მთავარი მსოფლიო იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმება მოითხოვა, რომლებსაც მიგრანტები ევროპაში გადაჰყავთ

იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმება მოითხოვა, რომლებსაც მიგრანტები ევროპაში გადაჰყავთ

583
გააზიარეთ
მატეო რენცი

მას შემდეგ, რაც იტალიის ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაცია Jugend Rettet ჩამოართვა გემი, რომლითაც მას არალეგალი მიგრანტები აფრიკიდან იტალიაში გადაჰყავდა, იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ მოითხოვა დაჯარიმება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც მიგრანტების არალეგალურად გადაყვანით არიან დაკავებული.

იტალიის ყოფილმა პრემიერმა მხარდაჭერა გამოხატა იტალიის მოქმედი ხელისუფლების მიმართ, რომელმაც არალეგალი მიგრანტების გადამყვანი არასამთავრობოების მიმართ მოქმედება გაამკაცრა. “ისინი, ვინც პატივს არ სცემენ წესებს, უნდა დაისაჯონ”, _ განაცხადა რენციმ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გამწვავებული საიმიგრაციო კრიზისის ფონზე, როცა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მიგრანტების არალეგალურად გადაყვანაში დაადანაშაულეს, იტალიის ხელისუფლებამ შეიმუშავა არასამთავრობო ორგანიზაციების ქცევის კოდექსი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაზე მათ საქმიანობას გამჭვირვალობას შესძენს და ხელისუფლებას მათი საქმიანობის კონტროლის მეტ საშუალებას მისცემს. რამდენიმე არასამთავრობომ კოდექსზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here