მთავარი პოლიტიკა “კოკავ, შენ გეუბნები; ლიტრავ, შენც გეყურებოდესო!”

“კოკავ, შენ გეუბნები; ლიტრავ, შენც გეყურებოდესო!”

2113
გააზიარეთ
სერგეი ლავროვი

რას ნიშნავს სერგეი ლავროვის განცხადება, რომრუსეთი თანახმაა, დნესტრისპირეთის ავტონომიური რესპუბლიკა დაბრუნდეს ნეიტრალური მოლდოვის რესპუბლიკის შემადგენლობაში

მაშ ასე, .. გავრილოვის ღამისა და მისგან გამომდინარე .. ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ ორგანიზებულიგრანდიოზულიმასშტაბის საპროტესტო აქციების მიუხედავად, მოსწონს თუ არა მავანს, საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს _ გიორგი გახარია.

ამ ფაქტის მიმართ ჩემს პოზიტიურ დამოკიდებულებაზე გაზეთის წინა ნომერში ვისაუბრე და იმედი გამოვთქვი, რომ “რუსთავი 2”-ის მიმართ დაწყებულ “პოლიტიკურ რეპრესიებს” თუ პარლამენტის შტურმით აღების მცდელობაში ზოგიერთი აქტიური მონაწილისა და ორგანიზატორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ლოგიკურ გაგრძელებად ანაკლიის თემით სპეკულანტი “თი ბი სი” ბანკის წურბელების დაპატიმრებაც მოჰყვებოდა.

ჩამონათვალს თუ გადავხედავთ, ერთი შეხედვით თითქოს სასაყვედურო არაფერი უნდა მქონდეს: მიუხედავად “თი ბი სი”-ს ბანკირთა პოლიტიკური ბაქი-ბუქისა, როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ვირის აბანოში ბანაობა მხოლოდ დროის საქმეა; ქალაქური ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, “ტვ პირველის” საქმეც “ვერ ლავეს” და მისმა დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა შეიძლება “თი ბი სი”-ს მფლობელთა ბედი გაიზიაროს; რაც შეეხება “რუსთავი 2”-ის ყოფილ გენდირექტორ ნიკა გვარამიას, ცნობილმა “ქათამმა” ბევრი კი იკრიახა ჭაბუა ამირეჯიბის რომანის პერსონაჟ კაჟა ბულავას მსგავსად, _ “სად მაქვს ფული მე უბედურს”, რომც მქონდეს, კაპიკსაც არ გადავიხდი, ფეხები არ მომჭამოს “თქვენმა” ბიძინამო, მაგრამ, როდესაც “ფეხების მოსაჭმელად” მართლა მიაკითხეს, გვარამიამ, რომ იტყვიან, “ბებიამისის მუთაქები ამოქექა” და გირაოს სახით “სულ რაღაც” 40 ათასი ლარი გადაიხადა…

მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი
მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი

ე.წ. ოპოზიციურ პროდასავლურ ფრაქციებთან საკომიტეტო თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულმა მოსმენებმაც გიორგი გახარიას აშკარა უპირატესობით ჩაიარა. ეს მოსმენები პარლამენტის შენობის გარეთ “შვიშტოკების” უნიჭო პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობდა. ეს იყო მცირერიცხოვანი აქცია, თუმცა ქოცნაცების მიერ საზოგადოების უმრავლესობის საყოველთაო უკმაყოფილების გამოხატულების აქციად წოდებული. იმდენად მცირერიცხოვანი, რომ განსაკუთრებით საღამოს საათებში თუ მოხვდებით რუსთაველის პროსპექტზე, მართლაც რეალური, მაგრამ, ამასთანავე, უილაჯო პროტესტის განცდა დაგეუფლებათ _ რამდენიმე ლაწირაკ ლიბერასტს რა უფლებით აქვს შემოღობილოკუპირებული თავიანთი ბებიების ბოსტანივით პარლამენტის წინ ტერიტორია?!

ე.წ. პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან საკომიტეტო მოსმენებისა თუ საპარლამენტო დებატებისას ახალი მთავრობა ტოლს არ უდებდა ნაცებს დასავლეთის (წაიკითხე, აშშ) მიმართ ერთგულების დეკლარირებაში; ნატო-ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობის უალტერნატივობის შესახებ ლაპარაკში და ა.შ.

და ეს მაშინ, როდესაც ახლახან, 16 აგვისტოს, სრულიად რუსეთის ახალგაზრდობის საგანმანათლებლო ფორუმზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა, დნესტრისპირეთის ავტონომიური რესპუბლიკა დაბრუნდეს სუვერენული, ნეიტრალური მოლდოვის რესპუბლიკის შემადგენლობაში”.

ამ სენსაციური ცნობის წაკითხვისას თვალებს არ დავუჯერე და წინამდებარე წერილის სათაურიც ამ ფაქტიდან გამომდინარე იშვა…

ლავროვის ეს განცხადება ხომ იმას ნიშნავს, რომ, თუ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვის ნატოს ქიმერის დევნაზე და სამხედრო ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს, რუსეთის ფედერაცია საქართველოზეც გაავრცელებს მოლდოვის მიმართ დაწესებულ წინაპირობებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველთა სანუკვარ სურვილს, ნატვრას თუ მიზანს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ, სულ ცოტა, რაღაც რეალური საფუძველი ექნება, მართალია, მოლდოვისგან განსხვავებით, უახლოეს კი არა, შორეულ მომავალში, მაგრამ მაინც.

მოლდოვისგან განსხვავებით კი იმიტომ, რომ რუსეთს სოხუმ-ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს (სააკაშვილმა ლამის ძალით აღიარებინა), ხოლო ტირასპოლისა (დნესტრისპირეთის დედაქალაქი) _ ჯერ არა და სწორედ ეს მნიშვნელოვანი განსხვავება განაპირობებს იმას, რომ ქართველთა ნატვრის ახდენა, მოლდოველებისგან განსხვავებით, უფრო ძნელი და შორეულია. კიდევ ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, “სულ არაფერს ცალი უღელი ხარი ჯობიაო” და ჩვენც მეტი რა გზა გვაქვს?! ისევ შორეული მომავლის იმედად უნდა ვიყოთ, მაგრამ არის კი საქართველოს ხელისუფლებალიტრასავითგამგები (თუ ასე თქმა უპრიანია)?

“პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის საკომიტეტო მოსმენისას გიორგი გახარიას პირდაპირ ჰკითხეს: ხართ მზად იმისთვის, რომ რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოთ? რაზეც მაშინ პრემიერობის კანდიდატმა და ახლა უკვე საქართველოს პრემიერმინისტრმა, _ ჯერ ჟენევის ფორმატის რესურსი უნდა ამოვწუროთო და ა.შ. ერთი სიტყვით, გიორგი გახარიამ რაღაცები მიკიბ-მოკიბა და ეგ იყო პასუხი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე; ეს პასუხი შეიქნა კიდეც მიზეზი ჩემი იმედგაცრუებისა.

არადა, შეუძლებელია, გიორგი გახარიას არ სცოდნოდა სერგეი ლავროვის ამ განცხადების თაობაზე.

კარგი, ბატონო, ქოც-ნაცებს არ აინტერესებთ არც საქართველო და არც ქართველი ერი, მაგრამ ქართულ მედიას? რატომ არავინ გააშუქა სერგეი ლავროვის ზემოთ ხსენებული განცხადება? ეს ხომ ნამდვილი სენსაციაა? თუმცა ეს კითხვები რიტორიკულია და მათზე პასუხები ცნობილია _ ქოც-ნაცებისა არ იყოს, ქართული მედიაც დასავლეთის 30 ვერცხლზეა გაყიდული!

ამიტომაც ლავროვის განცხადება “გაატარეს”, სამაგიეროდ, გერმანული გაზეთის _ “დოიჩე ველეს” მოწინავე სტატიას აფრიალებენ სათაურით “საქართველომ პრემიერად რუსეთის კაცი აირჩია”.

ჰმ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

დავით მხეიძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. პუტინს არაერთხელ განუცხადებია: თუ საქართველო აფხაზებთან და ოსებთან მოილაპარაკებს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებითო! ვინმეს სჯერა პუტინის გულწრფელობის? იმის, რომ აფხაზები და ოსები პუტინის ნების საწინააღმდეგოდ რაიმეს მოიმოქმედებენ? ასეა მოლდოვაშიც. რუსეთი თანახმაა, მაგრამ აი, დნესტრისპირელი რუსები არიან უარზე! ამ თამაშს რუსეთი წლებია თამაშობს და გულუბყვრილობაა ამის წმინდა წყლის სიმართლედ მიღება!

  2. აზერბაიჯანელ ხელმძღვანელებს უკვე განცხადებული აქვთ, რომ თბილისი ალბანურ ტერიტორიაზეა გაშენებული და ამიტომ ჩვენ გვეკუთვნისო. თურქეთს თვალი აჭარაზე უჭირავს. ჩრდილოკავკასიელებს შავ ზღვაზე გასვლა უნდათ. ასე რომ, მეზობელი მუსულმანური ქვეყნების საქართველოში შემოჭრის ალბათობა საკმაოდ დიდია. გაიხსენეთ თურქეთ–აზერბაიჯანის მრავალდღიანი სამხედრო სწავლებაც. ამ ვითარებაში ჩვენს ერთადერთ გადამრჩენ და მფარველ ძალად ერთმორწმუნე რუსეთი მოიაზრება. მილიონი ქაართველი დღესაც შეფარებულია რუსეთში. ამიტომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების სასწრაფოდ აღდგენას ალტერნატივა არ აქვს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here