Home ახალი ამბები მსოფლიო ისლამისტები, რომლებიც სირიასა და ერაყში ევროპიდან გაემგზავრნენ, უკან ბრუნდებიან

ისლამისტები, რომლებიც სირიასა და ერაყში ევროპიდან გაემგზავრნენ, უკან ბრუნდებიან

1155
ისლამისტები

ევროპაში გადარჩენილი ისლამისტების დაბრუნება ევროკავშირის ქვეყნებს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს. თავის დროზე სირიის კონფლიქტში ჩაება 30 ათასი ისლამისტი უცხოეთიდან, მათ შორის, 5-7 ათასი _ ევროპიდან.

2015 წლის აგვისტოში ბრიტანული “დეილი მეილი” იუწყებოდა, რომ ევროპაში დაბუდებულია, სულ ცოტა, 800 ისლამისტი, რომლებიც მზად არიან, მოაწყონ ტერორისტული აქტები. ისლამური სახელმწიფოსრიგებში მებრძოლ ევროკავშირის მოქალაქეთა შორის პირველ ადგილზე არიან ფრანგები (არანაკლებ 900 ადამიანისა). საფრანგეთიდან წასული მებრძოლებიდან 200 ჯიჰადისტი დაიღუპა, მაგრამ 250 კაცი, რომლებმაც იომეს, უკან დაბრუნდნენ; 420 ჯიჰადისტი საფრანგეთის ციხეებშია გამომწყვდეული (2017 წლის მარტის მონაცემებით).

საფრანგეთს კვალში მისდევს დანია. იმ მოქალაქეების რაოდენობით, რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძოდნენ, იგი მხოლოდ ბელგიას ჩამოუვარდება (ბელგიამ 470 რეკრუტი წარგზავნა კონფლიქტში მონაწილეობის მისაღებად). ათასი დანიელიდან 72,5 ჯიჰადს მიემხრო. 2012 წლიდან ჯიჰადისტების რიგებს დანიის 143 მოქალაქე შეუერთდა; გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან _ თითოეულიდან 760, შვეიცარიიდან _ 77.

ევროპის ისეთი პატარა სახელმწიფოები, როგორებიცაა დანია ან შვეიცარია, შეიძლება ტერორისტული შეტევების სამიზნედ ჩაითვალოს. ევროკავშირი მჭიდროდ ინტეგრირებული თანამეგობრობაა და დარტყმას, რომელიც შეიძლება მიაყენონ ციცქნა ლიხტენშტეინს, შესაძლოა, ისეთივე გამოძახილი მოჰყვეს, როგორიც ჰქონდა ტერაქტებს საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. მსოფლიომ ეს ტერაქტების მაგალითზე დაინახა, რომლებიც 2016 წლის მარტში ბელგიაში მოეწყო და 34 ადამიანი იმსხვერპლა.

ევროკავშირის ქვეყნების სპეცსამსახურები მიგვითითებენ, რომ ტერაქტების მოწყობის რისკი 2014 წლიდან მუდმივად იზრდება, მას შემდეგ, რაცისლამური სახელმწიფოერაყსა და სირიაში გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა. მაშინ ტერორისტებმა ხელთ იგდეს მოსული, გავიდნენ იორდანიის საზღვრამდე და ლიბიაშიც კი შეიჭრნენ. 2014 წელსვე შექმნესსახალიფოდაისლამური სახელმწიფოსრეკრუტების ნაკადმა განსაკუთრებით მოიმატა.

2016 წელი საპირისპირო მოძრაობით აღინიშნა _ “ევროპელმა” ჯიჰადისტებმა უკან გაბრუნება დაიწყეს. შვეიცარიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური იტყობინება, რომ ქვეყნის მოქალაქეობის მქონე 77 ტერორისტიდან დაიღუპა 21, ხოლო დანარჩენი 56-ის უკან დაბრუნებას უნდა ველოდოთო.

სტატისტიკა მეტყველებს: 2015 წელს შვეიცარიის დაზვერვის სამსახურმა აღკვეთა 27 მოქმედი ტერორისტისა და ისლამის მქადაგებლის ქვეყანაში შესვლა, თვით ეს სამსახური კი 100 საშტატო ერთეულით შეივსო. დამატებით შეიქმნა ტერორიზმთან ბრძოლის ორი ახალი ორგანო. მათ ევალებათ სიტუაციის ანალიზი და ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების შემუშავება ტერორიზმის საფრთხის შესამცირებლად.

ამ სტრუქტურების შექმნა პირველი რეაქცია იყო იმაზე, რომ ევროკავშირში არ არსებობდა მომავალი ტერორისტების გადაადგილებაზე ცნობის გავრცელების ეფექტიანი სისტემა მას შემდეგ, რაც ისინი გადაკვეთავდნენ საზღვარს და დაიწყებდნენ ქვეყნის ფარგლებში თავისუფლად გადაადგილებას. არასრულია იმ პირებზე მონაცემების ბაზა, რომლებსაც აქვთ ტერორისტული მიმართულებით დანაშაულის ჩადენის მიდრეკილება; არც ისლამიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კარგად გათვლილი ბაზა არ არსებობს. ევროპა იბნევა ტერორისტების წინააღმდეგ მკაცრ მეთოდსა (როგორიც საფრანგეთშია) და მათ მიმართ ლაქუცის პოლიტიკის (როგორიც დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაშია) მეთოდს შორის, მაგრამ არც ფრანგებს, არც ბრიტანელებს, არც ბელგიელებს არც ერთი, არც მეორე მეთოდი არ შველის.

ამასთანავე, ყოვლად გაუგებარია ის შემწყნარებლობა, რომელსაც ზოგიერთი ევროპული ქვეყანა იჩენს ისლამიზმის იმ ბუდეების მიმართ, რომლებიც მათ ტერიტორიებზე მოქმედებს.

დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, ისეთი ისლამისტური მოძრაობების შტაბ-ბინები და ფილიალებია, როგორებიცა ევროპის ისლამისტური ფორუმი, ადამიანის უფლებათა ისლამური კომისია, “ჯამაათ-ი-ისლამი”, “ძმები მუსლიმები”. დანიასა და ნორვეგიაში კომფორტულად გრძნობენ თავს იჩქერიიდან ლტოლვილი ტერორისტები და “ჰიზბ-უთ-თახრირის” აქტივისტები.

აქამდე არავის წარუდგენია ექსპერტული მოხსენება, რომელშიც განხილული იქნებოდა “ისლამური სახელმწიფოს” ხელოვნური ბუნება. ევროპელი ანალიტიკოსებიდან არავინ დაინტერესებულა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, რომ ამ ტერორისტული დაჯგუფების წარმოქმნაში აშშ-ის სპეცსამსახურების ხელი ურევია. ვერც ერთ მოხსენებაში ვერ წაიკითხავთ, რა მნიშვნელობა აქვს რუსეთთან ფართომასშტაბიან და არა სიტუაციურ თანამშრომლობას ტერორიზმთან ეფექტიანი ბრძოლის საწარმოებლად.

განა ამ ყველაფრის შემდეგ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ტერორიზმის საფრთხე ევროპაში (საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი) კი არ მცირდება, არამედ იმატებს?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here