Home სხვადასხვა დაიჯესტი “იწყება მსოფლიოს გლობალური გადანაწილება. რუსეთს შეუძლია, საკვანძო როლი ითამაშოს”

“იწყება მსოფლიოს გლობალური გადანაწილება. რუსეთს შეუძლია, საკვანძო როლი ითამაშოს”

811
სერგეი გლაზიევი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სერგეი გლაზიევი დარწმუნებულია, რომ იწყება მსოფლიოს გლობალური გადანაწილება, ჩნდება ეკონომიკური განვითარების ახალი ცენტრები, აშშ და ევროპა ჩვენ თვალწინ იშლება და ამ ვითარებაში რუსეთს შეუძლია საკვანძო როლი ითამაშოს, მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდება.

ეკონომისტი, რუსეთის აკადემიის აკადემიკოსი, ინტეგრაციისა და მაკროეკონომიკური ძირითადი მიმართულებების ევრაზიის ეკონომიკური კომისიის კოლეგიის წევრმა (მინისტრმა) სერგეი გლაზიევმა რუსეთის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ აშშ-ისა და ევროპის დაცემის ფონზე მსოფლიო არენაზე გამოჩნდა ახალი ლიდერი _ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, სადაც ამჟამად თავისი პოზიციების განმტკიცებას განაგრძობს ჩინეთი. მიმდინარე წელს ჩინეთის ეკონომიკამ უკვე დაძლია კორონავირუსით გამოწვეული დაცემა.

“ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რომელიც განპირობებულია იმით, რომ საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ ეკონომიკური სუვერენიტეტი და, ფაქტობრივად, ევროპული და ამერიკული ეკონომიკების დანამატად, პერიფერიად ვიქეცით. საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ ჩვენი ნედლეულის, ჩვენი ქვეყნიდან გატანილი ტრილიონზე მეტი დოლარის კაპიტალის ხარჯზე, ტვინების კოლოსალური გადინების ხარჯზე აშშ-მა და ევროპამ შეძლეს, უზრუნველად ეცხოვრათ კიდევ მეოთხედი საუკუნე, მაგრამ 2009 წლიდან მსოფლიო შევიდა კაპიტალის სისტემური დაგროვების საუკუნეობრივი ციკლების გარდაუვალი ცვლილების ფაზაში”, _ აღნიშნა გლაზიევმა.

ყოველი ასეთი ცვლილება _ ეს არის მსოფლიო ომები, გამოწვეული იმით, რომ წარმავალი ჰეგემონების გაბატონებული ელიტა გლობალური განვითარების ლიდერები, რომლებსაც აღარ შეუძლიათ მსოფლიო ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის აღმასვლა, ყველანაირად ცდილობენ დომინაციის შენარჩუნებას მსოფლიოში.

“დომინანტის როლის შესანარჩუნებლად ისინი აჩაღებენ ომს ეკონომიკური აქტიურობის იმ ახალ ცენტრთან, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეკონომიკური აქტივობის ახალი ცენტრები, როგორც წესი, წარმოიქმნება პერიფერიებზე და ისინი ამისთვის ძველი ცენტრების ტექნოლოგიებს, ინსტიტუტებსა და ცოდნა-გამოცდილებას იყენებენ. ამასთანავე, როცა ძველი ეკონომიკური ცენტრები წყვეტენ თავიანთ განვითარებას, ახალი ცენტრები ითვისებენ სხვა ინსტრუმენტებს, ავითარებენ თავიანთ ინსტიტუტებს, იყენებენ წარმოების ორგანიზების ახალ მეთოდებს და ეყრდნობიან ახალ ტექნოლოგიებს. შედეგად ახალი ეკონომიკური ცენტრები ეკონომიკური ნახტომით წინა პლანზე გამოდიან”, _ აღნიშნა აკადემიკოსმა.

რუსეთმა უნდა მოასწროს მომენტის დაჭერა და გამოიყენოს თავისი პოტენციალი და ინსტრუმენტები. სერგეი გლაზიევი დარწმუნებულია, რომ რუსეთს შეუძლია ამის გაკეთება, ოღონდ ამისთვის საჭიროა ეკონომიკური განვითარების პრინციპების შეცვლა.

tsargrad.tvზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here