Home ახალი ამბები მსოფლიო იტალიიის მთავრობის მეთაური: ევროკავშირს დაშლა ემუქრება, თუკი მიგრანტების საკითხზე საერთო პოზიციას ვერ...

იტალიიის მთავრობის მეთაური: ევროკავშირს დაშლა ემუქრება, თუკი მიგრანტების საკითხზე საერთო პოზიციას ვერ გამონახავს

756
ჯუზეპე კონტე

იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ევროკავშირი დაშლის რისკის ქვეშ დგას, თუკი ვერ გამონახავს საერთო პოზიციას მიგრანტებთან დაკავშირებით.

“თუკი ერთ ადგილზე დგომას განვაგრძობთ, არ გვექნება საერთო გზა, ვრისკავთ, რომ დაინგრეს ევროპული აღმშენებლობა”, _ განაცხადა კონტემ პრესკონფერენციაზე, რომელიც საშინაო საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთად გამართა. კონტეს თქმით, იტალია მარტო დატოვეს და ახლა დამოუკიდებლად უმკლავდება მიგრანტების პრობლემას.

კონტეს ავრამოპულოსთან საზღვაო ბლოკადის შესახებ არ უსაუბრია, მათ საზღვრების დაცვის ინსტრუმენტები განიხილეს, რაც უმნიშვნელოვანესი საკითხია მიგრანტთა ნაკადის სამართავად. “სხვაგვარად წავახალისებთ მიგრაციული მიზიდულობის ფაქტორს”, _ აღნიშნა კონტემ.

იტალიის პარლამენტმა გასული წლის 28 ნოემბერს მიიღო ანტისამიგრაციო კანონი, რომელიც აიოლებს ქვეყანაში ახალშესული მიგრანტის გაძევებასა და ზღუდავს ქვეყანაში ცხოვრების ნებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here