მთავარი დაიჯესტი “ისტორიულმა მეგობარმა” თურქეთმა პომპეზურად აღნიშნა “ქართველი ოკუპანტებისგან” ართვინის გათავისუფლება

“ისტორიულმა მეგობარმა” თურქეთმა პომპეზურად აღნიშნა “ქართველი ოკუპანტებისგან” ართვინის გათავისუფლება

10784
გააზიარეთ
“ისტორიულმა მეგობარმა” თურქეთმა პომპეზურად აღნიშნა “ქართველი ოკუპანტებისგან” ართვინის გათავისუფლება

2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას და ამის გათვალისწინებით კიდევ უფრო ნათლად ჩანს თურქეთის ფინანსურეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი ისე არიან შეპყრობილნი ვასალის სინდრომით დასავლელი პატრონების მიმართ, რომ ისტორიის ფალსიფიკაციას არ ერიდებიან და თუთიყუშივით იმეორებენ სააკაშვილის მიერ წლების წინათ ნათქვამს, რომ თურმეთურქეთი საქართველოს ისტორიული მეგობარია”. ეს 2017 წელს გაიმეორა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ცოტა ხნის წინათ კი _ საქართველოს დაზვერვის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა, რომელმაც პარლამენტის კომიტეტის დახურულ სხდომაზე განაცხადა: “რუსეთი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, მტერია; თურქეთი კი _ საქართველოს მთავარი მოკავშირე”. და ეს თქვა, იმის მიუხედავად, რომ აჭარა სწორედ რუსეთმა შემოუერთა დედასაქართველოს, ხოლო ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოლქები, ტაოკლარჯეთი _ სულ 12 ათასი კვ. ტერიტორია, დღესაც მიტაცებული აქვს თურქეთს.

რამდენიმე დღის წინათ კი, 7 მარტს, თურქეთში, ართვინის ილში (პროვინცია) მდებარე დასახლებულ პუნქტ ბორჩხაში თურქებმა “ქართველი ოკუპანტებისგან” გათავისუფლების 97-ე წლისთავი აღნიშნეს. 97 წლის წინათ, 1921 წლის მარტის დასაწყისში, ქემალისტების მოთხოვნით, საქართველოს არმიის ნაწილებმა ართვინი დატოვეს. ამ მოვლენის აღსანიშნავად ართვინის მუნიციპალიტეტში სპეციალური სხდომაც გაიმართა საღამოს ქუჩებში საზეიმო მსვლელობაც მოეწყო _ ჩირაღდნებითა და თურქეთის დროშებით. ღონისძიებებში ართვინის მერი, მუნიციპალიტეტისა და თურქეთის გენშტაბის წევრებიც მონაწილეობდნენ. უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, “მიტინგზე გამოსვლისას ართვინის მერმა მეჰმედ კოჯატეპესმა განაცხადა: “დუშმანების (ქართველების) განდევნაში თურქმა ხალხმა უდიდესი ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი გამოამჟღავნა, დუშმანების (ქართველების) დამარცხებაში ჩვენ დიდი სისხლიც დავღვარეთ და თურქეთი არასდროს დაივიწყებს თავისი გმირი წინაპრების სახელს”.

თურქეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შარშან მოითხოვეს, რომ 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე უბრწყინვალესი გამარჯვების აღსანიშნავი დღე არ დაგვეწესებინა, დღეს კი “საქართველოს ისტორიულმა მეგობარმა” თურქეთმა პომპეზურად აღნიშნა “ქართველი ოკუპანტებისგან” ართვინის გათავისუფლება.

გააზიარეთ

4 COMMENTS

  1. პატრონი არ ყოლია, არც ყავს და არც ეყოლება საქართველოს. ყვავ ყორნებივით დაჯიჯგნეს ურჯულოებმა საქართველო, აქამდეთუ ომებით წაგვართვეს ახლა თავად ქართველი ყიდის ფულზე, გადამთიელ ურჯუოებზე

  2. Raga unda vtqvat.gamofxizlebis da moqmedebis droa magram isic dasafiqrebelia carieli xelebit rogor ginda heni qveyana daicva da gadaarhino.gana Ari’s sadme sahveli albat Ari’s da amis tqma albat ukve droulic iqneba

  3. ასე მგონია საქართველოს დაცვა უკვე დაგვიანებულია. ომის თავი ჩვენ არა გვაქვს რადგან უფრო დიდი ქვეყნები გადაგვყლაპავენ. სიტყვით და შეგონებით არაფერი გამოგვდის.ახალგაზრდობაში ჩაკლეს სამშობლოს სიყვარულის გრძნიბა ხალხი ფულის კეთებაზეა გადასული რომ როგორმე გამოკვებონ ოჯახები.არ ვიცი რა გვეშველება.გამოვფხიზლდეთ ხალხო ყველა ……

  4. მართლა გულწრფელად გვტკივა გული…და მხოლოდ გვტკივა და რატომ?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here