მთავარი დაიჯესტი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ პირველი მღვდელმსახურება ჩაატარა

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ პირველი მღვდელმსახურება ჩაატარა

401
გააზიარეთ
კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ პირველი მღვდელმსახურება ჩაატარა

13 დეკემბერს, წმინდა ანდრია მოციქულის დღეს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეგზარქოსებმა პირველი ლიტურგია გამართეს კიევის ანდრიას სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურებას ხელმძღვანელობდა ედმონტონის ეპისკოპოსი ილარიონი (რუდნიკი). მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტის მიუხედავად, რომელმაც მიუთითა მის კანონიკურ ტერიტორიაზე არასანქცირებული მსახურების გამართვის დაუშვებლობაზე, ღვთისმსახურება მაინც გაიმართა.

ღვთისმსახურებას ესწრებოდა გალიის ეპისკოპოსი ემანუელი (ადამაკისი) _ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც 15 დეკემბერს ე.წ. გამაერთიანებელი კრება ჩაატარა უკრაინაში ახალი საეკლესიო სტრუქტურების შექმნის თაობაზე.

მსახურება ღია რეჟიმში მიმდინარეობდა, მისულთა უმრავლესობას (სულ შეიკრიბა 50 კაცი) შეადგენდნენ ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები. მართლმადიდებელი ჟურნალისტების კავშირის გავრცელებული ინფორმაციით, არაღიარებული კიევის საპატრიარქოსა და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მსახურებას არ დასწრებიან. კონსტანტინოპოლის ეგზარქოს კირილეს მიერ გამართულ ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 2 კლირიკი. მათგან ერთი არის ალექსეი მაციურა, წარმომადგენელი კიევის ერთ-ერთი ტაძრისა, რომლის წინამძღვარია მიტროპოლიტი ალექსანდრე დრაბინკო; მეორე ღვთისმსახურია სოფელ კონჩა-ზასპას ზონის ტაძრის წინამძღვარი ბოგდან გულიამოვი, რომელზეც ინტერნეტგამოცემები წერენ, რომ ცნობილი დნეპროპეტროვსკელი ავტორიტეტის, ალექსანდრე პეტროვსკის, მეტსახელად “ნარიკის”, მარჯვენა ხელია.

აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი ალექსანდრე დრაბინკო და ვინიცის მიტროპოლიტი სიმონი მონაწილეობდნენ ე.წ. გამაერთიანებელ კრებაში.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

 

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here