მთავარი ახალი ამბები კიევში ტერაქტი შესაძლოა არა დეპუტატ მოსიჩუკის, არამედ ბიზნესმენ მორმელის წინააღმდეგ ყოფილიყო მიმართული

კიევში ტერაქტი შესაძლოა არა დეპუტატ მოსიჩუკის, არამედ ბიზნესმენ მორმელის წინააღმდეგ ყოფილიყო მიმართული

553
გააზიარეთ

 

იურისტ-კრიმინოლოგ ანა მალიარის განცხადებით, კიევში 25 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტი შესაძლოა არა დეპუტატ იგორ მოსიჩუკის, არამედ ბიზნესმენ მიხაილ მორმელის წინააღმდეგ ყოფილიყო მიმართული.

„ვიდემასალაში ჩანს, რომ აფეთქების მომენტში ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს სწორედ მიხაილ მორმელი იმყოფება. თვითონ მოსიჩუკი და პოლიტოლოგი ვიტალი ბალა კი შედარებით შორს იყვნენ“, – განაცხადა ანა მალიარმა.

მისი თქმით, სამიზნე რომ მოსიჩუკი ყოფილიყო, ასაფეთქებელს, სავარაუდოდ, ჩადებდნენ მის ავტომობილში და არა მოპედში, რომელიც სადარბაზოდან საკმაოდ მოშორებით იდგა.

„თუ კონკრეტული პირის მკვლელობა იგეგმება, ასაფეთქებელი იდება იმ სატრანსპორტო საშუალებაში, რომლითაც ამ პირმა უნდა იმგზავროს“, – აცხადებს მალიარი.

მისი თქმით, მიხაილ მორმელი იმ სახლში ცხოვრობდა, რომელთანაც აფეთქება მოხდა, მისი ახლობლების განცხადებით კი, ბოლო დროს მას მოკვლით ემუქრებოდნენ. ამ ფაქტების გათვალისწინებით იურისტ-კრიმინოლოგი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ მორმელზე თავდასხმის ვერსიაც აუცილებლად უნდა განიხილოს.

25 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ესპრესოსთან“აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა. გარდაცვლილები არიან დეპუტატ მოსიჩუკის დაცვის წევრი, პოლიციის უფროსი სერჟანტი, 30 წლის რუსლან კუშნირი და 36 წლის ბიზნესმენი მიხაილ მორმელი. მრავლობითი ჭრილობები მიიღეს დეპუტატმა იგორ მოსიჩუკმა, პოლიტოლოგმა ვიტალი ბალამ და შემთხვევით გამვლელმა ქალმა. მოსიჩუკს და ბალას ოპერაციები ჩაუტარდათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here