მთავარი მსოფლიო ისტორიული შეხვედრა: კიმ ჩენ ინი კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას დათანხმდა, სანაცვლოდ ტრამპმა ჩრდილოეთ...

ისტორიული შეხვედრა: კიმ ჩენ ინი კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას დათანხმდა, სანაცვლოდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას უსაფრთხოების გარანტია მისცა და სანქციების ამოქმედება შეუჩერა

574
გააზიარეთ
კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი

12 ივნისს სინგაპურის კუნძულ სენტოსზე, სასტუმროკაპელაში”, გაიმართა აშშისა და კორეის სახალხოდემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერების _ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა. ეს ქვეყნები, 1953 წლიდან, ფაქტობრივად, ომის მდგომარეობაში იმყოფებიან.

კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერეს დოკუმენტს და ამაყობს მიღწეულით, რადგან ორივე მხარე კმაყოფილია. ამიერიდან კი აშშ-ისა და კსდრ-ის ურთიერთობა “სულ სხვა სიბრტყეში განვითარდება”. ტრამპმა ხელმოწერილ ერთობლივ დოკუმენტს “ყოვლისმომცველი” უწოდა, რომელიც გადაწყვეტს დიდ და სახიფათო პრობლემას”.

ტრამპმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია (ბირთვული განიარაღება), აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ, “ძალიან-ძალიან მალე დაიწყება”. მისი თქმით, კსდრ-მ გაანადგურა სარაკეტო ძრავების გამოსაცდელი პოლიგონი, მოგვიანებით კი გაანადგურებს რაკეტებს, რომლებსაც იქ ცდიდნენ.

რუსი (არა მხოლოდ) ექსპერტების აზრით, ამ შეხვედრის ერთადერთი შედეგი იქნება მიზნების დეკლარირება და არა დენუკლეარიზაცია, თუმცა ეს შეხვედრა ვითარების განმუხტვის დასაწყისია.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ატომური იარაღის გამოცდის დასრულება კარგი პრეცედენტია. ვფიქრობ აშშ ჩრდილოეთ კორეას ისე არ მოექცევა, როგორც იუგოსლავიას და როგორც რუსეთი უკრაინას…

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here