მთავარი დაიჯესტი კევინ სპეისი მამათმავალია

კევინ სპეისი მამათმავალია

252
გააზიარეთ
კევინ სპეისი

ბოლო ორი წელიწადი სპეისისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. ოსკაროსანი მსახიობი ჰოლივუდში პერსონა ნონგრატად შერაცხეს რამდენიმე სექსსკანდალის გამო.

“ბანქოს პატარა სახლის” ვარსკვლავი უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს, მაგრამ, როგორც TMZ წერს, სულ ახლახან ცნობილი გახდა უტყუარი მტკიცებულებანი, რომლებიც მსახიობის ბრალდებას ადასტურებს. კერძოდ _ სამაუწყებლო სკრინები, რომლებსაც ახალგაზრდა კაცი უგზავნიდა თავის რჩეულს იმ დროს, როცა მას კეისი ბარში ებღლარძუნებოდა.

ყმაწვილი დაწვრილებით აღუწერს თავის შეყვარებულს, როგორ ცდილობდა სახელგანთქმული მსახიობი მის დათრობას და გენიტალიებზე ხელის წავლებას. “იგი მერვედ მწვდა, _ ჩივის დაზარალებული, _ ცდილობს, ჩამხადოს შარვალი”. “კევინ სპეისი გეია”, _ წერს თავზარდაცემული ახალგაზრდა კაცი.

იგი დაწვრილებით ყვება, თუ როგორ გაიცნო კაცი, რომელიც ჰგავდა სპეისს და აღმოჩნდა, რომ მართლაც ცნობილი პიროვნება იყო: მან ტელეფონის ნომერი სთხოვა, შემდეგ კი შესთავაზა, ერთად წასულიყვნენ. უარი რომ მიიღო, შემდეგ დაუწყო ბღლარძუნი.

დაზარალებულმა შეტყობინება გაუგზავნა თავის შეყვარებულსა და მეგობრებს. “სერიოზულად გწერთ. წამიც და ვურეკავ დედას. სერიოზულად, ძალიან სერიოზულად გეუბნებით. ყველაფერს გეფიცებით… დავთვერი, მაგრამ მასთან დაწოლა არ მსურს”.

კინოვარსკვლავის ადვოკატები აცხადებენ, რომ მიმოწერა ყალბია. ესემესების უმრავლესობას მიწერილი არ აქვს გაგზავნის თარიღი. დაცვა ვარაუდობს, რომ ბრალმდებელმა წაშალა სხვა ცნობები. სპეისი ჯიუტად იმეორებს, რომ უდანაშაულოა და ახალგაზრდა კაცის მიმართ არაკანონიერი არაფერი არ ჩაუდენია 2016 წელს მასაჩუსეტში. გაფუჭებული რეპუტაციის გამო “ამერიკული სილამაზის” ვარსკვლავს არც ერთი სამომავლო სერიოზული პროექტი არ აქვს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here