Home სხვადასხვა დაიჯესტი კიდევ ერთი სოდომით მეტი: ჩერნოგორიაში ლეგალიზებულია ერთნაირსქესიანთა დაქორწინება

კიდევ ერთი სოდომით მეტი: ჩერნოგორიაში ლეგალიზებულია ერთნაირსქესიანთა დაქორწინება

963
კიდევ ერთი სოდომით მეტი: ჩერნოგორიაში ლეგალიზებულია ერთნაირსქესიანთა დაქორწინება

ჩერნოგორიის პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი აქტიურად ცდილობს, დაიბევოს ადგილი ჯოჯოხეთში. ახლახან ერთი აფერა გააჭახრაკა _ მიაღებინა კანონი, რომლის თანახმად სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების ჩამორთმევაა შესაძლებელი. ახლა კი, მისი წაქეზებით, ჩერნოგორიაში ლეგალიზებულია სოდომური კავშირები: 1 ივლისს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების შესახებ.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 42-მა დეპუტატმა მმართველი კოალიციიდან, რომლის სათავეში დგას ჯუკანოვიჩის სოციალისტურ-დემოკრატიული პარტია; წინააღმდეგი იყო 5 დეპუტატი. პარლამენტში 81 პარლამენტარია, მათი თითქმის ნახევარი სხდომაზე არ მივიდა. შარშან ამ კანონის მიღება არ გამოუვიდათ, მაგრამ ამჯერად, როგორც პრემიერმა დუშკო მარჯოვიჩმა განაცხადა, “დიდი ნაბიჯია გადადგმული ჩერნოგორიის საზოგადოების სასარგებლოდ და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით”.

ამიერიდან ჩერნოგორიაში სოდომელებს ნება დართეს, ისარგებლონ იმავე უფლებებით, რომლებითაც ჰეტეროსექსუალები სარგებლობენ, თუმცა ჯერჯერობით ბავშვების შვილად აყვანა ნებადართული არ არის. ხელისუფლებამ ვერ გარისკა. მით უფრო, რომ კონსერვატიული და ღვთისმოწამე ჩერნოგორია, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი დადის ეკლესიებში და არის მართლმადიდებელი, ფრიად უკმაყოფილო დარჩა ჯუკანოვიჩის თვითნებობით. ქვეყანას გადაუარა პროტესტების ტალღამ. ოპოზიციისა და საეკლესიო მოღვაწეთა განცხადებით, ეს მხოლოდ დასაწყისია.

სკანდალური კანონის მიღებას მიესალმნენ არა მხოლოდ ჯუკანოვიჩი და მარკოვიჩი, არამედ ამერიკის საელჩოც. ამერიკელები სიამოვნებით ადევნებენ თვალს ევროპის ცენტრში მიმდინარე საზოგადოების ლპობის პროცესს. რიგში დგას ლატვია. ამ ქვეყნის სეიმში შეიტანეს წინადადება _ კანონის დონეზე დაამტკიცონ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების აღიარება.

პეტიციას 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს დოკუმენტი ჯერ გადაეცა მთავრობას, შემდეგ _ პარლამენტს. ლატვიის მასმედია დარწმუნებული არ არის, რომ სეიმი დაამტკიცებს ამ ინიციატივას, რადგან 2019 წელს ანალოგიური წინადადება უარყო. მაგრამ ჩერნოგორია იმის მაგალითია, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here