Home სხვადასხვა დაიჯესტი “ის, რაც იყო ფილარეტის, მაკარისა და ონოფრესი, ახლა ჩემია”

“ის, რაც იყო ფილარეტის, მაკარისა და ონოფრესი, ახლა ჩემია”

პავლენკოსი გვწამს, ბართოლომეოსი გვაკვირვებს

842
ბართლომე

უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს მრჩეველი, უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის იდეის კურატორი როსტისლავ პავლენკო დარწმუნებულია, რომ ტომოსის მიღების შემდეგ უკრაინის ეკლესია აბსოლუტურად დამოუკიდებელი იქნება და მის საქმეებში ვერავინ ჩაერევა, მათ შორის კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი. პავლენკომ ეს განაცხადა 27 ნოემბერს უკრაინის ტელეარხპრიამოის”-თვის მიცემულ ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინათ პავლენკო იმყოფებოდა სტამბოლში, სადაც გაიმართა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის სხდომა, რომელზეც უნდა დამტკიცებულიყო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსის ტექსტი. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ტომოსის მიღების შემდეგ “უკრაინა იქნება მეთხუთმეტე ადგილობრივი ეკლესია”, ამასთანავე, მნიშვნელობა არ აქვს, ექნება თუ არა უკრაინას საეპისკოპოსო ან საპატრიარქო. მთავარია, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი ეკლესია.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინაში ბართოლომეოსს თავისი მიზნები აქვს და იქიდან ასე იოლად არ წავა. ბართოლომეოსი ავტოკეფალიაზე საუბრებს არის ამოფარებული და სურს, უკრაინაში შექმნას მსოფლიო საპატრიარქოს საეგზარქოსო, ამით კი მიიღოს (დაიქვემდებაროს) რამდენიმე ათეული მილიონი მორწმუნე. ბართოლომეოსი ცდილობს, მიიღოს ის, რაც ადრე იყო ფილარეტის, მაკარისა და ონოფრესი. “ამჟამად ის, უბრალოდ, ნომინალური პატრიარქია. როდესაც მსოფლიოს მართლმადიდებლების მესამედზე კონტროლს მიიღებს, შეეცდება, გახდეს სერიოზული მოღვაწე. ამ მიზნებისთვის კი იყენებს ამბიციებს უკრაინის ხელისუფლებისა, რომელსაც კონიუნქტურულად სჭირდება ტომოსი ავტოკეფალიის შესახებ. მსოფლიოს პატრიარქს იმედი აქვს, რომ, თუ სრულად არ დაიქვემდებარებს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, რაღაც სტრუქტურას მაინც შექმნის კიევის მიტროპოლიაში, რომელიც ბართოლომეოსს აღიარებს თავის ხელმძღვანელად.

მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის ეკლესიის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე შიპკოვის თქმით, ბართოლომეოსი შეპყრობილია აღმოსავლეთის პაპიზმის იდეით. “რომის პაპის ანალოგიის მიხედვით, ის ოცნებობს, გახდეს მსოფლიოს მართლმადიდებლობის ერთადერთი ხელმძღვანელი. მან თქვა, რომ კონსტანტინოპოლს აქვს რაღაც მისტიკური განსაკუთრებულობა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან შედარებით”, _ განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა.

კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის თელმესის არქიეპისკოპოსმა იობმა (გეჩა) აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ ბართოლომეოსის გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ადგილობრივი სასულიერო პირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე იქნება დამოკიდებული.

“სინოდის გადაწყვეტილებით, ამჟამად ყველა სასულიერო პირი უკრაინაში დე ფაქტო დაკავშირებულია მსოფლიოს საპატრიარქოსთან და ამიერიდან უნდა დაელოდოს მსოფლიოს პატრიარქის დირექტივებს თავისი არსებობის შესახებ”, _ ხაზგასმით აღნიშნა არქიეპისკოპოსმა იობმა.

მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ უკრაინის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება არ გულისხმობს უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნას. ფანერთან (მსოფლიოს საპატრიარქოს რეზიდენცია) დაახლოებულმა მამა კირილემ (გოვორუნმა), რომელიც კარგად იცნობს უკრაინის რეალიებს, ასე შეაფასა გადაწყვეტილება: “ეს არის არა ავტოკეფალია, არამედ კიევის მიტროპოლიის აღდგენა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში”. უკრაინელი პოლიტოლოგი რუსლან ბორტნიკი კი აღნიშნავს: “თუ სამართლის მიხედვით წავალთ, კონსტანტინოპოლის კანონიკურ ტერიტორიად ითვლება 1686 წლის საზღვრებში არსებული ტერიტორია. ეს არის პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიების ნაწილი, უკრაინის დასავლეთისა და სამხრეთის ოლქები _ კიევისა და ჟიტომირის. ამ შეზღუდვის ფარგლებს გარეთ გასვლა სურთ ე.წ. გამაერთიანებელი კრებით, რომელზეც თავი უნდა მოიყარონ უკრაინის სხვა ოლქების იერარქებმაც”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here