Home რუბრიკები პოლიტიკა კავკასიელი ტყვე კაცი

კავკასიელი ტყვე კაცი

4308
კავკასიელი ტყვე კაცი

ყველას, ალბათ, გინახავთ ლეონიდ გაიდაის ფილმიკავკასიელი ტყვე ქალი” _ ერთერთი ქალაქის თავი ლამაზ ქალს იტაცებს და რისთვის იტაცებს, ადვილი მისახვედრია. გაიდაი ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად გადაიღებდა ფილმსკავკასიელი ტყვე კაციდა მთავარ როლში ჩვენი ხელისუფლების პირველ პირებს ათამაშებდა

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ტყვეა _ დღეს ამერიკის ტყვე, უფრო კონკრეტულად კი, ამერიკის პრეზიდენტის ტყვე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება შტატების პირველი პირი, რა შეფერილობის, მონობის უღელი გვრჩება და, თუ ადრე მონობისთვის ხარკს ფულითა და პროდუქტით ვიხდიდით, ახლა ხარკად ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილს, ჩვენს ეროვნულ გენს ვწირავთ და ავღანეთში, აფრიკაში, ერაყსა და კიდევ, ვინ იცის, სად ვგზავნით.

სხვათა შორის, როცა საქართველოს მონღოლთა და არაბთა მონობის უღელი ედგა, ჩვენს მეფეებს დამპყრობლები მაინც პატივით ეპყრობოდნენ, როგორც ტოლ-სწორს ისე ესაუბრებოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ გურჯები დაუმორჩილებელი ერია და ერთ დღეს შეეძლოთ, თავზე ხელი აეღოთ და უძლეველი ურდოები დაემარცხებინათ. ახლა კი რა მივიღეთ _ საკმარისი იყო ერთი ზარი და გიორგი კვირიკაშვილმა ყველა დაგეგმილი შეხვედრა გადადო, ყველაფერი დაივიწყა და ამერიკაში ტრამპთან გაფრინდა. სავარაუდოდ, ძალიან ეამა ტრამპს ასეთი მონური საქციელი და ჩვენს პრემიერს ზუსტად ისე მოექცა, როგორც, საზოგადოდ, მოქმედი პრეზიდენტის წინაპრები ექცეოდნენ წინა პრეზიდენტის წინაპრებს _ ბატონი დონალდი ფეხზეც არ ადგა, გვერდით დააყუდა მასთანმეთხუთმეტე კაცად შესულიპრემიერი. კვირიკაშვილმაც, სულ უცხოდ არ გამოვჩნდეო, იფიქრა და მაგიდას ცალი ხელით დაეყრდნო. რაღაც იეჭვა, ალბათ, წითურმა პრეზიდენტმა, ემანდ არაფერს მიპირებდეს კვირიკაშვილიო და მისი გასვლის შემდეგ, მაგიდის ის ნაწილი, რომელსაც პრემიერმა ხელი შეახო, საგანგებოდ გაწმინდეს ქიმიური ხსნარით. აბა, როგორ გინდათ, უძლეველი სახელმწიფოს პირველი პირის ჯანმრთელობას მოფრთხილება სჭირდება…

გაიდაის ფილმი ვახსენე და, სწორედ იმ ფილმშია, ერთ-ერთ მთავარ გმირს დაჯდომა რომ არ შეუძლია უკანალში მოხვედრილი მარილიანი ტყვიის გამო. “სპასიბო, ია პეშკომ პოსტაიუ”, _ ეუბნება მოსამართლეს და ახლა ის დაგვრჩენია, ვიფიქროთ, ამ ჩვენს პირველ პირს რა მოხვდა, დაჯდომას რომ ვერ ახერხებდა. მეტყვით, არაფერიც არ ჰქონდა, უბრალოდ, არ შესთავაზეს სკამიო… მაშინ იქ რა გინდა სტუმრად, სადაც იცი, რომ სკამს არ შემოგთავაზებენ, შენს ნაფეხურებსა თუ ნახელურებს გაწმენდენ და შენი იქ ყოფნის კვალს ისე გააქრობენ, ვერავინ გაიგებს, იყავი იქ თუ არა ოდესმე.

ამ ყველაფრის ფონზე ძალიან სასაცილოა ის შეფასებები, რომლებიც გაკეთდა: რომ ამერიკა ჩვენი მოძმე და სტრატეგიული პარტნიორია; რომ, თურმე ამერიკას ჩვენი იმედი აქვს და რომ… არასასურველი სასიძოსავით დაყუდებული პრემიერი მსოფლიომ ნახა და, სავარაუდოდ, ყველას გულიანად გაეცინა. ახლა სკეპტიკოსები იტყვიან, _ რა უნდა ექნაო?..

გასული კვირის ბოლოს ჩინეთში 110 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა ეკონომიკურ ფორუმზე. ამ ღონისძიებას 28 სახელმწიფოს მეთაური დაესწრო და, თუ ადრე ანალოგიურ ფორუმს “აბრეშუმის გზა” ერქვა, ახლა “ერთი სარტყელი _ ერთი გზა ჰქვია…” ამ ფორუმზე მონაწილეობა კარგი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ კვირიკაშვილი იქ არ წავიდა და, როგორც ამბობენ, არ წავიდა ერთადერთი მიზეზით _ იქ რუსეთის პრეზიდენტიც ჩავიდა და ჩვენი ქვეყნის მეთაურმა მასთან შეხვედრას აარიდა თავი, ვაითუ შემთხვევით ხელის ჩამორთმევა მომიწიოს და შემდეგ ოპოზიცია რუსეთუმეობას დამწამებსო. შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტისთვის ხელის ერთ სავარაუდო ჩამორთმევას ქვეყნის ინტერესები ეწირება. და ეს მაშინ, როცა ამერიკის პრეზიდენტის ერთ ზარზე კვირიკაშვილმა ყველა შეხვედრა გადადო და შტატებში თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. გაიქცა იმისთვის, რომ ფეხზე მდგარიყო, რომ სკამი არ შეეთავაზებინათ და რომ არავის ეთქვა, საქართველო ამერიკასთან ურთიერთობაზე უარს ამბობსო.

მოდი, ისიც ვთქვათ, რა მოგვცეს ტრამპის წინამორბედებმა. ამერიკის პრეზიდენტთან ვიზიტის პრესტიჟულობა მას შემდეგ დამკვიდრდა, როცა გადაწყდა, რომ ნატოში გვინდა. ეს იმის მიუხედავად, რომ გასაგებად აგვიხსნეს, _ ნატოს კარი თქვენთვის, სავარაუდოდ, ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ გაიღებაო და აკი არც იღება. სამაგიეროდ, ნატოს ჩვენგან საჯიშე ბიჭები უნდა ზვარაკად და ამ ზვარაკს პრაქტიკულად ყველა მთავრობა ისე სწირავს, თითქოს ვასლის ვალდებულება ჰქონდეს ნაკისრი, მაგრამ რაღა თითქოს, დაპყრობილი ქვეყნის მეთაურს არ შეურაცხყოფენ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის პირველ პირს. ჯოხი არ უხმარიათ და იარაღი არ უსვრიათ, თორემ სხვა კი არაფერი უქნიათ მუამარ კადაფისთვის, როცა დააპატიმრეს. ცუდი შედარებააო, ვიღაც იტყვის, მაგრამ აღარ არის რევერანსების დრო _ საქართველოს ისე უყურებენ, როგორც მონების ქვეყანას და ამ თვალსაზრისის განეიტრალება შემდეგ ძალიან რთული იქნება. რთული იქნება იმის ახსნა ნებისმიერი ქვეყნის ლიდერისთვის, რომ ოვალურ კაბინეტში ერთი სკამი არ მოიძებნა, ჩვენი ქვეყნის მეთაურს ერთი ადგილი რომ დაედო, ის ადგილი, რომელიც… უფრო ზუსტად, რომელსაც მელანია ტრამპის უკანალში ვერ არჩევს მისტერ დონალდი და თავისი ჰგონია, და ისიც ჰგონია, რომ ისე მოექცევა, როგორც სურს. ჰოდა, სწორედ ისე მოექცა, როგორც სურდა, და “სპასიბო, პეშკომ პასტაიუ” ათქმევინა კვირიკაშვილს…

ბესო ბარბაქაძე

P.S. როცა მონა გქვია, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მონა ხარ. არც იმას აქვს მნიშვნელობა, პლანტაციებში გამუშავებენ თუ გემზე მენიჩბედროცა მონა ხარ, მონათმფლობელი ნებისმიერ დროს გადაგიჭერს ზურგზე მათრახს და ცხრაპირ ტყავს გაგაძრობს. ამიტომ მონა გინდა, ოვალურ კაბინეტში დააბი და გინდა, _ კუთხეში, მონა მონაა და ამ კლიშეს მოხსნა ძალიან, ძალიან ძნელი იქნება. ევროპის სახელმწიფოს რომელიმე ლიდერს ამას გაუბედავდა ტრამპი? _ ვერა! არადააკი, უვიზო მიმოსვლა მოგვცეს და მსოფლიო უკვე ევროპად გვთვლისო?! ახლა ხომ ხვდებით, რომ ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც ისინი ვართ, ვინცდოლჟენ პეშკომ პოსტაიატ…”

P.S.S. “გდეტა ნა ბელომ სვეტე, ტამ გდე ვსეგდა მოროზ…”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here