Home ახალი ამბები მსოფლიო კალიფორნიამ თეთრ სახლს სასამართლოში უჩივლა

კალიფორნიამ თეთრ სახლს სასამართლოში უჩივლა

1831
მექსიკის კედელი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმა მექსიკის საზღვარზე კედლის აგების თაობაზე ეწინააღმდეგება ამერიკის კონსტიტუციას, რომლის მიხედვით, უფლებამოსილება, რომელიც შეერთებული შტატების გამგებლობაში არ შედის, ცალკეულ შტატებს რჩება. რია-ნოვოსტი იუწყება, რომ სწორედ ამაზეა ლაპარაკი კალიფორნიის შტატის პროკურორ ხავიერ ბესერას სასამართლო სარჩელში.

პროკურორი ბრალს სდებს პრეზიდენტს, რომ იგი ასევე არ ასრულებს გარემოს დაცვის კანონებს, აგრეთვე, ეყრდნობა ფედერალურ ნორმებს, რომლებიც ამგვარი პროექტების რეალიზაციის საშუალებას არ იძლევა.

ბესერას აზრით, კედლის მშენებლობა არაკანონიერია, კერძოდ, იმიტომ, რომ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების სამინისტრომ არ შეასრულა რიგი საკანონმდებლო ნორმებისა გარემოს დაცვის შესახებ.

ტრამპის აზრით, აღნიშნული კედლის საფასური უნდა გადაიხადონ  მექსიკელებმა. მან აღნიშნა, რომ მექსიკა იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებშიც დანაშაულის ყველაზე მაღალი დონეა. სწორედ ამიტომაა აუცილებელი კედლის აგება.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო, მაგრამ ამ იდეას ჯერჯერობით მხარი არ დაუჭირეს არც აშშ-ის კონგრესში და არც რესპუბლიკურ პარტიაში, მექსიკელებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია _ მეხიკოში არაერთხელ განაცხადეს, რომ საზღვარზე კედლის აგება არამეგობრულ აქტად მიაჩნიათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here