მთავარი დაიჯესტი კორონავირუსი ცვლის მსოფლიო წესრიგს

კორონავირუსი ცვლის მსოფლიო წესრიგს

ვის შეუძლია COVID-19-ის დამარცხება

1104
გააზიარეთ
კორონავირუსი ცვლის მსოფლიო წესრიგს

კორონავირუსმა, რომელიც მსოფლიოს მოედო, ყველა სხვა მოვლენა დაჩრდილა. ახლა კაცობრიობისთვის კორონავირუსთან ბრძოლაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ირგვლივ ყველა პანდემიაზე ლაპარაკობს, მაგრამ, საყოველთაო ზომების მიუხედავად, ამ მომაკვდინებელი ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი მედიკამენტები ჯერჯერობით არ არსებობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 4 აპრილის მონაცემებით, 200-მდე ქვეყანაში ინფიცირებული იყო 1 133 453 ადამიანი, გამოჯანმრთელებული _ 236 000, გარდაიცვალა 60 379. აღსანიშნავია, რომ დაავადებულები კვდებიან არა ვირუსით, არამედ მისგან გამოწვეული გართულებებით. ლეტალურობა საშუალოდ 4,7%-ია, იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. თუ აშშ-ში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,8%-ია, ჩინეთში ეს მონაცემი 4%-ს უდრის, იტალიაში _ 11%-ს, ხოლო საქართველოში (ისევე, როგორც ლიბანში, სომალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში) 4 აპრილამდე სიკვდილის არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა. 4 აპრილს კი გარდაიცვალა ერთი ხანდაზმული ქალი, რომელსაც ვირუსმა სხვადასხვა დაავადება გაუმწვავა.

ინფიცირებულთა უმრავლესობაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითონ ვირუსიც რაღაც უცნობი და იდუმალი მხეცი არ არის. კორონავირუსებით ადრეც ავადდებოდნენ ადამიანები _ 2002 და 2015 წლებში.

ინფორმაცია განსჯისთვის

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, გრიპით მსოფლიოში ყოველწლიურად კვდება 650 ათასი ადამიანი. მიაღწევს თუ არა კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 650 ათასს, უცნობია, მაგრამ უჩვეულო არაფერი ხდება. წითელას ეპიდემიას გაცილებით საშინელი შედეგები ჰქონდა.

2009 წელს 200-მდე ქვეყანაში მძვინვარებდა ღორის გრიპი H1N1, დასნეულდა 1 632 258 ადამიანი, გარდაიცვალა _ 284 500. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 17,4% იყო. დღეს კი იტალიაშიც კი სიკვდილიანობის პროცენტი უფრო ნაკლებია. ეპიდემიის პიკი წინ არის, მაგრამ, ჯერ ერთი, ევროპისა და აშშისგან განსხვავებით აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა _ ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ _ შეძლეს დაავადების გავრცელების შეჩერება; მეორე: განა 2009 წელს ვინმემ გამოაცხადა პანდემია, დააწესა კარანტინი (2020 წლის მსგავსი), დათესა პანიკა? მსგავსი არაფერი მომხდარა. ვინმემ ხომ არ მოისურვა მსოფლიოს შეშინება, რათა დაავიწყოს ადამიანებს ყველაფერი, კორონავირუსის გარდა?

კორონავირუსს თავისი პლუსებიც აქვს, თუნდაც ის, რომ ბევრს თვალი აეხილა თანამედროვე მსოფლიოს მოწყობაზე. კორონავირუსმა ყველას დაანახვა, რომ დასავლეთი არ არის აღთქმული ქვეყანა ცხოვრების სრულყოფილი ორგანიზებით, მაღალი კულტურითა და განვითარებული ცივილიზაციით. ვინაიდან ცივილიზაციის დონე განისაზღვრება არა იმით, ყოველთვის იღიმოდე, გაქვს თუ არა ამის მიზეზი, არამედ განვითარების დონით, საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრების მრავალფეროვანი ფორმებით და არა საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების ფასადებით.

და დღეს რას ვხედავთ? მედიცინა, რომელსაც რეიტინგული სააგენტოები “მსოფლიოში საუკეთესოს” უწოდებდნენ, ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლაში უძლურია. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს წესრიგსა და უსაფრთხოებას. იტალიაში აფთიაქებსა და მაღაზიებზე თავდასხმა ჩვეულებრივ ამბად იქცა. ინგლისში სადაზღვევო კომპანიები არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, გაანულეს სამედიცინო დაზღვევები, კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი 450 გირვანქა სტერლინგი ღირს. ესპანეთში გააქტიურდნენ აფერისტები, რომლებიც სპეკულანტობენ ვალუტით, ნიღბებით, ტესტებით, წამლებით. ბელგიასა და ჰოლანდიაში ადამიანის სახე დაკარგეს და ამტკიცებენ, რომ საავადმყოფოებში არ უნდა დააწვინონ ხანდაზმული ადამიანები და უკვე დააწესეს “ბუნებრივი შერჩევა:

არ მოიყვანოთ სუსტი პაციენტები და ხანდაზმული ადამიანები საავადმყოფოში. ჩვენ ვერ შევძლებთ მათთვის იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე პალიატიური დახმარებაა, რომელსაც ისინი ისედაც იღებენ მოხუცთა თავშესაფრებში. მათი დაწვენა საავადმყოფოში იმისათვის, რომ მოკვდნენ, არაჰუმანურია” (საავადმყოფოს გერიატრიის (გერონტოლოგიის) განყოფილების გამგე ნელე ვან დენ ნორგეიტი). ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კავშირის (საქართველოში საშუალო და უფროსი ასაკის მოქალაქეებს ახსოვთ, როგორი იყო ნამდვილი კავშირი) მსგავს სოლიდარობაზე კი კრინტსაც აღარავინ ძრავს.

დასავლეთი ამაყობს დემოკრატიით, პრაგმატიზმით, ინდივიდუალიზმით, მაგრამ კარგად ვერ აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი დასაშვებია მაშინ, როცა ყველაფერი რიგზეა და პრობლემა არ არსებობს, მაგრამ სრულიად უსარგებლოა, როცა საჭიროა ხალხის მობილიზება, როცა სახელმწიფო უნდა იქცეს ერთ მექანიზმად, რომლის ყველა დეტალი გამართულად მუშაობს. სახელმწიფო მოწყობის ასეთ მოდელს ახლა ჩინეთი აჩვენებს მსოფლიოს.

როცა ევროკავშირსა და ჩინეთში შექმნილ ვითარებას ეპიდემიის შედეგების მიხედვით ადარებენ, ბევრი აღიარებს ჩინეთის უპირატესობას, მათ შორის ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიზებულობას. ჩინეთში უკვე განაცხადეს კარანტინის დასრულების შესახებ. ეპიდემია, _ წერსჟენმინ ჟიბაო”, _ ეს არის დიდი ტესტი სისტემისა და სახელმწიფო მმართველობის უნარის შესამოწმებლად”. და მართლაც ასეა. სანამ ევროკავშირში მსჯელობენ “ურთიერთდახმარებაზე” და თითოეული მხოლოდ იმას ცდილობს, როგორ მიიღოს სარგებელი ინფექციიდანაც კი, ჩინეთი თავისი პოლიტიკური ხელმძღვანელების ძალისხმევის შედეგად გაერთიანდა. იგივე “ჟენმინ ჟიბაო” წერს, რომ ჩინეთის სისტემა დაფუძნებულია “ხალხის ნებაზე, უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე, ნოვატორობის სტიმულირებასა და ადამიანების სიცოცხლისუნარიანობაზე”. ბევრს შეიძლება გაახსენდეს საბჭოთა კავშირისდროინდელი “ხალხი და პარტია ერთიანია!”

დიდი ხნის წინათ ვიცინოდით ჩვენს ლოზუნგებსა და მისწრაფებებზე და ხარბად ვუმზერდით დასავლეთს. ხომ არ დადგა დრო, ყურადღებით დავაკვირდეთ აღმოსავლეთს?

ისტორია ხომ სავსეა მაგალითებით.

გავიხსენოთ შავი ყვავილის აფეთქება 1959-1960 წლებში. 1959 წლის დეკემბერში მხატვარი-გრაფიკოსი ალექსეი კოკორეკინი ინდოეთში იმყოფებოდა მივლინებით, იქ დაესწრო უცნობი მიზეზით გარდაცვლილი ბრამინის დაკრძალვას, იყიდა გარდაცვლილის ხალიჩა და ჩაიტანა მოსკოვში. რამდენიმე დღეში კოკორეკინი საავადმყოფოში დააწვინეს გრიპის მძიმე ფორმის დიაგნოზით. მხატვარი საავადმყოფოში გარდაიცვალა, სიკვდილის წინ კი მისი სხეული წყლულებით დაიფარა. მალე ანალოგიური სიმპტომები გამოუვლინდათ მის მეზობლებს პალატაში. მხოლოდ 1960 წლის პირველ დღეებში შეძლეს ექიმებმა გარდაცვლილი მხატვრისთვის დიაგნოზის დასმა VARIOLA VERAდა ეს არ არის კორონავირუსი. კოკორეკინმა დაავადება 46 ადამიანს გადასდო და არა ისე, რომ მხატვარმა ვიღაცის ცხვირწინ დააცემინა. ვირუსმა კოკორეკინის ზემოთ მდებარე პალატაში შეაღწია სავენტილაციო მილით. მკურნალი ექიმისგან ტელეფონის ყურმილით გადაედო რეგისტრატურის თანამშრომელ ქალს, დაავადდა სხვა თანამშრომელიც, რომელმაც შემთხვევით ჩაიარა კოკორეკინის პალატასთან… მერე? VARIOLA VERAარადა, ყვავილის მართლა ძალიან უნდა გვეშინოდეს. ყვავილს ბოლო მოუღეს ექიმებმა, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო მოხელეებმა.

კიდევ ერთი მაგალითი _ ქოლერის ეპიდემია 1970 წელს. დაავადება სწრაფად გავრცელდა შავი და კასპიის ზღვების სანაპიროებზე. როგორც კი ქოლერის შემთხვევები დადასტურდა, ჩაიკეტა რამდენიმე ქალაქი (მათ შორის, თბილისიც _ გ.გ.). რამდენიმე ასეული კმ-ით დაშორებულ მოსკოვის ოლქშიც კი ჩაკეტეს წყალსაცავებთან მისასვლელები. ქალაქებში, სადაც იმყოფებოდნენ დაავადებულები, ექიმებმა დაიწყეს ბინებში მისვლა, შემოწმება და დაავადების სიმპტომების მქონე პირების გამოვლენა. სექტემბრის დასაწყისში, ანუ ერთი თვის შემდეგ ქოლერა გაქრა. და ისევ არანაირი პანიკა, არანაირი ვნებათაღელვა, მოქალაქეების უმრავლესობას არც კი შეუტყვია ამ ძალიან სახიფათო დაავადების შესახებ, ისევე, როგორც ყვავილის შემთხვევაში. ეპიდემია უმოკლეს ვადაში შეაჩერეს, სიკვდილიანობამ 1% შეადგინა, ხოლო, როცა სახელმწიფო არ ერევა, ამ დაავადების შემთხვევების დაახლოებით 60-70 პროცენტი სიკვდილით მთავრდება.

რაზე მიგვანიშნებს მაგალითები? ადამიანის ცხოვრება ეს არის არა მხოლოდ შოპინგი, დანსინგი და ჰიტჩჰაიკინგი (მოგზაურობა შემხვედრი ავტომობილებით). ეს, ამასთანავე, არის ყოველდღიური ცხოვრება, წარმატებები და წარუმატებლობები, ნგრევები და საგანგებო სიტუაციები, რომლებსაც ყველაზე უკეთ უმკლავდება სოლიდარული საზოგადოება ცენტრალიზებული მმართველობით, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი, რომლისკენაც მიისწრაფვის დღეს ჩინეთი.

კიდევ ერთი დასკვნა არის ის, რომ მედიცინა, რომელიც საბჭოთა კავშირისგან ერგო მის ყოფილ სუბიექტებს, მათ შორის საქართველოსაც, ჯობია დასავლეთის მედიცინას და ჯანდაცვის ამჟამინდელი სისტემის გადაკეთება დასავლურ ყაიდაზე ეს ხალხის ჯანმრთელობაზე თავდასხმა იქნება. დიახ, ფულიან ქართველებს, ისევე, როგორც რუსებს, უკრაინელებს, აზერბაიჯანელებს თუ სხვებს უყვართ დასავლეთში წასვლა სამკურნალოდ, მაგრამ, საკითხავია, მათ იქ ისე ემსახურებიან, როგორც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს? თანაც, ბევრ მათგანს, ისევე, როგორც, მაგალითად, ყველა გერმანელს არ შეუძლია სამედიცინო დახმარებისთვის მიმართოს კლინიკა შარიტეს ან რეხტს დერ იზარს (ბერლინისა და მიუნხენის საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებები).

პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო წესრიგი ისეთი აღარ იქნება, როგორიც დღეს არის. ის შეიცვლება. გადარჩებიან ისინი, ვინც ძლიერები არიან, და ისინი დაადგენენ თავიანთ წესრიგს. გაეროს გათვლებით, ჩOVID-19-ის პანდემია გამოიწვევს “უპრეცედენტო ეკონომიკურ ზემოქმედებას” სუსტად განვითარებულ ქვეყნებზე და ამ ზემოქმედების შედეგების აღმოსაფხვრელად ხსენებულ ქვეყნებს 2,5 ტრილიონი დოლარი დასჭირდებათ. ვიღაც, ისევე, როგორც ომის პერიოდში, პანდემიისგან იხეირებს, ვიღაცას კი არასახარბიელო დროება დაუდგება.

ვინც გაუძლებს პირველ გამოცდას, ვინც ნაკლებად დაზარალდება სხვებთან შედარებით, ის მიიღებს მონაწილეობას ახალი მსოფლიო წესრიგის განსაზღვრაში.

Fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here