მთავარი დაიჯესტი კორონავირუსმა ლიბერალური გლობალიზაციის არაადამიანური ბუნება გამოამჟღავნა

კორონავირუსმა ლიბერალური გლობალიზაციის არაადამიანური ბუნება გამოამჟღავნა

1467
გააზიარეთ
კორონავირუსმა ლიბერალური გლობალიზაციის არაადამიანური ბუნება გამოამჟღავნა

ყველაფერი საკმაოდ ატიპურად დაიწყო: დასაწყისში ასპარეზზე გამოიყვანეს გრეტა, რომელიც დაემუქრა უფროს თაობას და Climateაპოკალიფსის შექმნა დასწამა. შემდეგ კი აამოქმედეს თვით ჭირი, რომელიც მაინცდამაინც უფროს თაობას კლავს.

ყველაფერი უფროსი თაობის ბრალია!

უწინ პირიქით იყო _ ჯერ ეპიდემია, შემდეგ მის ფონზე გამოჩნდებოდნენ ცრუ წინასწარმეტყველები. ამჟამად ახალი რეალობის მოწმენი ვხდებით _ სოცქსელების გავლენის: თუ ერთხელ შეძლეს გრეტა ტუნბერგის გიჟური გამოსვლებით ხალხის დაშინება, მაშასადამე, შეიძლება მეორე ეტაპის ამოქმედება.

მანამდე კი აქტივისტები უფროსი თაობის დემონიზებით იყვნენ დაკავებულები. გერმანიის ტელევიზიის პირველი არხის _ ARD-ს ეკრანზე გამოიყვანეს ბავშვების გუნდი, რომელიც მღეროდა: “ბებიაჩემი ბებერი ეკოლოგიური ღორია”. ბოლოს და ბოლოს, დადგა ბებიების გასაჟლეტად ჭირიანობის ჟამი, რომელმაც ნორჩი გულების თაობა უნდა გაათავისუფლოს ქიმერისგან, სახელად სინდისი. იმავე ARD-ზე (ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსი არხი გერმანიაში) გამობრძანდა იქაური სატირიკოსი ზილბერშტაინი და განაცხადა: “კორონის გამო ძირითადად უფროსი თაობა რომ იღუპება, არის ბუნების დიადი სამართალი, რადგან სწორედ თაობამ 60+ მსოფლიო კედელთან მიაყენა”. ღია ტექსტით თქვა მილიონიანი აუდიტორიის წინაშე.

ასეთია მათი სატირა პანიკის მწვერვალზე.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here