მთავარი საზოგადოება კალიფორნიის სკოლებში სასწავლო პროგრამიდან “ჰეკლბერი ფინს” იღებენ… რასისტული შინაარსის გამო

კალიფორნიის სკოლებში სასწავლო პროგრამიდან “ჰეკლბერი ფინს” იღებენ… რასისტული შინაარსის გამო

292
გააზიარეთ
მაიკლ ნოულზი

კალიფორნიის სკოლების სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ ამერიკული კლასიკური ლიტერატურის წიგნებს _ “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს”, “დამცინავი ფრინველის მოკვლასდათაგვებსა და ადამიანებზე”, _ იუწყება Daily Wire. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ეს წიგნები რასისტული წარსულის ნაწილია. Daily Wire მიმომხილველ მაიკლ ნოულზის აზრით კი, სინამდვილეში, მემარცხენეები ადგილს ათავისუფლებენ თავიანთი იდეოლოგიური მდარეხარისხიანი ლიტერატურისთვის.

“ისინი სკოლებიდან აძევებენ დიად ამერიკულ წიგნებს. გუშინ ჩვენ ვლაპარაკობდით წიგნების დაწვაზე Target-ში (მაღაზიების ქსელი _ ნ.კ.). კალიფორნიის უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგები ამბობენ, რომ მართლაც უნდა დავწვათ წიგნები, რომლებშიც ამტკიცებენ, რომ ბავშვებს კასტრაცია უნდა ჩავუტაროთ და სხვა სქესზე გადავიყვანოთ.

ახლა კი კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში სასკოლო პროგრამიდან იღებენ მარკ ტვენის “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს”, ჰარპერ ლის “დამცინავი ფრინველის მოკვლას”, ჯონ სტეინბეკის “თაგვებსა და ადამიანებზე”, იმიტომ, რომ ეს რასიზმია თუ რაღაც ამგვარი. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ჩაგვრა, მჩაგვრელი წარსულის ნაწილი.

მაგრამ ეს წიგნები ამერიკული ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებების სიაშია და გარკვეულწილად ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული წიგნები ახალგაზრდულ ასაკში წასაკითხად. ახლა კი მათ პროგრამიდან იღებენ.

კალიფორნიის სკოლებში სასწავლო პროგრამიდან “ჰეკლბერი ფინს” იღებენ... რასისტული შინაარსის გამო

ჩვენ ამას წლების წინათ ვწინასწარმეტყველებდით. მემარცხენეები კი გვეუბნებოდნენ, _ პანიკიორები და ფსიქიკურად შერყეულები ხართო, მაგრამ დღეს ხდება ის, რასაც ვამბობდით.

რატომ ხდება ეს? ნაწილობრივ იმიტომ, რომ მემარცხენეები… არა, იმიტომ, რომ მემარჯვენეები უარს ამბობენ სტანდარტების ფორმულირებაზე, როდესაც გვესმის, როგორ ლაპარაკობს მასმედია ნორმებისა და სტანდარტების ნიველირებაზე, როცა გვესმის ლაპარაკი პოლიტკორექტულობის ახალ სტანდარტზე, მემარჯვენეებს საკუთარი თავი ჩიხში შეჰყავთ. ჩვენ ვამბობთ: “ჰეი, მე წინააღმდეგი ვარ ცენზურისა და მოვითხოვ სიტყვის თავისუფლებას!”; ჩვენ ვაკრავთ სტიკერებს მანქანებზე, გამოვდივართ ლოზუნგებით, მაგრამ სტანდარტს არ ვაყალიბებთ.

ჩვენ გვინდა, ვიყოთინკლუზიურებიდა ვამბობთ: “დიახ, შეგიძლიათ დაამატოთ პროგრამებში თქვენი წიგნები. შეგიძლიათ ჩაიცვათ ის, რაც მოგეწონებათ. მამაკაცებს შეუძლიათ გამოეწყონ კაბაში, როგორც გინდათ, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, გვინდა, რომ ჩვენი წიგნებიც იყოს პროგრამებში”. პრობლემა არის ის, რომასე ვერავის დაარწმუნებ. რაც შეეხება განათლებას, მას არ აქვს იძულებითი ხასიათი და საზღვრები. სემესტრში კვირების რაოდენობაც შეზღუდულია, აგრეთვე, შეზღუდულია იმ წიგნების რაოდენობა, რომლებიც შეგიძლიათ წაიკითხოთ. და, თუკი დაიწყებთ, პროგრამაში რაღაც სულელური წიგნების დამატებას გენდერულ თეორიებზე ან იბრამ კენდის რომელიღაც სულელური წიგნის დამატებას იმის შესახებ, რა საშინელი ტიპები არიან თეთრი ადამიანები და როგორი თეთრი შოვინიზმითაა გაჯერებული ჩვენი ქვეყანა და .., მაშინ მოგვიწევს სხვა წიგნების ამოღება პროგრამიდან და ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ამ სკოლებში.

აქ ლაპარაკი არ არის წიგნების ხარისხზე, თუმცა ნებისმიერი მათგანი გაცილებით უკეთესია იმაზე, რაც თქვა თავის ცხოვრებაში იბრამ კენდიმ. ეს წიგნები მხარს უჭერს გარკვეულ სტანდარტს და წარმოადგენს დასავლური კულტურის ნაწილს. მემარცხენეებს კი სურთ, თავიდან მოიშორონ. ჩვენ უნდა შევთავაზოთ სტანდარტი, უნდა ვთქვათ: “არა, თქვენ ვერ ჩართავთ პროგრამაში თქვენს შტერულ წიგნებს. თქვენი წიგნები ძალიან უხარისხოა და არ შეიძლება სასკოლო პროგრამაში მისი ჩართვა იმიტომ, რომ თქვენი წიგნები გონებას უჩლუნგებს ჩვენს ბავშვებს. ჩვენ კი სასკოლო პროგრამებისთვის, ცუდი კი არა, კარგი წიგნები გვჭირდება იმიტომ, რომ დრო შეზღუდული გვაქვს, მე კი მინდა, რომ ჩემი და თქვენი შვილები ჭკვიანები იყვნენ”.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. საინტერესო სტატიაა, თემაც აქტუალურია. მადლობა ბატონო ნიკა. თუმცა ჩემი მოსაზრება მინდა გამოვთქვა ჰარპერ ლის წიგნის სათაურის ქართულ თარგმანზე. ‘დამცინავი ფრინველის მოკვლა’ სიტყვასიტყვითი თარგმანია (literal translation). [ნაწარმოების სათაურის თარგმნა ხშირად ძნელია ან სრულიად შეუძლებელი. ასეთ შემთხვევებში შინაარსიდან გამომდინარე პერიფრაზირებით ვაღწევთ სასურველ შედეგს]. ‘ნუ მოკლავ ჯაფარას’ ასეთი სათაურით გამოვიდა ქართული თარგმანი, სადაც ჯაფარა, პატარა მგალობელი ჩიტი, უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის მეტაფორაა. ინგლისურ ტექსტში – To kill a mockingbird – ზუსტად ამ უსამართლობაზე, ბოროტებასთან ბრძოლასა და რასიზმის პრობლემებზეა საუბარი. არც რუსული თარგმანია იდეალური (გავლენაც იგრძნობა. თუმცა ამაზე სხვა დროს). ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ თქვენს სტატიებს. იმედია გაითვალისწინებთ. დიდი მადლობა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here