მთავარი დაიჯესტი კეთილმეზობლობის ფასი: მოლდოვა რუსულ ბუნებრივ აირს იაფად მიიღებს

კეთილმეზობლობის ფასი: მოლდოვა რუსულ ბუნებრივ აირს იაფად მიიღებს

595
გააზიარეთ
კეთილმეზობლობის ფასი: მოლდოვა რუსულ ბუნებრივ აირს იაფად მიიღებს

მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ტელეარხმოლდოვა 1”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალმა პრემიერმინისტრმა იონ კიკუმ ერთ კვირაში იმაზე მეტი გააკეთა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად, რამდენიც მისმა წინამორბედებმა წლების განმავლობაში.

ერთ კვირაზე ნაკლებია, რაც კიკუს მთავრობა მუშაობს. 20 ნოემბერს პრემიერი ჩავიდა მოსკოვში, პირველად ბოლო 7 წლის განმავლობაში, სადაც მოილაპარაკა 4 ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე.

დოდონმა აღნიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება იაფ სახელმწიფო კრედიტებზე ინფრასტრუქტურის გასავითარებლად და გზების დასაგებად, აგრეთვე, ბუნებრივი აირის იაფად შეძენაზე _ 2020 წლიდან მოლდოვა რუსულ ბუნებრივ აირს 173 დოლარად მიიღებს. ამასთანავე, გაფართოვდა ჩამონათვალი იმ საქონლისა, რომლებსაც მოლდოვა ბაჟის გარეშე მიიღებს. გაიცა რამდენიმე ათასი ნებართვა გადაზიდვებზე, რათა მოლდოველებმა თავიანთი პროდუქცია შეიტანონ რუსეთის ბაზარზე.

დოდონის თქმით, “მუშაობა დაიწყო და ის განვითარდება მიზანმიმართულად, რათა აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს შორის”.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here