Home ახალი ამბები მსოფლიო კრემლმა დაადასტურა, რომ ემზადება ნორმანდიული ოთხეულის სამიტის ჩასატარებლად

კრემლმა დაადასტურა, რომ ემზადება ნორმანდიული ოთხეულის სამიტის ჩასატარებლად

370
კრემლმა დაადასტურა, რომ ემზადება ნორმანდიული ოთხეულის სამიტის ჩასატარებლად

მაკრონის განცხადებით, ნორმანდიული ოთხეულის სამიტი სექტემბერში გაიმართება

ნორმანდიული ოთხეულის (გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და უკრაინა) შეხვედრის ორგანიზების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია და საფრანგეთი გეგმავენ, ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა პარიზში გაიმართოს.

“ასეთი სამიტის ორგანიზებაზე ნამდვილად ვმუშაობთ, თუმცა ამას წინ უნდა უძღოდეს საკმაოდ ბევრი “საშინაო სამუშაო”, _ განაცხადა პესკოვმა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნორმანდიის ოთხეულის სამიტი უკრაინის საკითხზე სექტემბერში გაიმართება.

“ჩვენ მოვილაპარაკეთ _ ეს არის შედეგების შემაჯამებელ მოკლე ტექსტში _ სექტემბერში ნორმანდიულ ფორმატში გავმართოთ შეხვედრა უმაღლეს დონეზე სახელმწიფოების მეთაურებს შორის”, _ განაცხადა მაკრონმა G7-ის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაბამის გეგმებზე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან იმსჯელა.

“ამ საკითხზე ფორტ ბრეგანსონში ვიმსჯელე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მან მხარი დაუჭირა ასეთი შეხვედრის გამართვას. “შვიდეულის” სამიტის პერიოდში მე ტელეფონით ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, რომელმაც დაადასტურა თავისი მზადყოფნა შეხვედრაში მონაწილეობაზე”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here