Home ახალი ამბები მსოფლიო იტალიაში შექმნეს ვაქცინა, რომელსაც კორონავირუსის ბლოკირება შეუძლია

იტალიაში შექმნეს ვაქცინა, რომელსაც კორონავირუსის ბლოკირება შეუძლია

1077
იტალიაში შექმნეს ვაქცინა, რომელსაც კორონავირუსის ბლოკირება შეუძლია

იტალიაში შექმნეს ვაქცინა, რომელსაც შეუძლია, ადამიანის უჯრედებში გაანეიტრალოს კორონავირუსი. რომის ჰოსპიტალ ლაზარო სპალანცალიში, რომელიც სპეციალიზდება ინფექციური დაავადებების მკურნალობაზე, თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა დადებითი შედეგი აჩვენა, ადამიანების ტესტირება კი შემოდგომაზე დაიწყება, _ წერს ბრიტანული გამოცემა The Independent.

ვაქცინის შემქმნელთა თქმით, პრეპარატის ერთჯერადი ინიექციის შემდეგ თაგვებს გაუჩნდათ ანტისხეულები, რომლებსაც შეუძლიათ ვირუსის ბლოკირება. სპეციალისტებმა სულ გამოსცადეს ვაქცინის 5 ვარიანტი, ყველა წარმატებით, და მათგან 2 საუკეთესო შედეგის მქონე აარჩიეს. ვაქცინები შექმნილია იმ ცილის დნმ-ზე, რომელსაც ვირუსი იყენებს ადამიანის ორგანიზმში მოსახვედრად.

ბრიტანული გაზეთი წერს, რომ მეცნიერები თავგამოდებით მუშაობენ ვაქცინის მასობრივად მისაღებად, მაგრამ, ამასთანავე, საჭიროა, მათ მხარი დაუჭიროს სახელმწიფომ და საერთაშორისო ინსტიტუტებმა.

ამჟამად ვაქცინის შექმნაზე ბევრ ქვეყანაში მუშაობენ.

როგორც აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, აშშ-ში ვაქცინა 2021 წლის იანვარში შეიქმნება, თუმცა მოგვიანებით ვადამ გადმოიწია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here