_ გამოდის, ეს ხელისუფლებაც უკვე გასასამართლებელია.

_ დასჯა და გასამართლება არავისი თვითმიზანი არ არის, აქ, უბრალოდ, საუბარია სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის. მას არც უნარი აქვს ამისი, არც სურვილი, ამიტომ ვამბობთ ხოლმე ჩვენ, “ქართული მარშის” ორგანიზატორები, რომ ეს სისტემა დალპა. არაფერი ეშველება. მოხსნიან ერთ მინისტრს, დანიშნავენ მეორეს, მერე იმასაც მოხსნიან, მოდის ახალი, მაგრამ არაფერი იცვლება. ვერც შეიცვლება, იმიტომ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება. საჭიროა ეროვნული ძალების მოყვანა ხელისუფლებაში, ქვეყანა უნდა მართონ ჭეშმარიტად ეროვნულმა ძალებმა. სხვა შემთხვევაში რამე მნიშვნელოვან გარდაქმნებს ნუ დაველოდებით.

_ სააკაშვილისთვის ახალი ბრალდების წაყენება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილიც არის?

_ ცხადია, ეს ყველაფერი გათვლილია პოლიტიკურ პიარსა და ქულებზე, მაგრამ მაგაზე ერთი ლოგიკური პასუხი არსებობს: თუკი მართლმსაჯულებას გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები ადარდებს და სამართლიანობის აღდგენას ცდილობს, რატომ გამოუშვეს ბოკერია, რომელსაც 50 მილიონ ლარს ედავებოდნენ?! ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ ხალხი ვერ იტანს “ნაცმოძრაობას” და სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების წამოწევით ქმნიან ილუზიას, თითქოს ებრძვიან ამ დანაშაულებრივ პარტიას. თვითონაც “ნაციონალები” არიან თავიდან ბოლომდე და როგორ შეიძლება, სისხლსა და ხორცს დაუპირისპირდნენ?! ან რა აქვთ გასაყოფი?! ერთნი არიან იდეოლოგიურადაც, პოლიტიკურადაც, მიზნებითაც და გეგმებითაც.

სააკაშვილს რაც შეეხება, ახლა ატეხენ ხმაურს, იქნება გამოძიება დასკანდალურიგანცხადებები, მაგრამ ეს ყველაფერი გაგრძელდება არჩევნებამდე. როგორც კი დამთავრდება არჩევნები, სააკაშვილის გაფლანგული მილიონები არც კი გაახსენდებათ.

_ თქვით, რომ სააკაშვილს ვერ დააპატიმრებენ, რადგან დასავლეთში მას მფარველები ჰყავს. ამერიკაში მნიშვნელოვნად შეიცვალა პოლიტიკური ვითარება. ვინ არის დღეს რეალურად სააკაშვილის პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტი?

_ კი, პრეზიდენტი შეიცვალა ამერიკაში, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, მაკეინი თავის ადგილზეა, სოროსიც. “ლიბერასტული ელიტა”, რომელიც იყო ამერიკის მთავრობაში, უცვლელია… აი, ეს არის რეალობა და იცით, რა მიკვირს? როგორ შეიძლება, ჩვენ ამერიკას ან იმავე ევროპას ვუწოდებდეთ მეგობარს, როცა კბილებით იცავენ პირებს, რომლებმაც საქართველოში უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინეს?! მართლა მაინტერესებს, როგორ ჰყოფნის თავხედობა ამ ხელისუფლებას და როგორ ეუბნება ხალხს, რომ სააკაშვილის შემფარებელი დასავლეთი ჩვენი ნომერი პირველი პარტნიორია?! მაშინ დააკმაყოფილონ ქართული მართლმსაჯულების მოთხოვნა და გადმოსცენ ჩვენს სასამართლოს სააკაშვილი. კეზერაშვილის, ახალაიას, მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუასნაირ პაიკებზე, საერთოდ, ზედმეტია საუბარი. ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი: სახელმწიფო ან სახელმწიფოები, რომელთათვის ერთი კრიმინალი სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სრულიად საქართველო და მისი ინტერესები, ჩვენი პარტნიორი, მით უფრო, მეგობარი, არ არის. აი ეს პირდაპირ უნდა ითქვას, თუ ილუზიებში ცხოვრება არ გვინდა. თუ არადა, ხელისუფლება ყოველთვის შეეცდება, მოგვიყვეს ზღაპრები, რომ თურმე ახლა, ქვეყნის სათავეში მოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ, გაარკვია, როგორი კრიმინალი იყო სააკაშვილი; თურმე ახლა აღმოაჩინეს, რომ 9 მილიონი გაუფლანგავს… რატომ ცხრაჯერ ცხრა მილიონი არ ექნებათ მოპარული სააკაშვილსა და მის პირსისხლიან გარემოცვას, მაგრამ ვინ არის განმკითხავი, ვის ადარდებს და ვინ ფიქრობს დამნაშავეების რეალურად დასჯაზე?!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. ვინ დაგვწყევლა ქართველები ვისი წყევლა აგვიხდა,პარტია და კომკავშირი სანატრელი გაგვიხდა,აი ასეა საქართველოსა და ქართული მოსახლეობის საქმე,მათი წასვლის მერე საქართველოს, ქართული სახელმწიფოს გულშემატკივარი არც მთავრობა ყოლია არც პარლამენტი და ისე ჩანს არც უახლოეს მომავალში ეყოლება.
    ///აქ არ იგულისხმება ზ გამსახურდიას დროინდელი მთავრობა,მათ თითქმის ვერაფრის გაკეთება ვერმასწრეს ვერც კარგის ვერც ცუდი.

  2. შევარდნაძემ მჟავანაძეს დაუწყო დევნა; პატიაშვილმა ხაბეიშვილს; გუმბარიძემ პატიაშვილს,ისევ შევარდნაძემ გამსახურდიას,გიორგაძეს, სააკაშვილმა ქართულ ინტელიგენციას;ქოცებმა სააკაშვილს; – დასკვნა თქვენ გააკეთეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here