Home რუბრიკები პოლიტიკა კატასტროფა ფარერებზე _ უთავმოყვარეო არსებებმა მთელ ერს სულში ჩაგვაფურთხეს

კატასტროფა ფარერებზე _ უთავმოყვარეო არსებებმა მთელ ერს სულში ჩაგვაფურთხეს

668
კატასტროფა ფარერებზე _ უთავმოყვარეო არსებებმა მთელ ერს სულში ჩაგვაფურთხეს

24 სექტემბერს საქართველოში მოხდა მძლავრი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი და შემდგომი ბიძგები სად იყო, მსოფლიოს ვერც ერთმა სეისმოსადგურმა ვერ აღრიცხა. “მიწა იძრა” – ამ შემთხვევაში ხატოვანფიგურალური შეფასებაა იმ სირცხვილისა, რომელსაც ფარერის კუნძულების ნახევრადპროფესიონალურმა საფეხბურთო კლუბმაკლაკსვიკმაანგარიშით 6:1 გაანადგურა თავის დროზე მსოფლიოში ერთერთი ძლიერი გუნდი _ თბილისისდინამო”. თუ უადგილოსირბილესთავს დავანებებთ და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ფარერების საფეხბურთო კლუბმა (რომელსაც საფეხბურთო მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, რადგან კლუბის წევრები დღისით ცხვრებს მწყემსავენ ან თევზაობენ და ეს არის მათი შემოსავლის წყარო, რომლითაც ოჯახებს არჩენენ, ფეხბურთს კი საღამოობით თამაშობენ გასართობად) თავსლაფი დაასხა თბილისისდინამოს”.

თბილისის დინამოელებმა, ამ უთავმოყვარეო არსებებმა, ფარერების “კლაკსვიკთან” წაგებით არა მხოლოდ ბორის პაიჭაძეს, ბასა ღოღობერიძეს, მიშა მესხს, სლავა მეტრეველს, შოთა იამანიძეს, ვიტალი დარასელიას, დათო ყიფიანსა და სხვებს (იმქვეყნად წასულ ყველა მსოფლიო ვარსკვლავს რა ჩამოთვლის), არამედ მთელ ერს ჩაგვაფურთხეს სულში. ამ სირცხვილის ზეციდან მაყურებლები, საკუთარ საფლავებში ყველანი ერთდროულად რომ გადაბრუნდგადმობრუნდებოდნენ, მიწა იძვრებოდა, აბა, რა?

ამ სირცხვილის შემდეგ “ქართულ ოცნებას” ჰყოფნის თავხედობა და წინასაარჩევნო გიგანტური ზომის ბანერებიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი (იმის მაგივრად, რომ სირცხვილისგან ქუჩაში გამოსვლის ერიდებოდეს და დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს) ურცხვად გვიღიმის და, საქართველოს პარლამენტში შესასვლელად ხმა მომეცითო, მოგვიწოდებს. არადა, როგორ გვახარებდა ის ლეგენდარული “დინამო”, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას 80-ათასიან სტადიონს ავსებდა მაყურებლით?! რამდენი სიხარული და დღესასწაული უჩუქებიათ ზემოჩამოთვლილ გარდაცვლილ და ჩამოუთვლელ ჯერ კიდევ ცოცხალ ფეხბურთის ჯადოქრებს? რა ამაყები ვიყავით მოსკოვის გუნდების _ “სპარტაკის” ცსკას, “ტორპედოს,” “დინამოს” _ დამარცხების შემდეგ! “ლივერპულს” ხომ, საერთოდ, 3:0 “გადავუარეთ”, იმხანად მსოფლიოს უძლიერეს გუნდად აღიარებულ, ჩემპიონთა თასის მფლობელ კლუბს, რომელმაც მორიგი სირცხვილის ჭამის შიშით 1981 წელს თბილისის “დინამოსთან” ე.წ. სუპერთასის მატჩის გამართვაზე უარი თქვა. არადა, წესით, რევანშის სურვილით უნდა ყოფილიყო ავსებული იმხანად ჩემპიონთა თასის 3-გზის მფლობელი ინგლისის “ლივერპული”, რომელმაც ამ უარით დაადასტურა, რომ იმ წლებში მსოფლიოს უძლიერესი კლუბი 1981 წელს თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული თბილისის “დინამო” იყო.

“სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამაა და მათი ერთმანეთში არევა არ შეიძლება!” _ ხშირად გვსმენია ამა თუ იმ პოლიტიკოსისგან. არადა, ეს მხოლოდ სურვილია, რეალურად კი ყველაფერი პირიქითაა _ სადაც დიდი სპორტია, იქვეა დიდი პოლიტიკაც.

სწორედ დიდი პოლიტიკის გამო ჩაიშალა სანახევროდ 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიური თამაშები, რომელსაც აშშ-ის მეთაურობით კაპიტალისტურმა დასავლეთმა ბოიკოტი გამოუცხადა; ხოლო შემდეგ, სსრკ-ის თამადობით, 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადას სოციალიტურმა ბლოკის ქვეყნებმა უთხრეს უარი.

აშკარა პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა სსრკ-ის ჰოკეისტების პირველ ტურნეს (1972 წელს) კანადა-ამერიკაში, როცა საბჭოელებმა (ვლადისლავ ტრეტიაკმა, ალექსანდრე იაკუშევმა, ვალერი ხარლამოვმა, ალექსანდრე მალცევმა და სხვებმა) მწარე მარცხი აგემეს “ენ ჰა-ელ”-ის კანადელ და ამერიკელ პროფესიონალებს (ძმებს _ ტონი და ფილ ესპოზიტოებს, ბობი კლარკს, ფრენკ მახოვლიჩს, პოლ ჰენდერსონსა და სხვებს), რომლებსაც თავი უძლეველად მიაჩნდათ.

თუმცა, რაღა შორს მივდივართ. ახლახან არ იყო, რომ დასავლეთმა, ანუ ამერიკელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ჯერ სოჭში “ფორმულა 1”-ის ავტორბოლა არ ჩატარებულიყო, ხოლო შემდეგ სოჭის ოლიმპიადის ჩასაშლელად უკრაინაში ომი გააჩაღეს, ბოლოს კი მოსკოვის 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩაშლაც მოინდომეს. ეს ვერ შეძლეს ფიფას ახალი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს, მტკიცე პოზიციისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების, გნებავთ, მუქარის გამო უკრაინის მიმართ, რომ, თუ მუნდიალის დღეებში რაიმე სამხედრო მოქმედებები დაიწყებოდა დონბას-ლუგანსკში, უკრაინის სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ქვას ქვაზე არ დავტოვებ უკრაინაშიო, _ ამას ნიშნავდა ვლადიმერ პუტინის განცხადება და, მოსკოვის აღებითა და წითელ მოედანზე აღლუმის ჩატარებით რომ იმუქრებოდნენ, იმ ბანდერელების სუსი არავის გაუგია მუნდიალის დღეებში.

დიდი პოლიტიკის გამო დაიწყო ქართული ფეხბურთის დაღმასვლა, როდესაც ნოდარ ახალკაცის აშკარა პოპულისტური ინიციატივით “ქართული ფეხბურთი გამოეყო რუსული იმპერიის ფეხბურთს” და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩში, რომელიც “დინამოს” გადაჭედილ სტადიონზე გაიმართა, თბილისის “დინამო” ფოთის “კოლხეთმა” 0:1 დაამარცხა.

იმ ისტორიული მატჩის მაყურებელთა შორის მეც გახლდით და ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ: მას შემდეგდინამოსსტადიონი აღარ გავსებულა კი არა, საქართველოს ჩემპიონატების მატჩებზე მაყურებელს სათითაოდ დაითვლიდით, რადგან სსრკის ჩემპიონატებზე, რომლებიც ევროპაში ერთერთი ძლიერი იყო, მოსკოვური და კიევის (კიევისდინამოუეფას თასების თასის 2-გზისა და სუპერთასის მფლობელია) უძლიერესი კლუბებისა თუ ევროპის სუპერგუნდების მძლეველ თბილისისდინამოს”, რომელსაც საბჭოური სახელიც კი ეროვნულიიბერიითშეუცვალეს, წყალტუბოსა თუ აბაშისგრანდებთანუწევდა თამაში.

აი, როგორ მივედით ფარერების კატასტროფამდე და წინამდებარე წერილის მთავარი თემა, სათაური “ფეხბურთი ბურთით და უბურთოდ” მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ, ერთი ლექსისა არ იყოს, “რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი, ხმლით შემოვარდნილა ერეკლე ბატონი”-ო და მართლაც რა დროს ფეხბურთია და მით უმეტეს ფარჩაკი “დინამოს” ფეხბურთი, როდესაც…

უკრაინაში ომია, ბელარუსი სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დგას. ერთადერთი ამიერკავკასიაში იყო, ასე თუ ისე, მშვიდობა და, აჰა, ისიც ცეცხლის ალში გაეხვია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზბიგნევ ბჟეზინსკის გეგმა, როგორ უნდა დაშალოს დასავლეთმა (წაიკითხე, აშშ) რუსეთი, ერევან-ბაქოს შორის დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ასევე სრულმასშტაბიანად ამოქმედდა.

დიდ-პატარა სამხედრო კონფლიქტები აზერბაიჯან-სომხეთს შორის მოხდარი დიდი ომის შემდეგ არაერთი ყოფილა, მაგრამ ასეთი? ამ ომს, ჩემი აზრით, მოლაპარაკებები ვეღარ შეაჩერებს. თუნდაც იმიტომ, რომ კონფლიქტში დაუფარავად ჩაერია თურქეთი, რომელიც არაბირთვული, მაგრამ მაინც ნატოს წევრი სახელმწიფოა და უძლიერესი არმია ჰყავს.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთი ჯერჯერობით თურქეთივით მკვეთრ განცხადებებს არ აკეთებს, მაგრამ ბავშვმაც კი იცის, რომ რუსეთი სომხეთის მხარეს დაიჭერს თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ჭკვიანი ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (“ოდკბ”-) წევრია. გიუმრიში რუსეთის უდიდესი სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომელთან სახმელეთო კავშირი საქართველოს გამო არ აქვს. მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი გიუმრისკენ მიმავალ დერეფანს რამდენიმე საათში გაჭრის ნატოს მონა საქართველოსა და თვითონ ნატოს დაუკითხავად.

საკმარისია, რუკას დავხედოთ და დავინახავთ, რუსეთის ყველა საზღვართან მეტ-ნაკლები სიმხურვალის დაძაბული ვითარებაა.

ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო _ ამას მაგონებს ბაქო-ერევანს შორის ომი; რუსეთი, პრაქტიკულად, ალყაშია მოქცეული და რუსი “დერჟავნიკი” პოლიტიკოსები თუ სამხედროები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ დასავლეთის ქვეყნებთან დიალოგს აზრი არ აქვს, რადგან მათ რუსეთის დემოკრატიზაცია კი არა, რუსეთის, როგორც ასეთის, არსებობა აღიზიანებთ და ამიტომ ლაპარაკიდან მოქმედებაზე გადასვლის დროაო.

მრავალჯერ აღგვინიშნავს, რომ რუსეთ-თურქეთს შორის მეგობრობა უტოპიაა და ამის მოწმე არის ისტორია _ ისინი ისტორიული მოქიშპეები არიან. საუკუნეების განმავლობაში იმდენი ომი არავისთან ჰქონია რუსეთს, რამდენიც ოსმალეთის იმპერიასთან და ეს ომები თითქმის ყოველთვის, რუსეთის გამარჯვებით სრულებოდა.

ისე, საინტერესოა, აშშ-ის მონა საქართველოს ქოც-ნაცური ხელისუფლება თუ აცნობიერებს აღნიშნულ საფრთხეებს…

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here