მთავარი დაიჯესტი იტალიაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელია?

იტალიაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელია?

209
გააზიარეთ
იტალიაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელია?

იტალიის მმართველ კოალიციაში პოლიტიკური უთანხმოების გამო საპარლამენტო უმრავლესობა მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერისთვის უკვე აღარ არსებობს.

საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარება აუცილებელია. ეს ქვეყნის ვიცეპრემიერმა და პარტია “ჩრდილოეთის ლიგის” ლიდერმა მატეო სალვინიმ აცნობა მთავრობის მეთაურ ჯუზეპე კონტეს 8 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე.

სოციალური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ახალი საყოველთაო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში “ჩრდილოეთის ლიგა” ხმების დაახლოებით 36 პროცენტს მიიღებს და შეძლებს მმართველი კოალიციის შექმნას კონსერვატიულ ნაციონალისტურ პარტია “იტალიის ძმებთან”, რომელსაც ხმების 17 პროცენტის მოპოვებას უწინასწარმეტყველებენ.

ამჟამინდელი კაბინეტი 2018 წლის ივნისში შეიქმნა “ჩრდილოეთის ლიგისა” და ლუიჯი დი ვაიოს “მოძრაობა 5 ვარსკვლავის” ალიანსის ბაზაზე.

8 აგვისტოს პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე კვირინალის სასახლეში შეხვდა პრეზიდენტ სერჯო მატარელას და მას შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here