მთავარი მსოფლიო კიევში აღიარეს, რომ ევროკავშირი თავის ბაზარზე არ უშვებს უკრაინას

კიევში აღიარეს, რომ ევროკავშირი თავის ბაზარზე არ უშვებს უკრაინას

177
გააზიარეთ
კიევში აღიარეს, რომ ევროკავშირი თავის ბაზარზე არ უშვებს უკრაინას

ევროპის კავშირი კვლავ ვერ ხედავს თავის ბაზარზე უკრაინის ინტეგრაციის შესაძლებლობას, _ დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარას კაჩკამ სტატიაში, რომელიც გამოცემაზერკალო ნედელიმგამოაქვეყნა.

ერთადერთი გამონაკლისი დღევანდელ დღის წესრიგში არის ენერგეტიკა, რომელიც მხოლოდ ადასტურებს წესს: “უკრაინა თავს ვერ მოახვევს ევროკავშირის ინტეგრაციულ ლოგიკას ასოცირების შეთანხმების შესახებ”, _ განაცხადა კაჩკამ.

კიევში გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ახალი კანონმდებლობა შეესაბამება ტექნიკური რეგულირების სფეროს ევროკავშირის კანონებს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი აჭიანურებს ამ სფეროში ხელშეკრულების გაფორმებას, _ ამტკიცებს კაჩკა. 2014 წლის ივნისში უკრაინამ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონების შესახებ. ამავე წელს ამოქმედდა შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი. 2016 წელს ძალაში შევიდა ყველა დებულება, რომლებიც ეხებოდა თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნას.

მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსები კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ უკრაინამ ვერ შეძლო ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება, მიუხედავად ქვეყნის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობისა, ნაყოფიერი მიწებისა და მოსახლეობის განათლებულობისა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here