მთავარი მსოფლიო კიშინიოვში მიმდინარეობს მოლდოვა-რუსეთის ეკონომიკური ფორუმი

კიშინიოვში მიმდინარეობს მოლდოვა-რუსეთის ეკონომიკური ფორუმი

223
გააზიარეთ
კიშინიოვში მიმდინარეობს მოლდოვა-რუსეთის ეკონომიკური ფორუმი

ფორუმზე ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან საინვესტიციო შეთანხმებებს. ეს შესაძლებელი შეიქნა მას შემდეგ, რაც მოლდოველებმა პარლამენტის არჩევნებზე უარყვეს რუსოფობია და ხმა მისცეს ძალებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას დეკლარირებდნენ.

მოლდოვას ბაზარი რუს ინვესტორებს აინტერესებთ. ერთობლივ საწარმოთა რაოდენობამ უკვე ათასს გადააჭარბა. მოლდოვა თავისუფალი სავაჭრო ზონების შესახებ ერთდროულად სამი ხელშეკრულების მონაწილეა.

ეს არის ევროკავშირთან სიღრმისეული და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც 500 მილიონ მომხმარებელს ნიშნავს; ასევე, ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან (250 მილიონი მომხმარებელი); თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება თურქეთთან.

ფორუმის ყველაზე დიდი სექტორი გამოყოფილი აქვს რეგიონულ თანამშრომლობას. სესიებში მონაწილეობენ მეწარმეები რუსეთის ათობით ოლქიდან. მაგალითად, საქონელბრუნვა მოლდოვასა და ომსკის ოლქის რაიონებს შორის ერთ წელიწადში ორნახევარჯერ გაიზარდა.

მოლდოვა რუსეთის ბევრი რეგიონის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.

ფორუმზე ხელი მოაწერეს ინვესტიციების პირველ კონტრაქტებს.

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here