Home რუბრიკები საზოგადოება კორონავირუსის მეორედ მოსვლა

კორონავირუსის მეორედ მოსვლა

3180
კორონავირუსის მეორედ მოსვლა

სანამ ამ კითხვას გავცემთ პასუხს, ჯერ გავარკვიოთ კოვიდ-19 ბუნებრივი წარმონაქმნია თუ ადამიანის ხელით შექმნილი ვირუსი. თუ მეორე ვარიანტზე შევჩერდებით, მაშინ უნდა გავარკვიოთ, ვინ და რა მიზნით შექმნა კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიო კალაპოტიდან ამოაგდო. ОРТ ტელეწამყვანმა ანდრეი შეინინმა ეთერში იხუმრა, _ ბოლო პერიოდში პოლიტოლოგებიდან ვირუსოლოგებად გადავკვალიფიცირდითო, სპეციალისტების ნაფიქრნააზრევს ჩვენად ვასაღებთო. ინტერნეტში ცხვირჩაყოფილი ასეთი ექსპერტის იარლიყი თავიდან რომ ავიცილო, მკითხველს ამთავითვე ვეუბნები: მასალაში, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ჩემი ფანტაზიის გრამიც არ არის, თარგმანია მხოლოდ და ალაგალაგ შინაარსის გადმოცემა.

სინტია” _ სიკვდილის დედოფალი

ცნობილი რუსი ჟურნალისტი ანდრეი ყარაულოვი ესაუბრება მსოფლიოში აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო მეცნიერ-ბიოლოგს _ ირინა ერმაკოვას.

უწინარეს ყოვლისა, მოსაუბრენი შეთანხმდებიან, რომ ნებისმიერი ჩარევა ბუნებაში, თუნდაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოქმნა, რომლებსაც იყენებენ საკვები პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიებში (დანამატები ნამცხვრებში, იოგურტებში, კანფეტებში და ა.შ.), ნებისმიერ ხელოვნურ ჩარევას ბუნებაში კვალდაკვალ მიჰყვება გაუგებარი ვირუსების წარმოქმნა, მათ შორის კორონავირუსებისაც, დამახასიათებელი პანდემიით და ა.შ.

_ როდის დამთავრდება დღეს ჩვენს თავს დამტყდარი უბედურება, ამაზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როცა გავარკვევთ, “საიდან იზრდება ფეხები”, რომელი ფესვებიდან ამოიზარდა, როგორ დაიწყო, _ ამბობს ერმაკოვა.

_ ხელქმნილი ვირუსია თუ ბუნების მიერ წარმოქმნილი? _ შეკითხვას აკონკრეტებს ყარაულოვი.

_ ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. აგიხსნით: გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები (გმო), რომლებსაც ადამიანების საკვებ პროდუქტებში იყენებენ, იმუნიტეტის შესუსტებას იწვევს, რაც ინფექციისთვის იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანების გაღებული კარივითაა. ეს ერთი, და მეორე _ ასეთი ორგანიზმები ბუნებაში არათუ არ არსებობს, არამედ შეუძლებელია, იარსებოს, რადგან ისინი შექმნილია გენეტიკური, სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელი ყველა კანონის დარღვევით. ყველაზე დიდი მონსტრი, რომელიც ბიოტექნოლოგებმა შექმნეს, არის ბაქტერიასინტია” _ სინთეტიკური გენომი, რომელიც ოფიციალურად არ ითვლება საბრძოლო ბაქტერიად და შექმნილი იყო (2010 წლის 20 აპრილს ტანკერის კატასტროფის შედეგად) დაღვრილი ნავთობისგან მექსიკის ყურის გასაწმენდად.

_ ვინ შექმნა ეს ბაქტერია? ამერიკელებმა?

_ დიახ, ამერიკელებმა. იგი შთანთქავს ნახშირბადს და აქრობს ნათობის აფსკს. მას შემდეგ, რაც “სინტია” ნავთობს მოერია, მან დაიწყო ცხოველებისა და ადამიანების დაავადება. სიმპტომები ძალიან ჰგავდა იმას, რისი მოწმენიც დღეს ვართ: იწყება ტემპერატურის აწევით, ვითარდება პნევმონია და მთავრდება სიკვდილით.

კორონავირუსის მეორედ მოსვლა

_ ადამიანებში ვის გულისხმობთ _ მენავთობეებს, ექიმებს, მესაზღვრეებს?

_ და ვინც იქ ახლოს ცხოვრობდა. ყველა უცებ ავადდებოდა…

_ და იხოცებოდნენ.

_ დიახ, იხოცებოდნენ. სიკვდილიანობა იქ ძალიან მაღალი იყო. ჩვენ დიდხანს ვაკვირდებოდით ამ ბაქტერიას…

_ იმ მეცნიერებმა, რომლებმაც, როგორც თქვენ თქვით, შექმნესსინტიანავთობის ჩასანთქმელად, ჩაიდინეს დანაშაული და უნდა გასამართლდნენ, როგორც ბოროტმოქმედნი?

_ რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა!

_ მაშასადამე, იმ სამხედრო ვირუსოლოგებს, რომლებმაც ეს ბაქტერია შექმნეს, უნდა ეშინოდეთ ჰააგის სასამართლოსი და ..?

_ დიახ. მე თვითონ ვმუშაობდი აშშ-ში, როგორც მკვლევარი, ლაბორატორიაში… მათ არ ჰქონდათ მიზნად დასახული, შეემოწმებინათ მისი ზემოქმედება ცოცხალ ორგანიზმებზე. მათი ამოცანა იყო “სინტიას” მიერ ნავთობის ჩანთქმა. ნავთობისგან მან მართლაც გაწმინდა მექსიკის ყურე, მაგრამ სხვა თვისებაც რომ გამოავლინა, ეს აზრადაც არ მოსვლიათ.

_ განა ასეთი რამ შეიძლება მოხდეს XXI საუკუნეში?

_ ამერიკაში საქმე ისეა დაყენებული, რომ სკოლაში გინდა შეისწავლი, არ გინდა, არ შეისწავლი ბიოლოგიას… სხვა ყველაფერი გრანტებით ხორციელდება… ამიტომ რა შედეგიც მოჰყვა, გულმოდგინედ იყო დამალულ-დაფარული…

_ ხომ არ დაასახელებთ იმ ლაბორატორიებს, რომლებშიც შეიქმნა, ან, იქნებ, იცნობთ კიდეცსინტიასავტორებს?

_ ნობელის პრემიის ლაურეატმა ჰამილტონ სმითმა შექმნა ჯგუფი, რომელმაც ამ თემაზე იმუშავა.

_ ნობელის ლაურეატმა?

_ დიახ. შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს მიეცათ საიდუმლო მითითება, შეეზღუდათ ინფორმაციის გავრცელება ამ საიტის შესახებ.

_ ჩვენმა ქვეყანამ თუ მიიღო ასეთივე (შეზღუდვის) სიგნალი?

_ მგონი, მიიღო. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სინტია” მოხვდა გოლფსტრიმში (დინებაში) და მოიწევს ევროპის ნაპირებისკენ. ყვებოდნენ, რომ სადღაც ფლორიდასთან ადამიანებმა იბანავეს ოკეანეში და დაიხოცნენ. უცებ კვდებოდნენ, დახმარებას ვერ ასწრებდნენბაქტერიები, მოგეხსენებათ სიკვდილის ბიოლოგიური მანქანებია, რომლებიც შთანთქავს ნახშირბადს, მისთვის სულერთია, როგორია იმუნიტეტი, რა წამლებს იყენებენ. მთავარია, რომ ორგანიზმში არის ნახშირბადიიტალიურ რესტორანში ვახშმობის შემდეგ ადამიანები კვდებოდნენ.

_ მაშასადამე, ეს საზიზღრობა შეიძლება იყოს თევზშიც და ზღვის პროდუქტებშიც?

_ იგი ჩვენამდე აღწევს სწორედ თევზისა და ზღვის პროდუქტების მეშვეობით. “სინტია” ანგრევს ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს. ვირუსი კი უჯრედებს არ ანგრევს.

გადავდივარ კორონავირუსზე. მე ყურადღებით ვადევნებდი თვალს ამ ბაქტერიას, ვიცოდი, თუ იგი გავრცელდებოდა, დიდი უბედურება დაგვატყდებოდა თავს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მკვდარი და სასიკვდილოდ განწირული თევზის უდიდესი რაოდენობა ამოიყრებოდა ნაპირზე.

_ ეს იყო შარშან აგვისტოში.

_ დიახ. თევზის ბიზნესით დაკავებული მეწარმენი მკვდარ თევზს ყინავდნენ და ბაზრებში გაჰქონდათ გასაყიდად. იყო თუ არა თევზის ეს მასა “სინტიათი” ინფიცირებული, ამას ვერავინ წარმოიდგენდა და არც არავის შეუსწავლია. მეწარმეებს კი, საერთოდ, ფეხებზე ეკიდათ. ასეთი თევზით დატვირთული რამდენიმე ფურა (მანქანამაცივარი) ჩინეთის საზღვარზე დააკავეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეუშვეს. ერთერთი უჰანის ბაზარზე შევიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველმა დაავადებულმა და გარდაცვლილმა ჩინელმა ეს პროდუქტი სწორედ უჰანის ბაზარზე იყიდა, მაგრამ მაშინ არავის უთქვამს, რომ ეს კორონავირუსის გამო მოხდა. ჩინელებმა განაცხადეს, რომ მაშინ იქ არავითარი კორონავირუსი არ არსებობდა. არადა, იღუპებოდა უამრავი ადამიანი; ხოლო კორონავირუსი მას იმიტომ უწოდეს, რომ ადამიანები კვდებოდნენ ატიპური პნევმონიით, რომელიც 2003 წელს იყო გავრცელებული.

მაგრამ შემდეგ მაინც გაჩნდა კორონავირუსი. საქმე ის არის, რომ ჩინელებს ორგანიზმში აქვთ კორონავირუსი არააქტიურ მდგომარეობაში, ლატენტურად.

არსებობს ტიპური კორონავირუსი და კოლიტკორონავირუსი, რომელშიც არის უცხო ფრაგმენტები. ახალ კორონავირუსს იმიტომ უწოდეს კოვიდ-19, რომ იგი შეიცავს უცხო ფრაგმენტებს. ვირუსი აღწევს უჯრედში და დნმ გამოიყენებს, როგორც მატრიცას. ასე გაჩნდა ეს კორონავირუსი მეტად უცნაური სტრუქტურით. მაგრამ იგი მაინც ისეთი საშიში არ არის, როგორც ბაქტერია, ამიტომ, სირთულისა და სიმძიმის მიუხედავად, კოვიდ-19-ით დაავადებული ადამიანის მორჩენა შესაძლებელია. ბაქტერიასინტიასშემთხვევაში კი თითქმის ასპროცენტიანი სიკვდილია, თუმცა ჩვენ მასზეც გვაქვს რეკომენდაციები.

კორონავირუსის მეორედ მოსვლა

* * *

ამ საუბარს შეიძლება აქ დავუსვათ წერტილი, თუმცა ყველაფერი ნათელი არ არის და პრობლემა ამოწურულად ვერ ჩაითვლება.

კორონას ყველა თავისი სამრეკლოს გადასახედიდან უყურებს. მაგალითად, აკადემიკოს გენადი ონიშჩენკოს მიაჩნია, რომ კორონავირუსი ჰიბრიდული შეტევის ერთგვარი ვარიანტია, იდეოლოგიური შემოტევა, რომლის მიზანია მსოფლიო ეკონომიკის ფორმატის შეცვლა. ასე ფიქრობენ ეკონომისტებიც.

ამ თემაზე მოკლე და გასაგები პასუხი სთხოვა ყარაულოვმა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატ ალექსანდრე სემენის.

_ ჩემი აზრით, კორონავირუსის საფრთხე და ადამიანის ორგანიზმზე მისი უარყოფითი ზემოქმედაბა არც ისე სარისკოა, როგორც ამას მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოგვიდგენს, _ აცხადებს რესპონდენტი.

_ .., იგი არ ანადგურებს ადამიანის იმუნურ სისტემას?

_ საქმე ის არის, იმუნურ სისტემას და ვირუსულ ინფექციას, საერთოდ, და კორონავირუსს, კერძოდ, ერთმანეთთან კონკურენტული ურთიერთობა აქვს. ვირუსული ინფექცია და მათ შორის კორონავირუსი ორგანიზმში შეაღწევს მაშინ, როცა იმუნური სისტემა სუსტდება. მისი დაცვითი თვისებები სუსტია, განსაკუთრებით _ სტრესის მომენტში, ამიტომ ის ვითარება, რომელიც მასმედიის საშუალებით ყალიბდება, არანაკლებ დამაზიანებელი ფაქტორია, ვიდრე თვით კორონავირუსი. გამორიცხული არ არის, რომ ამ ფსიქოლოგიურ, საინფორმაციო შემოტევას გარკვეული მიზანი ჰქონდეს: გაამრავლოს დაავადებული მოსახლეობის რაოდენობა.

_ სერიოზული ექიმების აზრით, რაგინდ იოლად გადაიტანოს ადამიანმა კორონავირუსით დასნებოვნება, ორი თუ სამი წლის შემდეგ იმუნური სისტემა ამ ბრძოლით ისე ექნება დასუსტებული, რომ სიცოცხლეს შეიძლება დაემშვიდობოს ნებისმიერი უმნიშვნელო დაავადების გამო.

_ მთლად ასე არ არის. მიმაჩნია, რომ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, უძლიერდებათ დაცვითი მექანიზმი, რადგან იმუნური სისტემის ამოცანაა, დაიხსომოს ინფექციასთან შეხვედრის ფაქტი, ამიტომ ისინი (ადამიანები) უფრო მომზადებული ხვდებიან ამგვარ ვირუსულ შემოტევას.

_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ ვირუსი ჩვენთან გაჩნდა ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე და დაკავშირებული იყო ბაქტერიასინტიასთან”?

_ არ გამოვრიცხავ, რომ მისი აგრესიულობის გაძლიერება გამოწვეული იყო ბაქტერია “სინტიას” გამოჩენით.

ვირუსებო ყველა სახისა, შეერთდით!

_ რატომ მოხდა, რომ სიკვდილიანობა ასე მკვეთრად გაიზარდა იმ ვირუსის მიზეზით, რომელიც, დიდი ხანია, ცნობილი იყო, მაგალითად, იტალიაში, გერმანიაში, ირანში, იაპონიაში, კორეასა და ჩინეთში?

_ ექიმთა საზოგადოებამ შენიშნა, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გამოიკვეთა ფენომენი, რომელიც მანამდე ჩვენთვის უცნობი იყო. მაგალითად, ვირუსებმა იწყეს გაერთიანება ბაქტერიებთან, ბაქტერიებმა _ ბაქტერიებთან, გარკვეული ალიანსები წარმოიქმნა, რომლებიც დღემდე არსად შეგვხვედრია. ამიტომ იყო, რომ თერაპიის ადრე გამოყენებული მეთოდები ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ ეს ფენომენი ნაწილობრივ ადამიანის მიერ არის შექმნილი, იმიტომ, რომ არის ფაქტორების ორი ჯგუფი: ერთი მხრივ, ადამიანები არასანქცირებულ თვითმკურნალობას ეწევიან, მათ შორის, ანტიბიოტიკების მეშვეობით, უდიდესი ოდენობით, ტოტალურად, მთელ მსოფლიოში; მეორე მხრივ, არსებობს მიკრობული ბიოცენოზის ბუნებრივი ევოლუცია, ამას გარდა _ გენმოდიფიცირებული პროდუქტები, რომლებიც სულ უფრო მეტად ავსებს ჩვენს ყოველდღიურ რაციონს, ასუსტებს ჩვენი ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარს და აძლიერებს პათოგენური მიკროფლორის სისუსტეებს, რომელთაც მოჰყვება ასეთი სამწუხარო შედეგები.

გენმოდიფიცირებული პროდუქტების პრობლემის განხილვისას ყარაულოვმა გაიხსენა სამხრეთ აფრიკის ლიდერთან, ლეგენდარულ ნელსონ მანდელასთან საუბარი, როცა მას მიუკიბ-მოუკიბავად განუცხადებია: გენმოდიფიცირებული პროდუქტები შექმნეს აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი იყენებენ ამ პროდუქტებს ისე, რომ არც იციან, რა ვნებთ მათ და 3-4 თაობის შემდეგ, მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შავკანიანი მოსახლეობა საერთოდ აღარ დარჩება”, ხოლო მას შემდეგ, რაც მექსიკის ყურეში ტანკერის ავარიის შემდეგ უამრავი ნავთობი დაიღვარა, “ბრიტიშ პეტროლეუმმა” დიდძალი ფული დახარჯა ხელოვნურად მოდელირებული სიცოცხლე _ ბაქტერია “სინტია” რომ შეექმნა, მაგრამ შემქმნელებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ეს “სინტია” მას შემდეგ, რაც სრულად შთანთქავს დაღვრილ ნავთობს, გამრავლდება და სხვა სიცოცხლეების ჭამას შეუდგება, მათ შორის ადამიანის სიცოცხლის.

_ ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავისთავად წარმოიშვება შეკითხვა _ რით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულისინტიადა კორონავირუსი?

_ მათ შეუძლიათ გააძლიერონ ერთმანეთი.

_ ერთმანეთი როგორღა იპოვეს?

_ რადგან გენმოდიფიცირებული პროდუქტები მსოფლიოს მოსახლეობის რაციონშია შესული. გენმოდიფიცირებული პროდუქტები, რომლებიც ცვლიან იმუნური სისტემის აქტიურობას, პრაქტიკულად, ყველა ადამიანის ორგანიზმშია.

არის სხვა საკითხიც _ ელექტრომაგნიტური იმუნიტეტი. ჩვენს იმუნიტეტურ დაცვას აქვს მატერიალური კომპონენტი, რომელიც სისხლში და სისხლის უჯრედებშია. ამას გარდა, არის ელექტრომაგნიტური იმუნიტეტი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ჩვენს ფიქრსა და გრძნობებს. თუ ადამიანი აზროვნებს პოზიტიურად და აღმაფრენას განიცდის, კმაყოფილია ყველაფერ იმისგან, რაც მის გარშემო არსებობს და ხდება, თუ ცხოვრება უხარია, მაშინ ის დაყოვნებული მოქმედების ნაღმი, რომელიც მასშია მოთავსებული, არ აფეთქდება.

თუ ადამიანზე ძლიერად მოქმედებს სტრესი, დეპრესიული და აფორიაქებულია, იმედგაცრუებული და ა.შ., თუ იგი ხანგრძლივად იმყოფება ასეთ მდგომარეობაში, ამოქმედდება მისი სისუსტეები და ჩვენში არსებული ქიმია ორგანიზმის წინააღმდეგ იმუშავებს. საკმარისია ოდნავი ბიძგი, მაგალითად, კორონავირუსი, გრიპის ვირუსი ან სხვა ინფექცია, ჩაირთვება კასკადური რეაქცია, რომელიც, ფაქტობრივად, მართული არ არის. ამან შეიძლება მიგვიყვანოს ლეტალურ დასასრულამდე.

თუ ადამიანი კეთილგანწყობილია, სასიკეთოდ არის მომართული, ჩვენ შევძლებთ გენმოდიფიცირებულობის ნეიტრალიზებას, როგორც ინ ვიტრო (სინჯარაში), ასევე ორგანიზმშიც. ეს ნიშნავს, რომ კეთილგანწყობა დადებითად მოქმედებს სისხლის მაჩვენებელზე.

_ საფრთხე, რომელსაც კორონავირუსი გვიქმნის, პანიკა, რომელიც მან გამოიწვია, გადაჭარბებული ხომ არ არის?

_ გიპასუხებთ არა როგორც ექიმი, არამედ, როგორც ქვეყნის მოქალაქე. ვფიქრობ, რომ მოსახლეობა სრულად არ არის ინფორმირებული.

_ ჰოდა, განგვიმარტეთ.

_ თვით ვირუსისგან მომდინარე საშიშროება ნაკლებია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ვფიქრობ, ამ კვამლის ფარდის იქით არის რაღაც ინტერესები, რომლებიც უბრალო ადამიანისთვის ჯერჯერობით გაუგებარია. აშკარაა ფსიქოლოგიური დამუშავების ელემენტი, მე მას ვუწოდებდი ფსიქობიოტერორიზმს.

მე ასე მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს: პატივცემულო თანამოქალაქენო, გაითვალისწინეთ, რომ კორონავირუსი საკმაოდ საშიში აგენტია, რომელსაც შეუძლია, საგრძნობლად შეარყიოს თქვენი მგრძნობიარე იმუნოსისტემა. ამიტომ, თუ შინ დარჩებით, მე კი გირჩევთ, რომ ასე მოიქცეთ, ყველა ხერხით უნდა გაიძლიეროთ თქვენი იმუნიტეტი და, ამასთანავე, შეინარჩუნოთ კარგი განწყობილება, პოზიტიური აზროვნება, დაიცვათ პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესები, მაგრამ, უწინარესად, ფსიქოჰიგიენის წესები.

_ ვაქცინა როდის გვექნება? ერთი წლის შემდეგ?

_ ვაქცინა შეიძლება უფრო ადრეც გაჩნდეს, მაგრამ მისი მაინცდამაინც დიდი იმედი არ მაქვს, როგორც ვაქცინოთერაპიისა და ვაქცინაპროფილაქტიკის საერთოდ, რადგან ხდება ამ მიკროფლორის მუტაცია და მე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მით უფრო, როგორც ექიმი, სრულად ვერ ვენდობი. ვაქცინის მწარმოებლები თავიანთ საქმეს აბსოლუტურად კეთილსინდისიერად გააკეთებენ.

_ როდის დამთავრდება ეს ვირუსი?

_ ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here