მთავარი დაიჯესტი კადაფის ყოფილმა მრჩეველმა ლიბიის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ორგანიზატორები დაასახელა

კადაფის ყოფილმა მრჩეველმა ლიბიის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ორგანიზატორები დაასახელა

4268
გააზიარეთ
კადაფი

ბაშარ სალეჰ ბაშირმა _ 2011 წელს მოკლული ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის, მრჩეველმა _ ტელეარხ Russia Todayსთვის მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ორგანიზატორებსა და მიზეზებზე ისაუბრა.

ბაშარმა აღნიშნა, რომ მუამარ კადაფი მოკლეს არა რევოლუციის, არამედ დაგეგმილი შეთქმულების შედეგად. “ეს არ იყო რევოლუცია. ეს იყო ბევრი ქვეყნის შეთქმულება კადაფის წინააღმდეგ _ კარგად მოფიქრებული და შესრულებული გეგმა ლიბიისა და სხვა ქვეყნების, მაგალითად, ეგვიპტისა და ტუნისის _ პრეზიდენტების დასამხობად”, _ განაცხადა ბაშარმა.

შეთქმულების მიზანი იყო ის, რომ ისლამი რელიგიიდან გადაქცეულიყო კულტურულ მოვლენად.

“ჩვენ გვჭირდება ისლამი, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა ომარ ხაიამი და სხვა მეცნიერები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებაში”, _ მოიყვანა აშშ-ის ექსპრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ციტატა ბაშარმა და დასძინა, რომ კადაფის წინააღმდეგ შეთქმულება ორგანიზებული იყო აშშ-ის მიერ, რომელსაც მხარი დაუჭირა 40 ქვეყანამ.

2011 წლის 20 ოქტომბერს ლიბიის იმჟამინდელი ლიდერი მოკლეს ნატოს მიერ მხარდაჭერილმა ამბოხებულებმა. კადაფის სიკვდილის შემდეგ, ერთ დროს აყვავებული ქვეყანა რამდენიმე ნაწილად დაიშალა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here