მთავარი ახალი ამბები „კომპანიამ რომელმაც მეტრო “ვარკეთილი” გაარემონტა შავ სიაში ჰყავდათ“

„კომპანიამ რომელმაც მეტრო “ვარკეთილი” გაარემონტა შავ სიაში ჰყავდათ“

1474
გააზიარეთ

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, ვარკეთილის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია საგადასახადოს სამსახურს “შავ სიაში” ჰყავდა შეყვანილი.

ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

ელისაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ ის თბილისის მაშინდელ მერს აფრთხილებდა.

“ამის შესახებ მე ვაფრთხილებდი ნარმანიას პირადად, საკრებულოშიც. ამასთან დაკავშირებით მომზადდა დიდი რეპორტაჟიც. მაშინ საკრებულოში ვთქვი, რომ საეჭვო კომპანიას მისცეს ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, კომპანიას, რომელსაც გამოცდილება არ ჰქონდა. მას „ყვარელმშენი“ ჰქვია. სულ დაჯარიმებული იყო ეს კომპანია, პირობების შეუსრულებლობის გამო; შავ სიაში ჰყავდა საგადასახადოს შეყვანილი და მას მისცეს 400 000-ლარიანი ტენდერი.სინამდვილეში ჭერი საერთოდ არ იყო შესაცვლელი. იქ არის ბეტონის ჭერი, და არ იყო საჭირო პლასტიკატის აკვრა. შესაბამისად, ეს სამუშაო იყო ამაო. მაშინ ლამის ხალხის მტრად გამომაცხადეს, რომ თითქოს მე ჩასაფრებული ვიყავი, რომ თითქოს არაფერი არ მომწონს. ნიშნის მოგებით ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ როცა ადამიანებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეხება საქმე, როგორ შეიძლება ხმამაღლა არ ილაპარაკო. მაშინ რომ ყური შეებერტყათ, ეს არ მოხდებოდა. ამაზე პირადად ნარმანია არის პასუხისმგებელი. იმას ვერ იტყვის, რომ არ იცოდა, ამაზე პირადად მე ავტეხე ყვრილი. საკრებულოს სხდომის ოქმები შეგიძლიათ ნახოთ”, – აღნიშნა ალექსანდრევ ელისაშვილმა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here