მთავარი პოლიტიკა კონსტიტუციური “გირჩობა”, ანუ “გასაბერი ეკლესიის” “დაჩუტული” მრევლი

კონსტიტუციური “გირჩობა”, ანუ “გასაბერი ეკლესიის” “დაჩუტული” მრევლი

6 ათასამდე წვევამდელიდან 4 ათასმა ჯარში სამსახურს ორგანიზაცია “გირჩის” მიერ გაცემული მოწმობებით აარიდა თავი

4372
გააზიარეთ
საკონსტიტუციო სასამართლო

გასულ კვირაში ჩვენს ქვეყანაში ორიდიადიმოვლნა აღინიშნა: პირველი _ ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოწევა მთლიანად კანონიერ ქმედებად მიიჩნია, ანუ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც გააუქმა; მეორე _ უკვე ოფიციალაურად გამოცხადდა სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგი, რომლის მიხედვით, 6 ათასამდე წვევამდელიდან 4-მა ათასმა ჯარში სამსახურს თავი აარიდა ორგანიზაციაგირჩისმიერ გაცემული მოწმობებით.

ეს ორი მოვლენა სწორედ “გირჩით” უკავშირდება ერთმანეთს, რადგან პირველ შემთხვევაშიც საზოგადოება “გირჩს” მიაწერს ნარკოტიკის მოხმარებაზე აკრძალვის გაუქმებას. აკი სწორედ ამ ორგანიზაციამ მოითხოვა პირველმა ოფიციალურად, რომ მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური ყოფილიყო და დღეს უკვე მისი ლიდერები და მხარდამჭერები ზეიმობენ კიდეც “გამარჯვებას”. სამხედრო გაწვევისგან თავის არიდების მსურველებს კიგირჩი”, მოგეხსენებათ, აძლევს ცნობას, რომ ისინი რელიგიური ორგანიზაციის წევრები, ანუ მღვდელმსახურები არიან და ამის შემდეგ, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის თანახმად, შესაბამის ორგანოებს აღარ აქვთ უფლება, ასეთი ცნობის წარმდგენი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიონ.

გასაგებად რომ ვთქვათ, მეორე შემთხვევაში “გირჩმა” თავის სურვილებსა და მიზნებს მოარგო საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ხარვეზი ან იქნებ სულაც მიზანმიმართული და წინასწარგანზრახული, სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი ჩანაწერი, ხოლო პირველ შემთხვევაში პირიქით _ საკონსტიტუციო სასამართლომ “გირჩის” დაკრულზე იცეკვა და ქვეყნის უმთავრესი კანონი “გირჩის” ნება-სურვილს მოარგო.

რატომ ხდება ასე და რატომ დაიწყო სახელმწიფომ ერთი ადგილის თამაში ახალშექმნილი, სრულიად უაზრო სახელწოდებისა და არასერიოზული იმიჯის მქონე ორგანიზაციაგირჩისნებასურვილზე? ან სულაც, სრულიად არსაიდან, უცებ რატომ შეიქმნა ეს ორგანიზაცია და რატომ დაიწყო მან ისეთი მოთხოვნების საჯაროდ წამოყენება, რომლებიც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აბსოლუტური მოულოდნელობა და მეტიც, ერთგვარი შოკიც იყო? ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება და შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ გარკვეულმა ძალებმა სპეციალურად შექმნესგირჩი”, რათა მისი მეშვეობით საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ თავიანთი ფარული ზრახვები და ნებასურვილები _ აქაოდა, აი, “გირჩის” მოთხოვნის გამო მოხდა ესა და ეს ფაქტი და მოვლენაო. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი ინიციატივით ხომ არ დაუშვებდა მარიხუანის მოწევას? ამაზე ვიღაცას ხომ უნდა შეეტანა მოთხოვნა? ამ მოთხოვნას მანამდე ხომ სჭირდებოდა საზოგადოებაში გავრცელება? ხომ იყო აუცილებელი საზოგადოების “ყურის მიჩვევა” ამ თემაზე? და აჰა, ასეთი “გაბედული” და “პროგრესული” ორგანიზაცია აღმოჩნდა “გირჩი”, რომელმაც ჩაიდინა “გმირული ქმედება” და “გაბედა” ამ “ბნელ” საზოგადოებაში ასეთი “ნათელი” მოთხოვნების საჯაროდ წამოყენება. ყურადღება მიაქციეთ: საკონსტიტუციო სასამართლო თითქოსსტარტზეიყო და ელოდაგირჩისამჩაწოდებასდა უმოკლეს ვადაში საქართველოში მარიხუანა უკვე ლეგალური გახდა. რაც მთავარია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით გაიმეორაგირჩისარგუმენტი, რომლის გამოც მარიხუანის მოწევა დასაშვებად და კანონით დაუსჯელ ქმედებად მიიჩნია.

ამ საგაზეთო სტატიის მიზანი არ არის იმის გარკვევა, სწორი და მისაღებია თუ არა მსუბუქი ნარკოტიკის დაკანონება საქართველოში. ამაზე კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა იმსჯელონ, თუკი უკვე ძალიან გვიანი არ არის. ჩვენ მხოლოდ გარკვეულ გარემოებებს გავუსვამთ ხაზს და ვეცდებით, საზოგადოებას დავანახვოთ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის _ თითქოს ვინმე ზურაბ ჯაფარიძეს მოეპრიანა და შექმნაგირჩი”, რომელმაც ძირითად მიზნად დაისახა ნარკოტიკის ლეგალიზება, რომელსაც ორიოდე წელიწადში მარტივად მიაღწია კიდეც.

ვიმეორებთ: საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა არგუმენტები რომ წამოეყენებინა და დაეშვა მსუბუქი ნარკოტიკების გამოყენება, კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ამ უწყების ვერდიქტში ლამის სიტყვასიტყვით არის გამეორებული, რომ მსუბუქი ნარკოტიკის გამოყენებამ მხოლოდ იმ ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას შეიძლება შეუქმნას საფრთხე, რომელიც მას მოიხმარს. ეს კი ადამიანის თავისუფლებაა. მას სურს, საკუთარი თავი დაიზიანოს, რაც არ შეიძლება დავუშალოთ, რადგან ასეთი აკრძალვა ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას ზღუდავს”. აი, ეს არის ძირითადი არგუმენტი, რომლის გამოც მარიხუანა საქართველოში უკვე დაშვებულია, და რასაც, ორი წელიწადია, აქტიურად იმეორებენ “გირჩის” ლიდერები ტელეეთერიდან. თვალსაზრისი, რომ, “რაც არ ვნებს სხვას და გაზიანებს მხოლოდ შენ, უნდა იყოს დაშვებული კანონით, რადგან ადამიანის პიროვნული თავისუფლება ხელშეუხებელია”, იურიდიულად სრული სიშტერე რომ არის, ამის დამტკიცება ძალიან იოლია.

მაგალითად, ავიღოთ ავტომობილის უსაფრთხოების ღვედი. თუ უსაფრთხოების ღვედს არ გამოვიყენებთ, ამით საფრთხეს მხოლოდ საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შევუქმნით. ავტოავარიის შემთხვევაში ღვედი მხოლოდ ჩვენ გვიცავს ინდივიდუალურად. მიუხედავად ამისა, მისი გამოყენება სავალდებულოა და, თუ ღვედი არ გვიკეთია, საკმაოდ სოლიდური თანხით დაგვაჯარიმებენ. რატომ? ეს ხომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების შეზღუდვაა?! რა ვქნათ: მივმართოთგირჩსდა საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გააუქმოს უსაფრთხოების ღვედებზე ჯარიმა და მოგვანიჭოს სრული პიროვნული თავისუფლება? მეტიც _ ყველა დამწყები იურისტისთვისაც ცნობილია, რომ არშემდგარი სუიციდი ასევე ისჯება ადმინისტრაციულად, ანუ, თუკი ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, დავუშვათ, დალია საწამლავი ან გადახტა მდინარეში, მაგრამ გადაარჩინეს, მაშინ მას ადმინისტრაცული ჯარიმა ეკისრება, თუ ზუსტად მახსოვს, 500 ლარის ოდენობით! რატომ? განა საწამლავის დამლევი ადამიანი ვინმეს აზიანებს, საკუთარი თავის გარდა? მაშ, რატომ ჯარიმდება შეუმდგარი თვითმკვლელი 500 ლარით? ამაზე იურისტებს დასაბუთებული პასუხი აქვთ; სხვათა შორის, ამას იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელიც კი დაგისაბუთებთ. მაშ, რატომარ იცისსაკონსტიტუციო სასამართლომ, რომგირჩულიარგუმენტი _ “რითაც ადამიანი საკუთარ თავს უშავებს მხოლოდ და სხვას არა, ეს მისი პიროვნული თავისუფლებაა და უნდა იყოს დაშვებული!” _ სრული იურიდიული ნონსენსი და სისულელეა?

ყველაფერს თავის რომ დავანებოთ, მასე, გაცილებით უფრო ძლიერი ნარკოტიკითაც ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს უშავებს. რა ვქნათ: დავაკანონოთ ჰეროინი, ოპიუმი, კოკაინი და ა.შ.?

როგორც ჩანს, საქმე სწორედ აქეთ მიდის და ისიც კარგად ჩანს უკვე, რომ “გირჩის” გავლენით კი არ მოქმედებს ვიღაც, არამედ პირიქით _ “გირჩი” არის ინსტრუმენტი, რომელიც სპეციალურად დაარეგისტრირა მავანმა თავისი ინტერესების გასატარებლად და გარკვეული მიზნის მისაღწევად. ისიც ნიშანდობლივია, რომ უმრავლესობის წარმომადგენელი პარლამენტარები ახლაღა ფიქრობენ მარიხუანის მოხმარების რეგულაციებზე, ანუ იმაზე, რა ადგილებზე უნდა იყოს დაშვებული მისი მოწევა, უნდა შეიძლებოდეს თუ არა მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის სამსახურში გამოცხადება და .. არადა, გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა, ჯერ რეგულაციები ჩამოეყალიბებინათ და მერე დაეშვათ მარიხუანის მოხმარება ლეგალურად. სწორედ ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ იმ გარკვეული ძალების გავლენის ქვეშაა, რომლებიც “გირჩს” უწევენ პატრონაჟს. ამით საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ფაქტის წინაშე დააყენა და ამ გადაწყვეტილების მოსალოდნელობის შესახებ პარლამენტარები არავის გაუფრთხილებია. საკონსტიტუციო სასამართლომ, ასე ვთქვათ, “გაუჩალიჩახელისუფლებას, რომელიც სულაც არ აპირებდა მარიხუანის ლეგალიზებას.

წეღან ვთქვი: ამ სტატიის მიზანი არ არის იმის გარკვევა, მარიხუანის ლეგალიზება მოუტანს თუ არა ზიანს საზოგადოებას-მეთქი. სამაგიეროდ, ზუსტად ვიტყვით, რომ სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანია (ერთმნიშვნელოვნად) ის, რაც “გირჩმა” სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხზე გააკეთა. რაც უნდა ხარვეზი და “ხვრელი” აღმოაჩინო კანონმდებლობაში, ამის გამოყენება შენი ქვეყნის წინააღმდეგ დაუშვებელია. მთავარი მაინც ის არის, რომ გირჩისამ ინიციატივას საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მხოლოდ ერთ ნაკადში მთელი 4 ათასი მიმდევარი გამოუჩნდა, ანუ 6 ათასი გაწვეულიდან 4 ათასი ქართველი ახალგაზრდა, ორი მესამედი საერთო რაოდენობისა, მზად აღმოჩნდა, რომგირჩისმღვდელმსახურის წოდება მიეღო, ოღონდ კი სამხედრო სამსახურში არ წასულიყო. არგუმენტი, თითქოს ახალწვეულებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში “ვიშკებზე” დადგომა არ სურთ და ამიტომ იღებენ “გირჩის” მღვდელმსახურის წოდებას, სრული მარაზმია და ეს კიდევ უფრო უარეს სურათს წარმოგვიჩენს. ჯერ ერთი _ სამშობლოს უნდა ემსახურო იქ, სადაც საჭიროა, და მეორეც _ კარგი, ჯანდაბას, სცადე რაღაც მეთოდებით სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ ამასგირჩის.. გასაბერი ეკლესიის მსახურის წოდების მიღებაზე თანხმობა ემატება?! ანუ ახალგაზრდა არა მხოლოდ სამხედრო სამსახურს არიდებს თავს, არამედ საკუთარი წინაპრების რელიგიაზე, მართლმადიდებლობაზე ამბობს უარს, შეუარცხყოფს მას.

ამას წინათ სოციალურ ქსელში იხუმრა ვიღაცამ _ “გასაბერ ეკლესიას მრევლიც გასაბერი ეყოლებაო”. მე კი მგონია, რომგირჩისმიერ წარმოდგენილი ამგასაბერი ეკლესიისმრევლიცა და მსახურებიცგასაბერიანგაბერილიკი არა, პირიქით _ დაჩუტული, დადებილებული და დაჩაჩანაკებული მამაკაცები არიან. ამიტომ საეჭვოდ მეჩვენება საქართველოს პარლამენტის ის ინიციატივაც, რომ 2019 წლის იანვრიდან საქართველოს კონსტიტუციაში გაუქმდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით რელიგიის მსახურების ჯარში გაწვევა დაუშვებელია. როგორც ჩანს, თავის დროზე ეს ჩანაწერი “იეღოვას მოწმეთა” ჯარიდან დასახსნელად გაკეთდა და ამიტომაც იყო, ალბათ, ასე რომ მომრავლდნენ ქართველი ბიჭები ამ რელიგიურ სექტაში. ამჯერად პარლამენტარებმა “გამოსავალი” გამონახეს და სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მსურველ ბიჭებს სახანძრო-სამაშველო სამსახურებში გადაანაწილებენ. ეს არ ითვლება იარაღთან და კაცის კვლასთან შეხების მქონე მიმართულებად და, შესაბამისად, რელიგიის მსახურთა იქ წაყვანაც არ იქნება უკანონობაო, _ ამბობენ კანონმდებლები… თუმცა მაინც საკითხავია: თუნდაც მძვინვარე ხანძრის ან რაიმე საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში როგორ მოიქცევიან და იქნებიან თუ არა გამოსადეგნი “დაჩუტული მამაკაცები”?

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ჭორის დონეა მეტი არაფერი. უბრალოდ უფრო ვრცლად და ოფიციალურადაა გამოქვეყნებული ;დდდ ერთი დასაბუთებული არგუმენტიც კი არაა, სუთფთა კონსპირაციის თეორიაა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here