მთავარი პოლიტიკა “კოაბიტაცია 2” გვარამიას მიერ გადაყრილი ბალასტი ხალვაშის “აქტივში”

“კოაბიტაცია 2” გვარამიას მიერ გადაყრილი ბალასტი ხალვაშის “აქტივში”

ნიკა გვარამია ნაგავს იშორებს

1073
გააზიარეთ
“კოაბიტაცია 2” გვარამიას მიერ გადაყრილი ბალასტი ხალვაშის “აქტივში”

ჯერ კიდევ შარშან, როდესაცფეისბუკისპირად გვერდზე დავწერე, რომ სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად ძალაში დატოვებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასრუსთავი 2”-ის საქმეზე, ნაცები დამესხნენ თავს დაიურისპრუდენციაში ჩაუხედავი უვიცი და გაუნათლებელიმიწოდეს, ისევე, როგორც მოსამართლე ურთმელიძეს. როდესაც იმავე დღეს მეორე პოსტში ვთქვი, რომრუსთავი 2” დაახლოებით ერთ წელიწადში დაუბრუნდება ქიბარ ხალვაშს, მაგრამ ამით დიდი არაფერი შეიცვლება, რადგან ის აუცილებლად დატოვებს არხზე თანამშრომლების 70 პროცენტს მაინც დარუსთავი 2”-ის ნაცების მონა თანამშრომლები, უბრალოდ, “პატრონსშეიცვლიან და ისევ ისე განაგრძობენ მუქთამჭამელობას, როგორც აქამდემეთქი, აქ უკვე ქოცები დამესხნენ თავს და დამაბრალეს, რომ მე თურმებუნებით პესიმისტი და უარყოფითი განწყობების მთესველივარ და .. ჰეიტერობა (ყველაფერზე ცუდი და უარყოფითი აზრის გამოთქმა) მომწონს.

ახლა, როდესაც ორივე ეს პროგნოზი ზედმიწევნით ახდა, როგორც სჩვევიათ, ნაცები ყველაფერს სტრასბურგის სასამართლოს მოსყიდულობას, ხოლო ქოცები “რუსთავი 2”-ში მიმდინარე მოვლენებს “საჭირო დროებით თავშეკავებულობას” მიაწერენ.

დაუსაბუთებელი გამართლება, ანუ როგორც დამკვიდრდა, “გაპრავება” ყველაფერს მოეძებნება, თუკი ადამიანმა ნამუსი და შუბლის ძარღვი დაკარგა. მაგრამ მოდი, სტრასბურგის სასამართლოს “მოსყიდულობის” თემა და გონებრივი აზროვნების ჩარჩოებიდან გასული გამწარებული ნაცები ამ კონკრეტულ შემთხვევაში “დავიკიდოთ” და ვისაუბროთ იმაზე, ვის უფრო აქვს ეს შუბლის ძარღვი გაწყვტილი: ამათ “გამპრავებელს” _ მათ, ვინც “რუსთავი 2”-ზე სამუშაოდ დარჩა, თუ მათ, ვინც ისინი იქ დატოვა?

სხვათა შორის, ისიც ვთქვათ, რომ იქ დარჩენილებს ნაცები მეტადაბულინგებენ”, ამუნათებენ და ლანძღავენ სოციალურ ქსელებში, ვიდრე ქოცები. ეს უკანასკნელნი ისევ თავისი საყვარელი საქმიანობით _ ყველაფრისგაპრავებითარიან დაკავებული და ხშირად ქიბარ ხალვაშს აქებენ კიდეც ასეთიგაწონასწორებულიმოქმედებებისთვის

სიტყვამ მოიტანა და, ბარემ გავიხსენოთ კიდევ ერთი “გაწონასწორებული”, რომელსაც სწორედ ასე აქებდნენ, ადიდებდნენ, ხოტბას ასხამდნენ და დღეს “ოცნების” მთავრობა მის დაპატიმრებასაც კი ფიქრობს. ეს “გამპრავებლები” კი გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო დაჭერას სწორედ ისევე “აპრავებენ” და ტაშს უკრავენ, როგორც “დაცვის გარეშე მოარულ” პრემიერმინიტრს “აპრავებდნენ” თავის დროზე…

მოკლედ, “გამპრავებელთა” “მოღვაწეობა” უკვდავი და შეუქცევადი პროცესია და მოდი თავიანთ ნირვანაში დავტოვოთ. ჩვენ, უბრალოდ, ვცადოთ, ობიექტური სურათი დავხატოთ: რა უდევს საფუძვლად ქიბარ ხალვაშის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებს _ რეალური კომერციული ან პოლიტიკური გათვლა თუ, უბრალოდ, გაგრიობა და სერიოზული შიში, რომ ამ ხალხის არხიდან წასვლის შემთხვევაში ტელევიზია მაყურებელს დაკარგავს და ვეღარასოდეს შეძლებს რეიტინგის შენარჩუნებას?

თავიდანვე სიმართლეს გეტყვით _ მეორე ვერსიას უფრო ვემხრობი და ამ სტატიაშიც შევეცდები, ნათლად დაგანახვოთ, რატომ ვფიქრობ ასე.

ჯერ დავიწყოთ იმით, რა წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე მათ, ვინც “რუსთავი 2”-დან წავიდა. მაგალითად, ვანო ჯავახიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ამ ტელევიზიაში მე ჩემი 16-წლიანი მოღვაწეობა დავასრულე”-ო. მათ არც “დარჩენილები” ჩამორჩებიან და, ალეკო მალხაზიშვილს რომ ჰკითხოთ, ის “თავის მოღვაწეობას კვლავ “რუსთავი 2-ზე” გააგრძელებს”…

ძველ გაზეთებში ეროსი მანჯგალაძესა და რამაზ ჩხიკვაძესთან ინტერვიუები წავიკითხე, ორივე ასე ამბობდა: “რუსთაველის თეატრში ვმუშაობ”-ო… რა გაეწყობა, ეს გენიოსები, უბრალოდ, “მუშაობდნენ”, ხოლო მალხაზიშვილი და ჯავახიშვილი “მოღვაწეობენ”. თუ ამას არ დაეთანხმები, ვიღაც აუცილებლად ბოღმიანსა და შურიანს გიწოდებს… ამიტომ, მოდი, ნუ შევეკამათებით, უბრალოდ, გავიხსენოთ, რაში გამოიხატებოდა ამ ადამიანების “მოღვაწეობა” “რუსთავი 2”-ში.

დავიწყოთ იმით, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ჯერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევასა და შემდეგ ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას სრულიად “რუსთავი 2” აღფრთოვანებული ყიჟინითა და ტაშის დაკვრით შეხვდა. ამის მოწმე პირადად ვარ… მხოლოდ ზალიკო უდუმაშვილისა და კიდევ ორიოდე “რუსთავი 2”-ელის ფორმალური მისვლა “იმედის” ღობესთან და იქ თავშეკავებული განცხადებები, რომ, “რაც უნდა იყოს, მედიასაშუალების დარბევა და განადგურება მაინც არ არის კარგი საქციელი”, მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, რომ “იმედსა” და პატარკაციშვილს ისინიც რუსეთის აგენტებად და ქვეყნის დამაქცევრებად მიიჩნევდნენ, უბრალოდ, მათი აზრით, მედიასაშუალების “ლიკვიდაცია” სხვა ფორმით უნდა მომხდარიყო და არა ასე უხეშად.

რაც შეეხება კონკრეტულად “კომედიშოუს” თანამშრომლებს, აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია სამი პერსონა _ ლაშა გაბუნია, ვახო ბიჭიკაშვილი და ნიკა არაბიძე, რომლებიც “ქართული ოცნების” ლიდერებისა თუ მხარდამჭერების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. კონკრეტულად, სოციალურ ქსელში ლაშა გაბუნიას გვერდზე ყოველდღიურად იდებოდა ბიძინა ივანიშვილის დედის გინება და ასევე იმ ადამიანებისაც, რომლებიც მის რომელიმე საქციელს ან განცხადებას მოიწონებდნენ. როგორც ჩანს, ქუთაისელმა გაბუნიამ დროზე იყნოსა სიტუაცია და უკვე ორიოდე თვეა, მის გვერდზე ეს პოსტები აღარ იძებნება. სამაგიეროდ, “გაბედული” და გათავხედებულია “კასპელი ზაურა”. მას სოციალური ქსელის მომხმარებლებმა რამდენიმე თვისწინანდელი პოსტის “სქრინი” დაუდეს, სადაც ვკითხულობთ _ “ვინც ეს ბოლო 7 წელია, თავისუფლად სუნთქავთ, წადით ექიმთან და გაიშუქეთ, ამას წინათ ჩემ ახლობელს დიდი რაოდენობით მძღ…ი აღმოაჩნდა”, _ იუმორის ხარისხი ზუსტად შეესაბამება საზოგადოდ “კომედიჯგუფის” დონეს, ხოლო შინაარსი, რა თქმა უნდა, ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს. მასვე შეახსენეს ის პოსტი, რომელსაც ბიჭიკაშვილი პირადად პაატა სალიაზე წერდა: “სალიას ვუტოვებ ჩემ დუბლიონკას, მოიფაროს, გვერდიდან არ დაგრილოს”. ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა და ამჟამად “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა უკვე გამოართვა თუ არა ეს “დუბლიონკა” ვახო ბიჭიკაშვილს, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ხალვაშსაც და სალიასაც თავმოყვარეობის სერიოზული პრობლემა აქვთ. სწორედ ეს განაპირობებს, ეტყობა, ვახო ბიჭიკაშვილის გათავხედებასაც. მან ამსქრინებისსაპასუხოდ ხალხის მისამართით ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: “ტრში არავის გაერჭოთ”.

ეს სიტყვები ადამიანებს, ალბათ, იმასაც გაახსენებს, რომ სწორედ ვახო ბიჭიკაშვილს ჰქონდა გარჭობილი ქამარში ახალაიების ნაჩუქარი ცეცხლსასროლი იარაღი და ასე მოძრაობდა 2012 წლამდე. 2012 წლის არჩევნებზე დაამახსოვრა ხალხს თავი ნიკა არაბიძემაც, რომელიც თერჯოლაში ახალაიების ნაჩუქარი იარაღით ამომრჩეველს აშინებდა: ხმა ნაციონალებს მიეცით, თორემ ჩემი ხელით დაგიხვრეტთ კოჭებსო. რაც შეეხება ალეკო მალხაზიშვილს, ის არასოდეს ყოფილა იმის ჩიტი, რაიმე პოზიცია საჯაროდ გამოეხატა და ნიკა გვარამიას მხარდამჭერ კორპორაციულ ბრიფინგებზეც კი უკანა რიგებში იმალებოდა. სამაგიეროდ, პირადად ჩემთან კერძო საუბრებში “იმედის” დარბევასაც იწონებდა და მეუბნებოდა: მათ რომ თავისი გაიტანონ, ჩვენ ვიღა გადაგვიხდის ამდენ ხელფასსო?! და 2006 წელს, როდესაც ქიბარ ხალვაშს “რუსთავი 2” წაართვეს და ქონება დაუწვეს, მისი შეფასება ასეთი იყო: “ძალიანაც კარგი, რომ დაუწვეს, აბა, რას ათამაშებდა ტრ…ს?”

ფაქტია, ეს ყოველივე ქიბარ ხალვაშმა ძალიან კარგად იცის და თავმოყვარეობაზე დაბიჯების ფასად ამაყად აცხადებს: ტელევიზიაში მომუშავე ადამიანების 70 პროცენტი შევინარჩუნეო. აი აქ ჩანს ყველაზე მეტად გოიმობის სინდრომი. ქიბარ ხალვაშს ზუსტად ისევე ჰგონია, რომ ეს ხალხიშეინარჩუნა”, როგორც ორიოდე წლის წინათ ტელეკომპანიაიმედისახალ მენეჯმენტს ეგონა, რომრუსთავი 2”-დან შოუნიჭიერიდა კიდევ რამდენიმე გადაცემაგადაიბირა”. სინამდვილეში ეს გადაცემები ნიკა გვარამიას მიერ მოშორებული გაცვეთილი და ნახმარიბალასტიიყო, რომლის დაფინანსებას აღარ აპირებდა. ამ შოუების პროდიუსერებმა ისე “შეატენეს” თავისი თავი “იმედს”, რომ აქეთ ათქმევინეს მადლობები. მაშინაც ვწერდი, რომ ყველა ეს შოუ ჩავარდებოდა და არც ერთს არ ექნებოდა რეიტინგი, რომლის გამოც კიდევ ერთხელ მივიღე “ბოღმიანის” იარლიყი, მაგრამ, შარშან რაც მოხდა “იმედზე” “რუსთავი 2”-დან წამოზიდული ნაგვის გამო, ყველამ კარგად ვნახეთ.

ახლაც ზუსტად ასეა _ ნიკა გვარამია ნაგავს იშორებს. მან ძალიან კარგად იცის, რომკომედიჯგუფისეს ნაწილი მას არაფერში გამოადგება. მის ტელევიზიას მხოლოდპოლიტიკური ხუმრობებისმკეთებელი ნაწილი სჭირდება დაკომედიჯგუფისდანარჩენ პროდუქტში _ უაზრო ვითომიუმორსა და ჭყავილბღავილში, რომლითაც მხოლოდ 12 წლამდე ბავშვები თუ ერთობიან, ფულს ნამდვილად არ გადაყრის. ასე რომ, მთელი ეს ნაგავი, თავისი მაია ასათიანიანად, ნიკა გვარამიას გადაყრილი ნაგავია, რომელსაც სალია და ხალვაში ამაყად კრებენ და ინახავენ

ისე კი, მინდა, ერთი რიტორიკული კითხვა დავსვა: ყველას გახსოვთ ხალხის პროტესტირუსთავი 2”-ის ეზოში _ ამას წინათ გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს რომ აგინა? აქციის მიმდინარეობისასრუსთავი 2”-ის ეზოშივე დადო ვიდეოკამერა და სამსახურიდან წავიდა არხის ერთერთი ოპერატორი, რომელმაც განაცხადა, რომ ის ვერ დაუპირისპირდება თავის ხალხს და ამ ინტრიგან ტელევიზიაში მუშაობა აღარ შეუძლია

ბატონო ქიბარ, სხვა ყველაფერი ჯანდაბას და, აი, მაგ ოპერატორს მაინც თუ დააბრუნებთ სამუშაოდრუსთავი 2”-ში?

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here