Home სხვადასხვა დაიჯესტი კოალიციამ, აშშ-ის მეთაურობით, სირიაში 10 900 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს

კოალიციამ, აშშ-ის მეთაურობით, სირიაში 10 900 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს

1518
სირია

სირიაში მოქმედმა კოალიციამ, აშშის მეთაურობით, სამხედრო ოპერაციების მსვლელობისას 40 თვეში 10900 ადამიანი მოკლა. ეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის ცენტრმა გამოაქვეყნა თავის ვებგვერდზე.

ცენტრის მონაცემებით, მოკლულთა შორის “ისლამური სახელმწიფოს” 7 396 ტერორისტია. ალ-ჰასაკას, ალ-რაკას, ალეპოს, იდლიბისა და დეირ ეზ-ზორის პროვინციებში 2 815 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის _ 655 ბავშვი და 481 ქალი.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კოალიცია, რომელსაც სათავეში აშშ ჩაუდგა, 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა; მიზნად, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, სირიაში არსებული რეჟიმის შეცვლა გამოცხადდა. 2017 წლის ბოლოს კოალიციამ უარი თქვა, გაეგრძელებინა სამხედრო ოპერაციები არაბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ბაშარ ასადის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here