Home ახალი ამბები საქართველო კახეთში მგლებმა სამი ადამიანი დაკბინეს

კახეთში მგლებმა სამი ადამიანი დაკბინეს

886
კახეთში მგლებმა სამი ადამიანი დაკბინეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მგლებმა რამდენიმე საათის ინტერვალით სამი ადამიანი დაკბინეს.

მტაცებელმა 65 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივანზე გამთენიისას დაკბინა, რამდენიმე საათის შემდეგ კი სამარშრუტო ტაქსის  მოლოდინში _ ორი პირი. დაშავებულები გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც შესაბამისი ვაქცინით აცრეს. ექიმის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და ისინი უკვე შინ იმყოფებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here