მთავარი დაიჯესტი კლიმატური აფერა: როგორ გადააქცია დასავლეთმა ეკოლოგია ომის იარაღად

კლიმატური აფერა: როგორ გადააქცია დასავლეთმა ეკოლოგია ომის იარაღად

373
გააზიარეთ
კლიმატური აფერა: როგორ გადააქცია დასავლეთმა ეკოლოგია ომის იარაღად

ფიზიკის კანონების თანახმად, შემთხვევით არაფერი ხდება, სამყაროს განხილვისას მისი შემადგენელი ნაწილების საფუძვლის მიხედვით ხომ არც ერთი ელემენტი უმიზეზოდ არ იცვლის თვისებებს? ანალოგიური ვითარებაა გეოპოლიტიკის სფეროშიც.

თუ დიდი სახელმწიფოების სამოქმედო არენაზე შესაშური შეუპოვრობით წინ წამოიწევს ერთი და იგივე იდეა, მისი ინიციატორები კი არიან კაპიტალისტური კორპორაციების ჯგუფები და ქვეყნები, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული იდეა ემსახურება არა კაცობრიობაზე ზრუნვას, არამედ ცალმხრივი სარგებლის მიღებას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეპიზოდური ისტერიკა, რომელიც ატყდება ხოლმე გლობალური დათბობის საკითხის, პარიზის ხელშეკრულების, აგრეთვე, ჩინეთსა და რუსეთში ეკოპრობლემის გარშემო, როგორც წესი, იწყება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს ყველაფერი მით უმეტეს იწვევს საფუძვლიან ეჭვს.

ეჭვის საფუძველს კი იძლევა ის, რომ XX და XXI საუკუნეების ისტორია სავსეა ანგლოსაქსების “ეკოლოგიური” აფერებით. ამის ნათელი მაგალითია მითი “სარეველა” ქაღალდის შესახებ, რომლის გამოც ტყის უზარმაზარი მასივები გაჩეხეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 100 წლიდან დაწყებული XX საუკუნის ბოლომდე მსოფლიოში ქაღალდის პროდუქციის წარმოების ძირითადი ნედლეული იყო არა მერქანი, არამედ კანაფის ღეროები. აღნიშნული ღეროების ხანგრძლივი გამოყენების მიზეზი იყო არა ის, რომ მის შესაცვლელად ადამიანს არ ჰქონდა შესაბამისი ტექნოლოგია, არამედ ის, რომ სარეველების ბოჭკოებისგან დამზადებული ქაღალდი ბევრი პარამეტრით სჯობდამერქნისფოთლებს.

კლიმატური აფერა: როგორ გადააქცია დასავლეთმა ეკოლოგია ომის იარაღად

მაგრამ კაპიტალიზმის თეორიიდან ცნობილია, რომ ბაზარს არ სჭირდება ხარისხიანი, საიმედო და იაფი საქონელი, რადგან ასეთ პროდუქტებს არ მოაქვს ზემაღალი მოგება.

მასალა მხოლოდ ერთი ჰექტარი კანაფისა, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და ხარჯი, იძლევა წელიწადში დაახლოებით 6 ტონა ცელულოზას. აშკარაა, რომ ანალოგიურ ფართობზე გაჩეხილი ტყის რეალიზება გაცილებით ძვირი დაჯდება და ამ ფონზე მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მერქნის ბუნებრივ შეცვლას (ხის ზრდა) შეიძლება დასჭირდეს ათეულობით წელიწადი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მერქნისქაღალდზე გადასვლა კაპიტალის მნიშვნელოვნად მომატებას უქადდა ტყის გაჩეხვით გამდიდრებულ ამერიკის ელიტის ნაწილს, თუმცა ტექნოლოგიის რადიკალური ცვლილებისა და ცელულოზაქაღალდის წარმოების მნიშვნელოვნად მომატებისთვის აუცილებელი იყო კიდევ ერთი პრობლემის მოგვარება. 1930 წლამდე კანაფისგან ამზადებდნენ უამრავ სხვა პროდუქტს _ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, თოკს, ბაგირსა და ძაფს, თანაცსარეველისგანდამზადებული ქაღალდი ხარისხითა და შენახვის ვადით რამდენჯერმე აღემატებოდა მერქნის ცელულოზისგან დამზადებულს.

პრობლემის მოგვარება ითავა ამერიკულმა კორპორაცია DuPont-მა, რომელმაც 1935 წელს კანაფის ძაფის შემცვლელად შექმნა ნეილონი, ამასთანავე, ბაზარზე გამოიტანა მერქნის მასის მათეთრებელი რეაგენტი. რადგან კანაფის ქაღალდის ნაწარმს არ სჭირდებოდა გათეთრება, შესაბამისად, არ სჭირდებოდა რეაგენტი, ერთ-ერთი დიდი ამერიკელი ტრანსნაციონალური კომპანიის ინტერესები დაემთხვა ხეტყის გადამუშავებასთან დაკავშირებული კორპორაციების ინტერესებს. შედეგად 1930-იანი წლების ბოლოს ლობიზმისა და მასმედიისთვის შეკვეთილი კამპანიის წყალობით, ამერიკის ელიტებმა კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანა კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულს გაუთანაბრეს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ყველაზე აქტიურად გამოდის ტყის გაჩეხვის შემცირების მოწოდებით, მისი წვლილი ამ პრობლემის წარმოქმნაში ძალიან დიდია.

კლიმატური აფერა: როგორ გადააქცია დასავლეთმა ეკოლოგია ომის იარაღად

DuPontმა, რომელმაც სახელი გაითქვა არა მხოლოდ იმით, რომ ბიძგი მისცაპლანეტის ფილტვებისგაჩეხვის პროცესს, არამედ გამოიგონა ნაპალმი ვიეტნამში გაჩაღებულ ომში გამოსაყენებლად, დეფოლიანტები, გენმოდიფიცირებული პროდუქტები და სხვასიკეთეები”, 1986 წელს გადაწყვიტა, სამაცივრო მოწყობილობების ბაზარზე გასულიყო და, რადგან ის უკვე განაწილებული იყო, დაიწყო არა მის მიერ შექმნილი გამაცივებლის უქლორო აგენტის რეკლამით, არამედ მორიგი ეკოლოგიური აფერით _ აამოქმედა პროპაგანდისტული პიარკამპანია, როგორი მავნებელია ფრეონი ოზონის შრისთვის.

ლობისტებმა ამერიკის კონგრესში კვლავ გაშალეს მასშტაბური “ეკოლოგიური” პოლემიკა. შედეგად 1987 წელს ხელი მოაწერეს პროტოკოლს აღნიშნული ნივთიერების წარმოების შეზღუდვის შესახებ. მას საფუძვლად დაედო დასკვნა ანგლოსაქსი სპეციალისტებისა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ფრეონი დამანგრევლად მოქმედებს ოზონის შრეზე.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უამრავი კომპანია გაკოტრდა, DuPont კი აშშის ადმინისტრაციის ძალისხმევით მონოპოლისტად იქცა მაცივრების ბაზარზე. როგორც გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, ოზონისხვრელებიარ შემცირებულა არც 10 და არც 20 წლის შემდეგ. მოპოვებული მონაცემების მიხედვით, მტკიცდება, რომ ოზონის შრე სქელდება ან თხელდება მზის აქტიურობიდან გამომდინარე, და არა ფრეონის გავლენით.

ყველაზე ირონიული ამ ისტორიაში იყო ის, რომ ფრეონი, როგორც ნაერთი, 1931 წელს აღმოაჩინა DuPont-მა, სწორედ მან დააპატენტა ფრეონის ფორმულა, მისი საშუალებით გამოიმუშავა მილიარდები, ხოლო, როდესაც არატოქისკურმა და იაფმა ნივთიერებამ, რომელიც არ იწვის და კოროზიას არ იწვევს, ბაზარი გააჯერა, მის წინააღმდეგ მოაწყო “ეკოლოგიური კამპანია”. ბაზარზე გამოიტანა ახალი ნაერთი და მსოფლიო აიძულა, მეორედ ეყიდათ “გამაცივებელი აირი”, ოღონდ ამჯერად გაცილებით ძვირად.

შესაძლოა, სწორედ ამის შემდეგ იფიქრეს აშშ-ში, რომ ერთადერთი კონკურენტი ძალის _ სსრკ-ის _ დაშლის შემდეგ შეძლებენ კიდევ ერთხელ გაიმეორონ მსგავსი რამ. ისტორიაში ყველაზე დიდ კლიმატურ მითად იქცა 1997 წელს კიოტოში მიღებული თეორია გლობალური დათბობის შესახებ.

ვაშინგტონის ზემოქმედებით მოსკოვის წინააღმდეგობის არარსებობის პირობებში 159-მა სახელმწიფომ თანხმობა განაცხადა, შეემცირებინა სათბურის ეფექტის გამომწვევი აირების გამოყოფა, რადგან უპრეცედენტო კამპანიის მიმდინარეობისას სწორედ ეს აირები დაასახელეს “დამანგრეველი დათბობის მთავარ მიზეზად”.

გრეტა ტუნბერგი
გრეტა ტუნბერგი

როგორც DuPontის გამაცივებელი აგენტის შემთხვევაში, მითის ორგანიზატორები სრულიად უგელებელყოფდნენ ალტერნატიულ მონაცემებს, კერძოდ, იმას, რომ ნახშირორჟანგის ოდენობა ატმოსფეროში დამოკიდებულია ტემპერატურაზე და არა პირიქით _ ტემპერატურა CO2-ის დონეზე. მსოფლიო ოკეანე გასაგები მიზეზების გამო გამოყოფილი აირების მთავარ გენერატორად ითვლება და მას აორთქლების პროცესის შედეგად ატმოსფეროში შეაქვს 80 გიგატონა ნახშირორჟანგი, ადამიანების საქმიანობის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგი კი 7 გიგატონაა. ოკეანის წყლის აორთქლება მით უფრო ძლიერია, რაც მაღალია ტემპერატურა დედამიწაზე, ტემპერატურის მატება კი, თავის მხრივ, განპირობებულია ბუნებრივი რიტმებითა და მზის სისტემაში მიმდინარე პროცესებით.

XIX საუკუნემდე ჩატარებული დაკვირვებები ნათლად გვიჩვენებს, რომ იმ პერიოდში აღინიშნა ყველაზე ცივი ინტერვალი თანამედროვე ისტორიაში, რომელიც ევროპაში XV საუკუნეში დაიწყო. მას უწოდებენ “მცირე გამყინვარების პერიოდს”. ქრონიკების თანახმად, იმ პერიოდში ზაფხულობით მოსკოვში ხშირად თოვდა. ამ მონაკვეთამდე კი ტემპერატურა, პირიქით, გაცილებით მაღალი იყო და ამ პერიოდს “შუასაუკუნეობრივ დათბობას” უწოდებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კლიმატის ასეთი ცვლილებები პლანეტაზე რეგულარულად ხდებოდა, ამჟამინდელი თანდათანობითი დათბობა კი ავტომობილებისა და თვითმფრინავების გამოჩენამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. ცვლილებების დიდი ციკლების შიგნით მიმდინარეობდა პატარა ციკლებიც, კერძოდ, ტემპერატურის მცირე მატება აღინიშნებოდა 1940 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ იმხანად ატმოსფერო თითქმის არ ბინძურდებოდა. აცივება კი _ პირიქით, აღინიშნებოდა მაშინ, როდესაც დასასრულს უახლოვდებოდა მეორე მსოფლიო ომი, .. მსოფლიო მრეწველობის პიკზე. სამრეწველო ბუმის (კონფლიქტის შემდეგ) განმავლობაში ტემპერატურა კვლავ ეცემოდა, თუმცა, გლობალური დათბობის თეორიის მიხედვით, უნდა მომატებულიყო, ხოლო, როდესაც დასავლეთში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი (1970-იანი წლები), ტემპერატურამ დაცემის ნაცვლად კვლავ მოიმატა.

XX საუკუნეში განვითარებული მრეწველობის მქონე ქვეყნებს ამჟამინდელი კლიმატური მითის მიზეზად მრეწველობა რომ მიეჩნიათ, მაშინ უარი უნდა ეთქვათ ინდუსტრიის განვითარებაზე, სახელდობრ, ამას მოითხოვდა აშშ ქვეყნებისგან, რომლებსაც თავს მოახვია კიოტის პროტოკოლის ნორმები.

კლიმატური ცვლილებების შესახებ ექსპერტების სპეციალურმა სამთავრობოთაშორისო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო 1988 წელს. მოგვიანებით კი მიიღო ნობელის პრემიაგლობალური დათბობის დამტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის”, .. წარმატებით დასაბუთებისთვის აფერისა, რომელსაც აშშ ეკონომიკური კონკურენტების წინააღმდეგ იყენებდა. ნიშანდობლივია, რომდამოუკიდებელმა კომისიამჯილდო გაუნაწილა აშშის ვიცეპრეზიდენტ ალფრედ გორს.

ისევე, როგორც “მერქნის ქაღალდის” ისტორიაში, რომელმაც ტყეების გაჩეხვას შეუწყო ხელი ან “ოზონის შრის განადგურების” საბაბით ფრეონის აკრძალვას, კაცობრიობას აბრუებდნენ ანგლოსაქსური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებით. მსოფლიოს აშინებდნენ გოლფტრიმის სწრაფი გაუჩინარებით და ამას ასაბუთებდნენ “მტკიცებულებებით” და ჰოლივუდის შესაბამისი პროდუქციით. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკითხის ფასი დაახლოებით ტრილიონი დოლარი იყო, ხარჯი სრულიად გამართლებული იყო.

159 ქვეყნის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდგომ აშშის სენატმა მიიღო ბირდჰაგელის რეზოლუცია, რომელმაც დაბლოკა კიოტოს პროტოკოლის რატიფიკაცია და მის მთავარ ინიციატორს _ აშშ _ ამ პროტოკოლით შესასრულებელი ყველა ვალდებულება მოუხსნა. ოპერაციის ფინალური აკორდი იყო ტრანსნაციონალური კომპანიებისბინძურიწარმოებების გატანა .. განვითარებულ ქვეყნებში, შემდეგ კი საერთო სიიდან ამ ქვეყნების გარიცხვის ლობირება.

პროტოკოლის მიზნების საჩვენებლად შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითი კანადისა, რომელიც პირველი დასთანხმდა მოცემული ნორმების შესრულებას, 2015 წელს კი მათი გაგრძელების მთავარი მოწინააღმდეგე იყო. ოტავას მოუწია, წელიწადში ათეულობით მილიარდი დოლარი დაეხარჯა ეკონომიკისთვის უსარგებლო ფილტრაციის სისტემების, მავნე ნივთიერებისა და სხვა ძვირად ღირებული და არასაიმედო ტექნოლოგიის შესაძენად კერძო ტრანსნაციონალური კომპანიისგან.

სავალდებულო “რეკომენდაციებმა” გამოიწვია საბოლოო პროდუქციის გაძვირება აშშ-ის მთავარი კონკურენტებისა _ ევროპის ქვეყნების, იაპონიის, სამხრეთ კორეის და ა.შ.

კულისებსმიღმა პოლიტიკის თვალსაზრისით, პროტოკოლის თავს მოხვევა იყო ტრანსნაციონალური ელიტების ბრძოლის მეთოდი ნაციონალური სახელმწიფოების წინააღმდეგ, დიდი სახელმწიფოების კონკურენციის პოზიციიდან გამომდინარე კი _ აშშის არასაბაზრო მექანიზმი თავისი კონკურენტების განვითარების დასამუხრუჭებლად. ორივე შემთხვევაში საუბარია დესტრუქციულობაზე, ამიტომ დროთა განმავლობაში ნდობამ ტექნოგენური ნდომის გაქრობის მიმართ გაქრობა დაიწყო. შედეგად ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ დარჩენილი პოტენციალი 2015 წლის კონფერენციისთვის კლიმატის თაობაზე, როცა კიოტის პროტოკოლის ნაცვლად ახალი, პარიზის შეთანხმება შესთავაზეს მსოფლიოს.

ამჟამინდელი დოკუმენტი არ ითვალისწინებს წიაღისეულ სათბობზე დაუყოვნებლივ უარს ან გამონაბოლქვის მკვეთრ შემცირებას, მაგრამ, ამასთანავე, ტოვებს კაპიტალისთვის მთავარ პუნქტს _ შეთანხმების ხელმომწერმა ქვეყნებმა უნდა გაატარონ ზომები საწარმოების “ტექნოლოგიური გადაიარაღებისთვის” _ კვლავაც იყიდონ “მწვანე პროდუქცია” კერძო კორპორაციებისგან.

ძველი მეთოდებისა და მოტივების პირდაპირი მტკიცებულებაა ახლანდელი პროექტიც გაეროს საბავშვო ფონდის (იუნისეფი) გამოყენებით, რომლის ორგანიზებითაც გაიმართა შვედი მოსწავლის, ეკოლოგიური აქტივისტის _ გრეტა ტუნბერგის პრესკონფერენცია, 15 წლის მოზარდის სენტენციები მათგულგრილობაზე”, ვინც უგულებელყოფს პარიზის შეთანხმებას, ბევრ რამეზე მეტყველებს.

ნიშანდობლივია, რომ ვაშინგტონი შეთანხმებას კვლავ რატიფიკაციის გარეშე შეუერთდა. ანალოგიურად მოიქცა მოსკოვიც. ტრამპმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს, აშშ გაიყვანოს შეთანხმებიდან 2020 წლის ნოემბერში, როგორც კი ეს კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება, კრემლს მსგავს გეგმაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

თუ გაჩნდება კითხვა _ რატომ მოაწერა რუსეთმა ხელი პარიზის შეთანხმებას, პასუხი შეიძლება ვეძებოთ 2019 წელს შექმნილ საერთაშორისო ვითარებაში. მოსკოვი აანალიზებს ვაშინგტონის ფარულ მოქმედებებს და ხვდება, რომ “ეკოდიქტატურა” განვითარებულ ქვეყნებს ათწლეულების განმავლობაში აძლევდა ოპონენტების შეკავების შესაძლებლობას, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ კიოტის პროტოკოლის ისტორიის გამოცდილებიდან გამომდინარე, პარიზის შეთანხმებაზე უარის თქმით რუსეთი რისკავდა, განეცადა კიდევ მეტი დანაკარგები, მათ შორის, იმის, რომ რუსული კომპანიები დაედანაშაულებინათ ყველა “კლიმატურ” უბედურებაში.

რუსეთის ძირითადი საექსპორტო საქონელია ნახშირწყალბადები. პარიზის შეთანხმება დათბობასთან ბრძოლას აღწერს, როგორც ბრძოლას ნახშირწყალბადების გამოყოფის წინააღმდეგ, შესაბამისად, ქმნის იდეალურ ნიადაგს რუსეთის ეკონომიკისთვის ახალი სანქციებისა და მავნე გამონაბოლქვებზე გადასახადების დასაწესებლად, ინვესტიციებზე უარის თქმისთვის და ..

თვით პარიზის ხელშეკრულება ითვალისწინებს “2020 წლისთვის სათბურის ეფექტის მქონე აირების ემისიის შემცირებას 1990 წლის მოცულობის 75%-მდე”. აღსანიშნავია, რომ ამ ჩარჩოში რუსეთს უკვე აქვს წლიური მონაცემი (67,6% _ ტყეების მიერ CO2-ის “შთანთქმის” გაუთვალისწინებლად და 50,7% _ გათვალისწინებით). ესე იგი, პარიზის პროტოკოლის მიღება დროებითი კომპრომისია. თუკი მომავალში ახალი ინდუსტრიალიზაციის სტარტის შემდეგ ხარჯები გადააჭარბებს სარგებელს, კრემლს შეეძლება აშშის მანევრის გამეორება. შემთხვევითი არ არის, რომ ჩინეთმაც, რომელიც CO2-ის მთავარი მწარმოებელია, ეს დოკუმენტი რუსეთის მსგავსი მოტივებით მიიღო.

ზემოაღწერილის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთში ფსევდოეკოლოგიური პროტესტები ხშირად მუშაობს პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად, თანაც მატულობს პროფილური არაკომერციული ორგანიზაციების რაოდენობის შესაბამისად. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის მონაცემებით, 150 უცხო აგენტიდან, რომლებმაც დაფინანსება საზღვარგარეთიდან მიიღეს, 29 უკვე ირიცხება, როგორც “ეკოლოგიური”.

“გლობალური ეკოლოგიური მოღვაწეობის” ფენომენი აშშ-ში წარმოიშვა გასულ საუკუნეში ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონკურენტებთან კორპორაციული ომის სახით. დღეს ეს ინსტრუმენტები, გარემოს დაცვის საფარქვეშ, მსოფლიოს პოლიტიკაში გაჩნდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველამ, ვინც თავისი ნებით ჩაერთვება ამა თუ იმ ეკოლოგიურ პროექტში, უნდა შეიგნოს _ სანამ ისინი გულწრფელად ცდილობენ ატმოსფეროს გაგრილებას, მათ იდეალიზმზე ვიღაც ჯიბეს ითბობს.

Regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here