Home ახალი ამბები კვირიკაშვილი: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ესპანეთის სუვერენიტეტს და...

კვირიკაშვილი: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ესპანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

1204

პრემიერ -მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ტვიტერის“  საკუთარ მიკრობლოგში წერს.

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ესპანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – დაწერა გიორგი კვირიკაშვილმა „ტვიტერის“

კატალონიის პარლამენტმა გუშინ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას კენჭი უყარა. კატალონიის დამოუკიდებლობას კატალონიის პარლამენტის 70-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10 წევრი წინააღმდეგ წავიდა.

გუშინვე ესპანეთის სენატმა ესპანეთის მთავრობის ინიციატივა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებაზე დაამტკიცა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.
ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე მარიანო რახოიმ კატალონიის მთავრობის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კატალონიის მთავრობის ყველა წევრი გადააყენა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here