Home ახალი ამბები მსოფლიო იტალიელი ლიბერალების პიროსის გამარჯვება

იტალიელი ლიბერალების პიროსის გამარჯვება

ლიბერალებმა პირი შეკრეს სალვინის წინააღმდეგ

693
იტალიელი ლიბერალების პიროსის გამარჯვება

იტალიაში ახალი მთავრობა ჩამოაყალიბეს. მასში შევიდნენ მმართველი კოალიციის წარმომადგენლები _ დემოკრატიული პარტიისა და მოძრაობა “5 ვარსკვლავისწევრები. მინისტრის პორტფელები, აგრეთვე, ერგოთ მემარცხენეცენტრალურ პარტიასთავისუფლები და თანასწორებიდა მილანის ყოფილ უპარტიო პრეფექტს.

პარტია “ჩრდილოეთის ლიგა”, რომლის ლიდერი მატეო სალვინი ცნობილია ევროსკეპტიციზმით, მთავრობის მიღმა აღმოჩნდა, თუმცა, ექსპერტთა ვარაუდით, მისი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია. მათი აზრით, სალვინი გამოიყენებს მთავრობის შეცდომებს, რომლებსაც დაუშვებს რთული ეკონომიკური ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანის მცდელობისას. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ იტალიაში გაიმართება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. სწორედ ეს სურს სალვინის.

ეკონომიკურად იტალია ძალიან დასუსტებულია, ქვეყანაში მაღალია ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონე, საქმე კარგად არც მრეწველობაშია. ამ პირობებში ოპოზიციაში ყოფნა სალვინისთვის მომგებიანიც კია, _ აღნიშნავენ ექსპერტები. სავარაუდოდ, შეიცვლება ქვეყნის მიდგომა საიმიგრაციო საკითხისადმი. მკაცრი ხაზი, რომელსაც მისდევდა სალვინი, შემსუბუქდება და ეს მთავარი საფრთხეა იტალიისთვის და მთავარი კოზირი სალვინისთვის.

1980-იანი წლებიდან იტალია პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისშია. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში მხარეები განსხვავებულია: ჩრდილოეთი, ცენტრი და სამხრეთი სხვადასხვანაირია. აქ პოლიტიკური მდგრადობის მოპოვება ძალიან რთულია, მით უმეტეს კოჭლი ეკონომიკით, ამიტომ, ექსპერტთა ვარაუდით, იტალიაში პოლიტიკური კრიზისი ჯერ ვერ დასრულდება.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here