Home ახალი ამბები მსოფლიო კლინტონს ბაიდენის ინაუგურაციაზე ჩათვლიმა

კლინტონს ბაიდენის ინაუგურაციაზე ჩათვლიმა

241
კლინტონს ბაიდენის ინაუგურაციაზე ჩათვლიმა

თეთრი სახლის ახალი მეთაურის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაციაზე აშშის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს ჩათვლიმა, _ იუწყება გაზეთი The New York Post. გამოცემამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბაიდენის საზეიმო სიტყვით გამოსვლისას აშშის 42- პრეზიდენტსაშკარად ეძინა”. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში ბილ კლინტონის გვერდით იმყოფებოდნენ მისი ცოლი ჰილარი კლინტონი, აგრეთვე, ჯორჯ ბუშიუმცროსი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი.

ბილ კლინტონს პრეზიდენტის უფლებამოსილებები 2001 წლის 20 იანვარს შეუწყდა. 2016 წელს ის მძინარე გამოიჭირეს, როცა მისი მეუღლე საარჩევნო სიტყვას ამბობდა დემოკრატების ყრილობაზე. ჩაძინებული კლინტონის კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დონალდ ტრამპმა კომენტარით: “ბილიც კი დაიღალა თავისი ცოლის ტყუილებით”.

2020 წლის სექტემბერში დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ჯო ბაიდენს დასცინა. სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე კარგად ჩანს, რომ ტელეარხ DI New-ისთვის ინტერვიუს მიცემისას ბაიდენს თვალები აქვს დახუჭული და აშკარად ძინავს. გადაცემის წამყვანი მორიდებით შეეცადა მის გაღვიძებას, მაგრამ დემოკრატების კანდიდატმა ძილი მაინც განაგრძო.

Lenta.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here