მთავარი პოლიტიკა “კილერა”, “მოშიმშილე” სააკაშვილი, “პრახადნოი დვორად” ქცეული ციხე და სახალხო ნაცდამცველი

“კილერა”, “მოშიმშილე” სააკაშვილი, “პრახადნოი დვორად” ქცეული ციხე და სახალხო ნაცდამცველი

239
გააზიარეთ

არ ვიცი, სხვა ქვეყნებში, თუნდაც ჩვენსმეგობარ დასავლეთშიამ მხრივ როგორ არის საქმე, მაგრამ ჩვენში ბოლო ხანს მომხდარი დანაშაულებიდან, რომლებიც საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა, ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხვევას, მომხდარი დანაშაულის დამამტკიცებელი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერების ნამდვილობა (უფრო მოდურადავთენტურობა”) ეღიარებინათ. პირიქით, როგორც წესი, საშინელი, წარმოუდგენელი სისასტიკის, სადიზმის მთავარი აქტორები და მათი ადვოკატები, იმის მაგივრად, რომ ჩადენილი დანაშაულების შემამსუბუქებელ გარემოებებზე ააგონ დაცვის სტრატეგია თუ ტაქტიკა, წარმოდგენილი უტყუარი ფაქტების ექსპერტიზას ითხოვენ, რაც ისედაც აღშფოთებული საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანებას იწვევს, რადგან, როგორც წესი, ისეთ გახმაურებულ საქმეებზეა საუბარი, რომელთა შესახებაც სრულიად საქართველომ, დიდი ხანია, ყველაფერი იცის.

აბა, რა ექსპერტიზა სჭირდება იმ შემზარავ კადრებს, რომლებიც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინათ იხილა და რომლებზეც პატიმრის მიმართ გაუგონარი სისასტიკე, ძალადობა და ცინიკური მოპყრობაა ასახული (მოძალადეებმა ტუსაღს მის მიერვე დაწერილი ჩვენება ცემითა და მუქარით შეაჭამეს), ან სამეგრელოს კასრების “გოდებას”, ანდა სააკაშვილალასანიას (ბიძა-დისშვილის) ქართველებზე ზიზღით საუბრით სავსე აუდიოჩანაწერს? რა ექსპერტიზა და ავთენტურობაა საჭირო იმ საქმის გამოძიებისას, რომლის მთავარ ფიგურანტს სამსახურებრივი საქმიანობის დაუნდობელი სისასტიკით შესრულებისთვის მეტსახელად “კილერა” (შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებელი) ერქმევა? “ან”, “ანდა” და რამდენი ასეთი “ან” და “ანდას” მოძიება შეიძლება, რომელთა უბრალო ჩამოთვლაც კი ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა?!

ბოლოს _ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ შექმნილი სადისტური რეჟიმის მთავარ პირსისხლიან ჯალათ მეგის ქარდავაზე, რომელიც 2011 წელს ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა, ურცხვად განაცხადა, ასეთ კაცს, საერთოდ, არ ვიცნობო.

ყოველივე ზემოქმულიდან გამომდინარე, კიევიდან თბილისში ექსტრადირებული მეგის ქარდავასა და საქართველოში არაჟანთან ერთად კონტეინერით განუბაჟებლად, კონტრაბანდასავით შემოპარული სააკაშვილის ადვოკატებს მინდა, ვკითხო _ არ გრცხვენიათ, 9 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის სისხლსა და ცრემლშიმოვასვასემეგის ქარდავას, და ქართველ ხალხზე მოძალადე, სისხლისმსმელი სისტემის შემქმნელ მიშა სააკაშვილს რომ იცავთ? შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი ან თქვენს ვენებში წვეთი სისხლი მაინც არ მოძრაობს, ოდნავ რომ გაწითლდეთ, როდესაც თვითმფრინავის ხმაურზე შიშით მიწაზე მხოხავი, ჰალსტუხის მლოღვნელი, საქართველოს “მარადიული სირცხვილის” დასაცავად რაღაც ავთენტურობაზე, პატიმრის უფლებების დარღვევაზე გაჰკივით მთელი “დემოკრატიული დასავლეთის” გასაგონად _ არიქა, ქრება თავის დროზე თქვენ მიერ ანთებული “დემოკრატიის შუქურაო”?

არ მაინტერესებს, რამდენი დღე იშიმშილა საქართველოს მატყუარა და ლაჩარმა პრეზიდენტმა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ რამდენი დღეც “იშიმშილა”, ზუსტად იმდენ ხანს მძევლად ჰყავდა “ქართული ოცნების” ფარჩაკი ხელისუფლება. ფარჩაკი ხელისუფლება, რადგან დამნაშავე და პატიმარ სააკაშვილს ყველა კაპრიზი შეუსრულა _ ისე ირჩევდა “მოშიმშილე” პატიმარი საავადმყოფოებს, როგორც მდიდარი ტურისტი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში აპარტამენტებს და ბოლოს თავისი გაიტანა. კიდევ კარგი, სპეციალურად მისთვის ახალი ციხის აშენება არ მოუთხოვია, თორემ ე.წ. კოლექტიური დასავლეთისა და “ადამიანის უფლებადამცველი” არასამთავრობო (ასო) ორგანიზაციების შიშით ფარჩაკი ქოცები, ალბათ, ამ ხუშტურსაც აუსრულებდნენ ჭირვეულ და “მოშიმშილე” პატიმარს. თუმცა, ახალი რად უნდოდა?! გორის ჰოსპიტალში ისეთი კომფორტი შეაქმნევინა, ამბობენ, ნორვეგიელ მასობრივ მკვლელ ბრეივიკსაც შეშურდებაო. სიტყვამ მოიტანა და, არც გლდანის ციხეში აკლდა კომფორტი და უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება “სასიკვდილო შიმშილობისთვის” მზადმყოფ შლეგ პატიმარს. ეს იმ გლდანის საპყრობილეზეა საუბარი, რომელშიც ნაცების ზეობის ხანაში, პატიმარს კბილი რომ ასტკივებოდა და ბადრაგისთვის ანალგინი ეთხოვა, სიკვდილის პირას ცემით, წამებით მიყვანა “ხელში ეჭირა”; ეს ის გლდანის ციხეა, რომელშიც უკვე ქოცების მიერ დანიშნული სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთვის რიგით პატიმრებს წლების განმავლობაში თვალი არ მოუკრავთ; ეს ის ნინო ლომჯარიაა, რომელმაც სააკაშვილის იქ “მკურნალობა-შიმშილობის” პერიოდში გლდანის მკაცრი რეჟიმის ციხე, რუსულად ვიტყვი _ “პრახადნოი დვორად” გადააქცია: 50 დღის განმავლობაში დედის, საყვარლისა და ექსმეუღლე სანდრა რულოვსის გარდა, “მომაკვდავ” სააკაშვილთან 200-ზე მეტი სხვადასხვა პროფილისა და პროფესიის მნახველი შევიდა. და ეს მაშინ, როდესაც იმავე ციხეში 18 პატიმარი შიმშილობდა, რომელთა სანახავად, საყვარლებს კი არა, ცოლ-შვილს არ უშვებდნენ. ნინო ლომჯარია, რომელიც ათენებ-აღამებდა “პოლიტპატიმარ” სააკაშვილის საკანში, არც კი დაინტერესებულა ზემოხსენებული მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობითა და მოთხოვნებით. სამაგიეროდ, ნინო ლომჯარიამ აშშ-ის ბრძენი ელჩის, კელი დეგნანის, ქება დაიმსახურა დაუღალავი, თავგანწირული, სწორი მოქმედებისთვის, რაც (სახალხო დამცველის ქება) ავტომატურად ნიშნავს ქართველი ხალხის შეურაცხყოფას, რადგან კარგად გვახსოვს სახალხო დამცველის არჩევის (წაიკითხე, დანიშვნა) პერიპეტიები, რომელსაც ისე, ცნობისთვის შევახსენებ მკითხველს:

სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის მხარდამჭერი 70 ათასი ხელმოწერა თავზე რომ გადაგვახიეს კელი დეგნანის მსგავსმა ბრძენმა ამერიკელებმა და მისი კანდიდატურა არც კი განუხილავს საქართველოს პარლამენტს, ათასჯერ დავეწერე და ათასმეერთედ აღარ გავიმეორებ. განსახილველი დარჩა ორი კანდიდატურა _ საფრანგეთის მოქალაქე, არალიბერასტი ქართველი ჟურნალისტი, ჩემი კარგი ნაცნობი გიორგი ფოფხაძე და ლიბერასტი, უპირველესად, ლგბტ ე.წ. თემის დამცველი ნინო ლომჯარია. ამერიკელთა სიმპათია დღევანდელი სახალხო დამცველისკენ რომ იხრებოდა, ცხადი იყო, მაგრამ ბოლო დღეებში ამერიკელთათვის ცნობილი შეიქნა, რომ მათი რჩეულის გამარჯვება მაინც არ იყო გარანტირებული, ამიტომ არჩევნების დღეს ქუთაისში (იმხანად ჯერ კიდევ ქუთაისი იყო საპარლამენტო დედაქალაქი) სასწრაფოდ გადაფრინდა აშშ-ის იმჟამინდელი ელჩი (ალბათ, ისიც ბრძენი) საქართველოში იან კელი და… “გაიმარჯვა”, ნინო ლომჯარიამ, რომელიც “გამარჯვების” დღიდან ებრძვის ყველაფერ ქართულს, ეროვნულს, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს დედაეკლესიასა და მის საჭეთმპყრობელს, უწმინდესსა და უნეტარესს, ყველა ნამდვილი ქართველისთვის სათაყვანებელ კათოლიკოს-პატრიარქს. ათასჯერ მითქვამს ისიც, რომ ქოცნაცები ერთი იდეოლოგიის პოლიტიკური ძალაა, ოღონდ ერთი ხის ორი განშტოება და ამიტომ ვუწოდებ მათ ქოცნაცთა ხელისუფლებას. ორივე ძალას საქართველო, ქართველი ერი, უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია და ამიტომ მათ შორის ბრძოლა მხოლოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლაა: ერთნი (ქოცები) ხელისუფლებაში დასარჩენად იბრძვიან, ხოლო მეორენი (ნაცები) _ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

9 წელიწადია, ვუყურებთ ამ პოლიტიკურ კლოუნადას, რომელშიც, მიუხედავად ივანიშვილის ფაქტორისა, “ქართულ ოცნებას”, ეტყობა, გაუჭირდა, რადგან, თუ მათ დღევანდელ “სასტავს” გადავხედავთ, იქ 2012 წლამდე სააკაშვილის რეჟიმთან მებრძოლს თითქმის ვერავის იპოვით.

9 წელიწადია, ქართველთა უმთავრესი მოთხოვნა და, აქედან გამომდინარე, ქოცების მთავარი დაპირება _ სამართლიანობის აღდგენა, “ქართული ოცნების” ვერც ერთმა თაობამ ვერ (უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით) არ გააკეთა და აქედან გამომდინარე _ მეგის ქარდავას ექსტრადიცია, “ერთი ბარტყი გადმომიგდეს” ზღაპარს ჰგავს. თუმცა, საქართველოში სააკაშვილის მოულოდნელმა დაბრუნებამ ქოც-ნაცების მიერ დალაგებული პოლიტიკური პასიანსი სულ არივდარია, ამიტომ ქოცებმა, თუ მათ ხელისუფლებაში დარჩენა სურთ, სააკაშვილს სასწრაფოდ გვერდში უნდა მიუსვან ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია და სააკაშვილის რეჟიმის სხვა ღლავებიც. მეგის ქარდავას ჩამოყვანა იმას ნიშნავს, რომ წითელი ცირკულარით ძებნილთა პოვნა და მათი ექსტრადიცია, უწინარესად, სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

მომავალ არჩევნებამდე ქოცები, ალბათ, ასე თუ ისე, მიაღწევენ, მაგრამ, ახლა რომ გაიძახიან, ამას წინათ ნაჩვენებ კადრებზე გაცილებით მძიმე კადრებიც გვაქვს, მაგრამ ვერ გაჩვენებთ, რადგან საზოგადოების ნერვებს ვუფრთხილდებითო, მინდა, გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ ჩვენი ნერვებით სპეკულაციას თავი დაანებოს!

ერთი ბარტყი გადმომიგდესვირეშმაკობა აღარ იმუშავებს, რადგან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვა ეროვნული იდეოლოგიის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქოცნაცებსაც და კოლექტიური დასავლეთის სხვაშნირებსერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკურ კანალიზაციაში ჩარეცხავს!

დავით მხეიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here