Home ახალი ამბები საქართველო იქნებ ჰეროინიც გაუსინჯავთ?! ან იქნებ ანალური სექსიც, პრინციპით “ოდინ რაზ – ნე...

იქნებ ჰეროინიც გაუსინჯავთ?! ან იქნებ ანალური სექსიც, პრინციპით “ოდინ რაზ – ნე პედერასტ”?!

1451
საქინფორმის მთავარი რედაქტორი: არნო ხიდირბეგიშვილი
სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარედ მარგველაშვილი დაინიშნა! თავიანთი ნაშიერებისათვის ნარკოტიკების “ჩადების” გამო თვალთმაქცები ისე აღშფოთდნენ, თითქოს ნარკომანი პრეზიდენტი არ ჰყავდათ! როცა კომპანია კოტრდება, მას სალიკვიდაციო კომისიას უნიშნავენ. “ნაცმოძრაობა” და ტელეკომპანია “რუსთავი 2” – სწორედ გარედან დანიშნული სალიკვიდაციო კომისიაა, რომელიც მოწოდებულია, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ლიკვიდაცია მოახდინოს.

საქართველოს საბოლოო გაკოტრებამდე მისაყვანად მზადდება “ვარდების რევოლუცია-2” ზუსტად ისეთივე მიზნით, როგორიც “მაიდან-2”-ს ჰქონდა უკრაინაში:

ბოლომდე იქნეს მიყვანილი პირველი “რევოლუციის” შედეგად დაწყებული სახელმწიფოს ნგრევა, რის შემდეგაც სახელმწიფოსთვის მოწყვეტილი ტერიტორიები მეზობლების კუთვნილება გახდეს.

თუკი პირველი “რევოლუციის” შედეგად საქართველოს დე იურე ჩამოშორდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც დე ფაქტო რუსეთის ფედერაციას ერგო, ახლა თურქეთის ხელში აჭარა გადავა, სამცხე-ჯავახეთი სომხეთს ერგება, ქვემო ქართლი – აზერბაიჯანს, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ზოგიერთი სასაზღვრო რაიონი კი – რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიურ ფედერალურ ოლქს (მათ ჩეჩნეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკებს მიუერთებენ).

საქართველოსგან დარჩენილი ტერიტორია იქნება ბუტაფორიული სახელმწიფო მარიონეტული მთავრობით, არსებითად – პროტექტორატი, სადაც განთავსდება ნატოს აეროდრომები, სახმელეთო და საზღვაო ბაზები, სასწავლო-საწვრთნელი ცენტრები და სხვა ინფრასტრუქტურა.

ახალი “ფერადი” სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზაცია კვლავაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს დაევალა, ხოლო ლიდერად – სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარედ  უწინდებურად, მაღალი ლეგიტიმურობის მქონე სახელმწიფო მოღვაწეა არჩეული – თუკი 2003 წელს ეს იუსტიციის მინისტრი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიშა სააკაშვილი იყო, დღეს ეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახლავთ.

მოქმედების მეთოდები სრულიად სხვადასხვაგვარი და ყველაზე ბინძურია:

– ეროვნებათაშორისი და რელიგიური შუღლის გაღვივება მართლმადიდებელ ქართველებსა და მუსლიმან აზერბაიჯანელებს შორის (რაც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას ქვემო ქართლის ზოგიერთ რაიონში მოსინჯეს); მართლმადიდებელ და მუსლიმან ქართველებს შორის (რაც ბათუმში 2017 წლის 11 მარტს გამოსცადეს);

– მოქმედი ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთის ინტერესების ხელშეწყობაში, რამაც არ იმუშავა ორი მიზეზის გამო:

ჯერ ერთი, “ქართულმა ოცნებამ” ბევრად უფრო წინ წაიწია ევროატლანტიკური მიმართულებით, ვიდრე ყოფილმა მმართველმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” – მან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მიაღწია ვიზალიბერალიზაციას,  საქართველოში ნატოსთან ერთობლივი სასწავლო ცენტრი გახსნა,  სულ მალე კი ნატოს ბაზებსაც გახსნის (ვაზიანში და ფოთში, სადაც “შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების” მიზნით “მანერჰეიმის სანაპირო ხაზს” ააშენებენ რუსეთისაგან თავის დასაცავად); მეორეც, მოქმედი ხელისუფლების “პრორუსულობაში” დადანაშაულებამ საპირისპირო ეფექტი მოახდინა – “ქართულ ოცნებას” პოპულარობა შემატა ქართველ ხალხში, რომლის უმრავლესობა ოცნებობს, დაიბრუნოს რუსეთთან მეგობრობა, სადაც მილიონი მათი ახლობელი და ნათესავი ცხოვრობს, ნატო კი, ძირგამომპალი ევროპიდორული ღირებულებებით, სძულს!

განვაგრძოთ. იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი&გუნდის “კუბოს სახურავში ჩაჭედებული პირველი ლურსმანი” პატარკაციშვილის ტელეკომპანია “იმედის” დარბევა გახდა, ლიკვიდატორებმა თვით სტრასბურგამდე და ვაშინგტონამდე გაბერეს მითი “საქართველოში თავისუფალი მედიის დევნის შესახებ” – ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სახით, მაგრამ ეს მეთოდიც კონტრპროდუქტიული გამოდგა სააკაშვილის დეზინფორმაციული სააგიტაციო-პროპაგანდისტული ტელევიზიის – მისი ყველა ბოროტმოქმედებისა და “გამარჯვების”, ტელედაპატიმრებების და 08.08.08 ომის თანამონაწილის მიმართ საყოველთაო სიძულვილის გამო.

“რაღა ვქნათ?!” – კინაღამ დაიბნენ სალიკვიდაციო კომისიაში.

და აი, მაშინ “ქართული ოცნების” დასამხობად ლიკვიდატორებმა აამოქმედეს გამოცდილი მეთოდი, რომელმაც 2012 წელს წარმატებით იმუშავა “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ: სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა, მთავრობა და მის წინაშე ანგარიშვალდებული სამართალდამცავი ორგანოები – სუს-ი და შსს – “საქართველოში ადამიანის უფლებათა ტოტალურ უხეშ დარღვევებში” დაადანაშაულეს. მაგრამ ვინაიდან “საქართველოში ადამიანის უფლებათა ტოტალური უხეში დარღვევები” ვერ აღმოაჩინეს, მათი გამოგონება მოუხდათ!

თავდაპირველად ეს იყო კამპანია “ეს შენ გეხება!”, მიმართული “უკანონო მოსმენების” წინააღმდეგ, მერე “არა ჩადებას!”, მიმართული პოლიციის მიერ “ნარკოტიკების ჩადების” წინააღმდეგ.

მეტი საიმედოობის, პიარისა და დამაჯერებლობისთვის “ხელისუფლების მსხვერპლთა” სახით ლიკვიდატორები საქმეში საკუთარი შვილების – პრეზიდენტი მარგველაშვილის მსგავსი ცნობილი მშობლებისა და მათი მეგობრების შთამომავლების ჩათრევასაც არ მოერიდნენ. თვალთმაქცები, თავიანთი ნაშიერებისათვის ნარკოტიკების “ჩადების” გამო ისე აღშფოთდნენ, თითქოს 9 წელი ნარკომანი პრეზიდენტი არ ჰყავდათ!

სააკაშვილი დღესაც მათი ბელადი და ნარკომანია!

მაგრამ ლიკვიდატორებს აქაც ზედმეტი მოუვიდათ – ხალხმა არ დაიჯერა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პოლიციამ ნარკოტიკების ჩადება გარისკა, იმიტომ რომ ნარკომანიის დამტკიცება ფაქტების გარეშე შეუძლებელია.

უფრო მეტიც – უბრალო ხალხი გაცოფებულია იმის გამო, რომ როცა მათ ლუკმაპური არ გააჩნიათ, “ოქროს ახალგაზრდობა” ძვირად ღირებული ნარკოტიკებით ერთობა!

და უხარია, რომ კანონი, როგორც იქნა, პრივილეგირებულ “უმაღლეს საზოგადოებასაც” მისწვდა!

მით უმეტეს, რომ “მსხვერპლი” – სულაც არ ყოფილან ბავშვები და “ღვთის კრავები”, ისინი არაერთხელ ნასამართლევი “გამოსული” ბიჭები აღმოჩნდნენ, რომელთა წრეში თუ ნარკოტიკებით არ ერთობი, ჩამორჩენილი გოიმი ხარ!

P.S.სირცხვილია, რომ “ქართული ოცნების” ზოგიერთმა “სახემ”, აქაოდა, “ჩამორჩენილად” არ გამოვჩნდეთო, ცოტა ხნის წინ ტელევიზიით განაცხადა, რომ მარიხუანა გაუსინჯავთ და იციან, ეს რა არის…

იქნებ ჰეროინიც გაუსინჯავთ?!

ისე, მარტო ერთხელ, იმისთვის, რომ იცოდნენ – ეს რა არის?!

ან იქნებ ანალური სექსიც, პრინციპით “ოდინ რაზ – ნე პედერასტ”?!

ნეტავ არავინ მოუკლავთ იმისთვის, რომ გაეგოთ – რა შეგრძნებები ჩნდება ამ დროს?!

ნუთუ ყველა სასიკვდილო ცოდვის გასინჯვაა საჭირო, რათა მათზე წარმოდგენა გქონდეს?!

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი:

არნო ხიდირბეგიშვილი

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here