მთავარი მსოფლიო კორონავირუსი 2015 წელს შექმნეს

კორონავირუსი 2015 წელს შექმნეს

1642
გააზიარეთ
კორონავირუსი 2015 წელს შექმნეს

საქართველო და მსოფლიოსწინა, მე-12 ნომერში გამოქვეყნებულ წერილში (“ვატიკანი ბრალს სდებს: კორონავირუსი ხელოვნურად შექმნეს”) ვწერდით, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალმა კოლომბო მალკოლმ რანჟიჩმა ერთიძლევამოსილი და მდიდარი ქვეყანაკორონავირუსის შექმნაში დაადანაშაულა, თუმცა ეს ქვეყანა არ დაუსახელებია. კანადური კვლევითი ცენტრის _ Global Research-ის მიმომხილველმა ლერი რომანოფმა განაცხადა, რომ კორონავირუსი შექმნეს აშშში, კერძოდ, ფორტ დეტრიკის ლაბორატორიაში, რომელიც ვირუსის ეპიდემიის აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე დახურეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლიძიანმა კი აშშ პირდაპირ დაადანაშაულა ჩინეთში კორონავირუსის შეტანაში.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს (!) ავტორიტეტულმა ჟურნალმა “ნატურემ” (გამოსცემენ ლონდონში, ოფისები აქვს ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ტოკიოში, პარიზსა და მიუნხენში) გამოაქვეყნა წერილი, რომ ამერიკელმა ბიოლოგებმა ღამურებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად შექმნეს ადამიანის სიცოცხლისთვის სასიკვდილოდ სახიფათო კორონავირუსი.

კორონავირუსი 2015 წელს შექმნეს

გამოცემა წერს, რომ ბიოლოგებმა შექმნეს ვირუსი, რომელსაც შეუძლია, დაასნებოვნოს ადამიანი და გამოიწვიოს მისი სიკვდილი. სპეციალისტები ექსპერიმენტებს ატარებდნენ ღამურებზე, რომლებიც ჩინეთში ბინადრობენ. მათ შეაჯვარეს ზედაპირული ცილა SHCO14 ვირუს SARS-თან, რომელიც ღამურების ფილტვებიდან აიღეს. შედეგად მიიღეს მუტანტი ვირუსი. ტესტებმა დაადასტურა, რომ ვირუსს შეუძლია, ძალიან სწრაფად და აქტიურად განვითარდეს ადამიანის უჯრედებში. გამოკვლევის ავტორებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ეს ვირუსი ძალიან სახიფათოა, შესაბამისად, კაცობრიობა გაფრთხილებულია.

აღმოჩენამ მწვავე კამათი გამოიწვია სამეცნიერო წრეებში. კამათობდნენ არა აღმოჩენის მნიშვნელობაზე, არამედ ლაბორატორიიდან მისი გაჟონვის შესაძლებლობაზე და იმ საფრთხეზე, რომელსაც ის შეუქმნიდა კაცობრიობას.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვირუსი ბევრ ადამიანს შეიწირავდა. სპეციალისტები აკრიტიკებენ იმ ფაქტსაც, რომ ექსპერიმენტი ჩატარდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ მორატორიუმი დააწესა გრიპის ისეთი ვირუსების კვლევების დაფინანსებაზე, როგორებიც არის SARS-ი და MERS-ი, თუმცა ეს შემთხვევა რატომღაც გამონაკლისი იყო.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here