Home ახალი ამბები მსოფლიო კატალონია დამოუკიდებლობისთვის იბრძვის

კატალონია დამოუკიდებლობისთვის იბრძვის

102

კარგა ხანია, ესპანეთის სამეფოში ერთობა არ არის. კატალონია, რომელიც ყოფილი არაგონის სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობს, 1714 წლამდე ძალიან მდიდარი და ძლიერი იყო, შემდეგ კი ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა. ეს, ბუნებრივია, ახსოვთ კატალონიელებს და დამოუკიდებლობა სურთ.

უკვე 10 წელია, ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფაზე საუბრობენ, მაგრამ ერთადერთი, რასაც კატალონიამ მიაღწია, შედარებითი ავტონომიაა. ეს კატალონიელებს არ ჰყოფნით, ისინი თავს არ მიიჩნევენ ესპანელებად და არ სურთ, მათი სამშობლო სხვა ქვეყნის შემადგენლობაში იყოს.

რამდენიმე დღის წინათ კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ბარსელონაში გაიმართა მასობრივი დემონსტრაცია, რომელშიც 400 ათასი კაცი მონაწილეობდა. დემონსტრანტების დასაშოშმინებლად ქალაქის გვარდია გამოიყვანეს 100 ათასი კაცის შემადგენლობით.

ესპანეთის ხელისუფლებამ იცის, რომ ძალისმიერი მეთოდებით ვერაფერს გახდება, მაგრამ თავისას მაინც არ იშლის. აშკარაა, რომ, ადრე თუ გვიან, კატალონია, რომელშიც 7,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს, დამოუკიდებლობას მოიპოვებს და ცალკე ქვეყანა იქნება სახელწოდებით არაგონი.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here