მთავარი დაიჯესტი იტალია _ ევროზონის მესაფლავე?

იტალია _ ევროზონის მესაფლავე?

1331
გააზიარეთ
იტალია

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ, როგორც იქნა, შეძლო, მოეძებნა გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც საპარლამენტო არჩევნებიდან 88- დღეს დასრულდა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებით. ახალ მთავრობას უხელმძღვანელებსმოძრაობა 5 ვარსკვლავისადა პარტიალიგისკანდიდატი, იურისტი ჯუზეპე კონტე.

მატარელამ ორჯერ გასცა ახალი მთავრობის შექმნის მანდატი, მაგრამ კონტეს პირველი მცდელობა ახალი კაბინეტის შექმნაზე თვითონვე დაბლოკა. “ლიგას” სურდა, ეკონომიკის მინისტრად დაენიშნათ 81 წლის ეკონომისტი პაოლო სავონა, მაგრამ მატარელასთვის მიუღებელი იყო მისი თვალსაზრისი საერთო ევროპულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე. იტალიის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეექმნა ე.წ. ტექნიკური კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბებაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ მაღალჩინოსან კარლო კოტარელის დაავალა, მაგრამ მას არ ჰქონდა პარლამენტის მხარდაჭერა, რაც ქვეყნის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე მიიყვანდა. მოგვიანებით კოტრელიმ უარი თქვა მანდატზე, კონტე კი დათანხმდა, ჩამოეყალიბებინა მთავრობის ახალი კაბინეტი.

იტალიის ახალი მთავრობა

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება ევროპის საკითხების ყოფილი მინისტრი ენცო მოავერო -მილანეზი. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს “ლიგის” ფედერალური მდივანი მატეო სალვინი, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, იბრძოლებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ.

“მოძრაობა 5 ვარსკვლავის” ლიდერი ლუიჯი დი მაიო უხელმძღვანელებს შრომისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ეკონომიკისა და ფინანსების სამინისტროს სათავეში ჩადგება პროფესორი ჯოვანი ტრია.

ეკონომისტი პაოლო სავონა, რომლის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნაზე უარი თქვა პრეზიდენტმა, დაიკავებს ევროკავშირის საქმეების მინისტრის პოსტს. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჩაიბარებს ელიზაბეტა ტრენტა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიის პრეზიდენტმა დაუთმო ევროკავშირის მაღალჩინოსნებს და ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრის პოსტზე არ დანიშნა პაოლო სავონა, ექსპერტთა აზრით, იტალიის ახალი მთავრობა, ძირითადად, მაინც ევროსკეპტიკოსებისგან შედგება. იტალიის ახალი მთავრობა სკეპტიკურად იქნება განწყობილი ერთიანი ევროპის პოლიტიკის მიმართ და არ მოერიდება კონფრონტაციას ბრიუსელთან ბევრ საკითხში, მათ შორის, ევროზონის მართვის, ევროკავშირის ბიუჯეტის, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებისა და მიგრანტების საკითხებში.

აღსანიშნავია, რომ იტალიის სახელმწიფო ვალი მშპ-ს 131,8%-ია. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში საბერძნეთის შემდეგ. ევროკავშირი მტკიცედ დგას პოზიციაზე, რომ იტალიამ საბიუჯეტო პრობლემები ხარჯების შემცირების, ლიბერალური საბაზრო რეფორმებითა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით მოაგვაროს. იტალია კი მოითხოვს, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ჩამოწეროს 250 მლრდ ევროს ვალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროზე უარის თქმით და ეროვნულ ვალუტაზე გადასვლით იმუქრება. ეს კი ამჟამინდელ ვითარებაში სრულიად რეალურია. და, თუ ასე მოხდა, ეს იქნება ევროზონის დასასრულის დასაწყისი.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here