Home სხვადასხვა დაიჯესტი კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი გავლენიანი კარდინალი პედოფილიაში ამხილეს

კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი გავლენიანი კარდინალი პედოფილიაში ამხილეს

329
კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი გავლენიანი კარდინალი პედოფილიაში ამხილეს

მელბურნის სასამართლომ ავსტრალიის კარდინალ ჯორჯ პელის დაუმტკიცა არასრულწლოვანებთან სექსუალი ურთიერთობის ფაქტები, _ წერს The Guardian.

რომის პაპ ფრანცისკეს გახრწნილების ამ ფაქტზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ჯერ კიდევ შარშან, დეკემბერში, სამართალში მიცემული ეს ვაიღვთისმსახური და კიდევ ორი კარდინალი პონტიფიკის მრჩეველთა სიიდან ამოშალეს.

პელის გარყვნილ ქმედებას ადგილი ჰქონდა 1996-1997 წლებში. მან პირველი დანაშაული ჩაიდინა მელბურნის არქიეპისკოპოსად დანიშვნიდან რამდენიმე თვეში.

2014 წლიდან 2018 წლამდე ეს კარდინალი წმინდა ტახტის ეკონომიკური საქმეების სამდივნოს განაგებდა და სარგებლობდა მნიშვნელოვანი გავლენით, როგორც პაპის მრჩეველი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here