Home რუბრიკები პოლიტიკა ისტორია რუსულად და ვირო მადლი ქართულად

ისტორია რუსულად და ვირო მადლი ქართულად

3822
ისტორია რუსულად და ვირო მადლი ქართულად

იმის ატანა, რაც ბოლო ხანს რუსთაველის გამზირზე ხდება, შეუძლებელია _ დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ლიბერასტულად მოაზროვნე ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, გურიაში რომ იტყვიან, შიშველი გადარეულებიო, ლამის ერთი თვეა, ისტერიკულად გაჰკივიან: რუსეთი ოკუპანტიაო, რასაც, ძნელია, არ დაეთანხმო. გავიგეთ, ვიცით, ბატონო, მაგრამ მერე რა? აღვირახსნილი რუსოფობიური შინაარსის ლოზუნგებისა და გიჟპოეტა კოტე ყუბანეიშვილის “პოეზიის” გარდა, დეოკუპაციისთვის სხვას რას გვთავაზობენ ზემოხსენებული ახალგაზრდები თუ მათ ზურგს ამოფარებული და საპროტესტო აქციების მაკონტროლებელ-დამფინანსებელი ნეოლიბერასტული იდეოლოგიის მიშ-ნაცები და “ევროპული საქართველოს” გიგ-ნაცები?

ვფიქრობ, მსგავსი კითხვები უსარგებლო რიტორიკაა და გვიჯობს, ბოლო ხანს საქართველოში და მის გარეთ მომხდარის და, რაც მთავარია, მოსალოდნელი მოვლენების ანალიზი ვცადოთ, ამისთვის ცოტა შორიდან მოგვიწევს დაწყება.

2014 წლის იანვარ-თებერვალში სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლამის პარალელურად, მსოფლიოს ნეოლიბერასტულმა ძალებმა (წაიკითხე აშშ) ე.წ. მაიდნის დემოკრატიული რევოლუციის კომუფლაჟით, სინამდვილეში კი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად უკრაინაში დამყარდა ფაშისტური შეფერილობის რეჟიმი, რომელმაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდა ერთმანეთს ისტორიულ-კულტურულად პრაქტიკულად ერთი ერი, მოძმე უკრაინელი და რუსი ხალხები, რომელთა შორის სისხლიანი კონფლიქტი დღემდე გრძელდება.

ამ სისხლიანი მოვლენების პარალელურად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უილაჯო დასავლეთის თვალწინ უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძული სრულიად უსისხლოდ “აახია” და ისტორიული სამართლიანობა აღადგინა; რადგან ისტორიამ იცის მხოლოდ რუსეთის იმპერიის “ოკრაინა”, ანუ განაპირა ნაწილი, ან უკეთეს შემთხვევაში _ “მალოროსია”, ანუ მცირე რუსეთი და არაფერი სმენია უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, შესახებ, რომელსაც სსრკ-ში გასაერთიანებლად ფიქტიური სახელმწიფოებრივი სტატუსი ვლადიმერ ლენინმა უბოძა, ხოლო ნიკიტა ხრუშჩოვმა ვოლუნტარისტული ბრძანებით რუსული სამხედრო დიდების მოწმე და კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო კერა _ ყირიმი, ლენინის მიერ “გამომცხვარ” საბჭოთა უკრაინას აჩუქა.

მიუხედავად იმისა, რომ “დემოკრატიული” დასავლეთი ერთხმად აღნავლდა და “ჩაგრულ უკრაინასთან” სოლიდარობის მიზნით რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხა და მრავალი პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქცია დაუწესა “აგრესორს”, გაეროს 70 წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე, 2015 წლის 28 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა ისტორიული გამოსვლის დასასრულს ლიბერასტულ დასავლეთს (წაიკითხე აშშ) მიმართა: ახლა მაინც თუ ხვდებით “ჩტო ნატვარილი”-ო, ანუ რაც მიქარეთო? ამ სიტყვებით, რომ იტყვიან, კარი გაიჯახუნა და მეორე დღესვე რუსეთის ავიაკოსმოსურმა ძალებმა სირიაში ისლამისტი ტერორისტების პოზიციების დაბომბვა დაიწყეს. და რა ხდება დღეს სირიაში?

სადამ ჰუსეინის ბედის გაზიარებას არათუ გადაურჩნენ ბაშარ ასადი და მისი ოჯახი, არამედ ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ”, როგორც კულტურული საზოგადოების უბოროტესმა მტერმა, მიუხედავად პენტაგონის აშკარა თუ ფარული მხარდაჭერისა, პრაქტიკულად, არსებობა შეწყვიტა.

ახლა მავანი იტყვის და ერთი შეხედვით სამართლიანადაც _ სად ჩვენ და სად სირია, რაში გვაინტერესებს იქ მიმდინარე მოვლენებიო?! მაგრამ ეს _ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან… (რედაქციისგან: სირიის ამბები უნდა გვაიტერესებდეს თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთს სირიის კამპანია რომ არ წამოეწყო, ბაშარ ასადის დღეები დათვლილი იყო და ტერორისტთა შემდეგი სამიზნე სამხრეთ კავკასია, პირველ რიგში კი საქართველო იქნებოდა. ამიტომ ნიშნავდნენ პანკისიდან წინა დღეს ჩასულ ყველასთვის უცნობ ხალხს არმიის მეთაურებად და სხვადასხვა სამხედრო ხელმძღვანელად. ტერორისტების კავკასიაზე შემოტევის შემთხვევაში რა ბედი გველოდა ქართველებს, ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს სირიის მართლმადიდებლური ქალაქის _ მაალულას ისტორია: იქ ტერორისტებმა ერთ (!) დღეში ოცდაათ ათასამდე მართლმადიდებელი ქრისტიანი ქუჩებში ცხვრებივით დაკლეს, მათი სისხლი დალიეს და, რაც ვერ ჩახეთქეს, ბოთლებში ჩაასხეს და ბაზრებში გაყიდეს).

რუსეთის მიერ სირიის დაბომბვა იმის ნიშანი იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეასრულა 2007 წლის მიუნხენის მსოფლიო უსაფრთხოების კონფერენციაზე მისივე დანაპირები და რუსეთის იმპერია მსოფლიო გეოპოლიტიკაში ტრიუმფით დაბრუნდა. მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, შესაბამისი დასკვნები თითქმის ყველა სახელმწიფომ გააკეთა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ “თითქმისში” არ აღმოჩნდა საქართველო, რომელიც უკრაინასთან ტანდემში კვლავ ნატო-ევროპის ქიმერის დევნაშია და, რა “სიკეთეებიც” მოუტანა ამ დევნამ ორივეს, კარგად ვხედავთ…

ახლახან კი ევროსაბჭოდან დიდი რიხით გარიცხული რუსეთი დიდი პატივით დააბრუნეს უკან. რუსეთის პოლიტიკური ტრიუმფი უკრაინის დელეგაციის ისტერიკის ფონზე მიმდინარეობდა _ ევროსაბჭოს სხდომა დემარშით დატოვა კიევის დეპუტაციამ, რომელსაც არამკითხე მოამბესავით დაუჭირა მხარი საქართველოს დეპუტაციამ.

ევროსაბჭოში რუსეთის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ევროპა მიხვდა რუსეთისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქციების დაწესების უაზრობას. იქიდან გამომდინარე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყირიმის თემა დახურულია და რუსეთი ამაზე მსჯელობას არავისთან აპირებს, ევროსაბჭომაც პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო და ყირიმის თემა გაურკვეველი ვადით თაროზე შემოდო…

ამ ყველაფრიდან საქართველოს ის მარტივი დასკვნა მაინც უნდა გაეკეთებინა, რომ, თუ დასავლეთმა დიდ უკრაინას “დაადო” თავის ყირიმიანად, არც პატარა საქართველოსთვის (თავის სოხუმ-ცხინვალიანად) გამოიდებს თავს.

მაგრამ რა?

პარადოქსია _ ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს “აგრესორი” რუსეთის ყველა დონეზე პოლიტიკურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესი და სწორედ მის პირდაპირპროპორციულად მატულობს საქართველოში აღვირახსნილი რუსოფობია.

სწორედ ამ პარადოქსულმა ფაქტმა განაპირობა ის, რაც დღეს რუსთაველის პროსპექტზე ხდება. გავრილოვი, გეიაღლუმი და “რუსთავი 2” საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულების გრძელი ჯაჭვის ცალკეული რგოლებია მხოლოდ და, რას მოგვიტანს ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში, უკრაინის მაგალითიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია _ როგორც კიევს “აახიეს” სამუდამოდ ყირიმი და ხვალ-ზეგ იგივე ბედი ელის ლუგანსკსა და დონბასს, ასევე სამუდამოდ “აგვეხევა” (თუ უკვე “ახეული” არ გვაქვს) სოხუმ-ცხინვალი და რიგში აჭარა-მესხეთ-ჯავახეთი ჩადგება.

აი, ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელიც მხოლოდ ურაპატრიოტული ვარდისფერი სათვალიდან არ ჩანს, სათვალიდან, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთობ იოლი საშოვნელია, თუმცა მხოლოდ გულწრფელ ურაპატრიოტიზმთან რომ გვქონდეს საქმე, რაღა გვიჭირს.

პარლამენტის წინ აქცია შინაარსობრივად, დიდი ხანია, გასცდა ე.წ. ოკუპაციის საწინააღმდეგო პროტესტის ჩარჩოებს და ნარკომანების, ლგბტ პირების, სატანისტი ხლისტების, რევანშისტი მიშნაცების მიერ მართულ დაფინანსებულ აქციად იქცა.

ცალკე თემაა აქციის უვადობა და აქედან გამომდინარე ერთი კითხვა მაქვს ქოცების ფარჩაკ ხელისუფლებასთან: რუსთაველის გამზირი ამდენი ხნის განმავლობაში რომ არის პარალიზებული, ამით ჩემი, როგორც მოქალაქის, უფლებები არ ირღვევა? ან მიმდებარე სახლებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა რა დააშავეს, მთელი თვეა, ყურისწამღებ ხმაურსა და ბილწსიტყვაობას რომ ისმენენ?

დასასრულ, როგორც წინა წერილში ვწერდი, “რუსთავი 2”-ის პროვოკაციამ პირველი შედეგი გამოიღო _ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა და ტურისტული სეზონი, პრაქტიკულად, ჩავარდა, რის გამოც მილიარდობით ლარით აზარალა რიგითი ქართველები. ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა საქართველოსთვის შემდგომი სანქციების დაწესებაზე და ამით რუსოფობი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია, _ პუტინს ქართველი ხალხი ფეხებზე ჰკიდია, უბრალოდ, პოლიტიკური ქულები ჩაიწერაო.

ასეც რომ იყოს (ეჭვი მეპარება), მერე რა _ სანქციების არდაწესება ხომ ყველა ვარიანტში კარგია საქართველოსთვის?! აქედან გამომდინარე, თუ მადლობას არ იტყვი, გაჩუმდი მაინც, მაგრამ არა, ვლადიმერ პუტინის მიერ, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩადენილ სიკეთეს ღვინოში ჩაფსმის მუქარით უნდა უპასუხო და სწორედ ამას ჰქვია, ვირო მადლიო, თუმცა სად მადლი და სად ბინძური “რუსთავი 2”?!

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს ისტორიას, სხვებთან ერთად მეც აღმაშფოთა რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამმა, მაგრამ მერე გამახსენდა მისი ფრაზა: აგვისტოს ომის შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნაო, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ოსებსა და აფხაზებს კატეგორიულად აღარ უნდათ საქართველოს შემადგენლობაში ცხოვრება და ამ თემაზე აფხაზებსა და ოსებს ელაპარაკეთ თვითონ ქართველები, რუსეთი ხელს არ შეგიშლითო. სწორედ ეს მესიჯი ამოვიკითხე პუტინის საქართველოს ისტორიის ცოდნაში და ვფიქრობ, ეს არის მთავარი და არა ის, როდის შეუერთდნენ აფხაზები და ოსები რუსეთს.

მაგრამ რა უნდა ველაპარაკოთ კავკასიური ტომის და, აქედან გამომდინარე, გენეტიკურად ვაჟკაც ოსებსა და აფხაზებს, რით უნდა მოვხიბლოთ, რომ ჩვენთან ერთად იცხოვრონ _ ყოველ 17 მაისს სოხუმ-ცხინვალ-თბილისში ერთდროული გეიაღლუმის ჩატარებით? ღმერთის უარყოფით? პატრიარქის შეურაცხყოფით? წინაპართა საფლავებში ჩაფურთხებით? სტუმარმასპინძლობის წმინდა ადათის უარყოფით თუ რით?

სამწუხაროდ, მართალია რუსეთის პრეზიდენტი. მისი მხრიდან საქართველოს ისტორიის ცოდნა-არ ცოდნის მიუხედავად, დღეს ახალი რეალობაა და არა მხოლოდ საქართველოში. ყველაფრიდან ჩანს, რომ მსოფლიოს გადანაწილების პროცესი დასასრულს უახლოვდება და ამ პროცესის დასრულების შედეგად დამყარებულ სტაბილურობას არც დიდი უკრაინის და, მით უმეტეს, პატარა საქართველოს გამო, არავინ დაარღვს.

მაშ, სად არის გამოსავალი, რა უნდა გავაკეთოთ ფიზიკური გადარჩენისა და მენტალური გადაგვარების საფრთხეების ასაცილებლად?

ათასგზის ნათქვამს გავიმეორებ: ზემოხსენებული გლობალური პროცესების შედეგად, საქართველო ერთმორწმუნე რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამხედრო ქოლგის ქვეშ უნდა აღმოჩნდეს; ისე, როგორც ეს 220 წლის წინათ სულკურთხეული მეფე ერეკლეს მეცადინეობით მოხდა. ერეკლეს გზით სიარულისკენ რუსეთში მცხოვრები მილიონზე მეტი ქართველის ფაქტორიც გვიბიძგებს.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here