Home რუბრიკები პოლიტიკა “ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველო არავის არ უყვარს, მეტიც, ფეხებზე ჰკიდიათ, მხოლოდ...

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველო არავის არ უყვარს, მეტიც, ფეხებზე ჰკიდიათ, მხოლოდ ყალბი პათოსია. რუსოფობიით ცდილობენ საქართველოს სიყვარულის დამტკიცებას!”

“ეს ხელისუფლება სოციალურმა პრობლემებმა უნდა გადაიყოლოს”

2985
გულბაათ რცხილაძე

ქართული ოცნებისხელისუფლების სათავეში ყოფნის მეშვიდე წელიწადი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა მოსახლეობისთვის, თუმცა, დაპირების მიუხედავად, არც წინა წლები არ იყო დალხენილი. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მმართველი გუნდის წინააღმდეგ უკმაყოფილება ჯერ კიდევ 2013 წელს გამოთქვა, როდესაცნაცებსადაქოცებსშორის კოაბიტაცია დაიწყო.

მას შემდეგ სასიკეთოდ ბევრი არაფერი არ შეცვლილა და ხალხი დღეს მწვავე სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების წინაშეა _ ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. მძიმე და დაძაბული ვითარებაა საქართველოაზერბაიჯანის საზღვართან, სადაც აზერბაიჯანს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გზა გაჰყავს. საქართველოაზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი აქამდე დადგენილი არ არის. დავითგარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე მოლაპარაკებების ერთერთი პრობლემური საკითხი იყო. საზოგადოება აღშფოთებულია, საქართველოს მთავრობის წევრები კი ამ პრობლემას ჯერჯერობით ვერ აგვარებენ. როგორც ჩვენი გაზეთის სტუმარი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ამბობს: “არეულობებს, რომლებსაც ახლა აწყობენ, კარგი არაფერი მოჰყვება. ჩვენ არ გვაქვს ძალა, აზერბაიჯანს დავუპირისპირდეთ, ისინი 8 მილიონზე მეტნი არიან, ჩვენ კი სამი მილიონიც არ ვართ”…

_ რომელ ტერიტორიაზეც დღეს დავა მიდის, არის ქედს იქითა ტერიტორია _ ჩიჩხიტური და ბერთუბანი. ამბობენ, აზერბაიჯანის მხარესთან წლების წინათ შევთანხმდით, რომ ბერთუბანი ჩვენს ტერიტორიაზეა, მაგრამ ამის შესახებ დოკუმენტი არ არსებობს.

_ დოკუმენტი არსებობს. 1988 წელს, როდესაც ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკება გაიმართა. დოკუმენტი არსებობს და ის საპატრიარქოს აქვს

_ გამოაჩინონ მაშინ… 1996 წელს ჩემი თვალით მაქვს ნანახი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ვალერი ჩხეიძის, წერილი შევარდნაძისადმი, რომელშიც ის მოახსენებს, რომ ჩიჩხიტური და ბერთუბანი არის მოქცეული აზერბაიჯანის მხარეს და რომ აზერბაიჯანს შესთავაზეს ტერიტორიების გაცვლა, მაგრამ უარი მიიღეს. აი, ეს დოკუმენტი ნამდვილად მინახავს, მაგრამ სხვა ინფორმაცია არ მსმენია. შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის მართლაც არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, სხვა შემთხვევაში ვერ წარმომიდგენია, რომ ხელჩასაჭიდი დოკუმენტი არსებობდეს და ამით არავინ არ სარგებლობდეს.

საქართველომ და აზერბაიჯანმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, რომ დავითგარეჯა არის მთლიანი სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული სტატუსი, რათა სასულიერო პირებს მიეცეთ თავისუფალი მიმოსვლის საშუალება. ასევე, მიმოსვლის საშუალება უნდა მიეცეთ ტურისტებსაც, საქართველოდან იქნებიან თუ აზერბაიჯანიდან. თუკი მხარეები შეთანხმდებიან, რომ ძეგლი განსაკუთრებული სტატუსის მქონეა, საქართველო ამით არაფერს არ დათმობს. ეს ქართული ძეგლია, ასეც ვეტყვით ტურისტებს, აზერბაიჯანს თუ უნდა, თავისი ვერსია მოყვეს. მთავარია, რომ სამონასტრო კომპლექსთან მისვლა შესაძლებელი იყოს ყველასთვის.

ახლა რა არეულობებსაც აწყობენ, ამას კარგი არაფერი არ მოჰყვება. ჩვენ არ გვაქვს ძალა, აზერბაიჯანს დავუპირისპირდეთ, ისინი 8 მილიონზე მეტნი არიან, ჩვენ კი სამი მილიონიც არ ვართ. ამბიციები უნდა დავიცხროთ. თუ ცოცხალი ჯაჭვი უნდათ, მაშინ იქ ჩასახლდნენ, როგორც თავის დროზე ბერები ჩასახლდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გამკეთებელი ადამიანი საქართველოში არ მეგულება.

_ “ქართული ოცნებაშვიდი წლის თავზე სერიოზული პრობლემის წინაშეა. უჭირს არჩევნების მოგება, ცხელი წერტილები გაჩნდა ბევრ ადგილას

_ წინაც და ამჟამინდელი ხელისუფლებები და ერთი იდეოლოგიისანი არიან _ ნეოლიბერალები, მოწამლული ხალხი.

სამარცხვინო რამ მოხდა ბათუმში 26 მაისს. საბავშვო ფესტივალი ჩატარდა, ერთ-ერთი ანსამბლი რუსეთის დროშით იყო წარმოდგენილი, როგორც ჩანს, მიწვეულები იყვნენ, ამაზე ატყდა საშინელი ამბავი. დასაჯეს მონაწილეები, მოხსნეს აჭარის განათლების მინისტრი. ეს პირდაპირი დისკრიმინაციაა ჩამოსული სტუმრების. რუსეთში არავინ არ უშლის ქართველს საქართველოს დროშის გაშლას, საქართველოს სახელით ღონისძიებებში მონაწილეობას. ჩვენი ხელისუფლების ეს საქციელი არის სამარცხვინო, ამით ხელისუფლებას რისი თქმა სურს, ვერ ვხვდები. რუსეთი, როგორც ქვეყანა და როგორც ჩვენი მეზობელი, აღარ არსებობს? რუსეთიდან უამრავი სტუმარი, ტურისტი ჩამოდის და მათი სტუმრობით საქართველო დიდ სარგებელს ნახულობს, ვინ მისცა ამ ნაძირალებს იმის უფლება, გადაწყვიტონ, ბავშვები რუსეთის დროშით ჩაივლიან ღონისძიებაზე თუ უდროშოდ?

ასეთ რაღაცებს რომ წავაწყდები, ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება წინაზე უარესია. ესენი მშიშრები არიან, ნაციონალებს რაღაც-რაღაცების არ ეშინოდათ. ესენი ჩასვრილები, თავლაფდასხმულები არიან, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა ასეთია. ჩვენი ხელისუფლების ასეთი საქციელი ქვეყანას სიკეთემდე არ მიიყვანს.

თუკი ჩვენს ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა, მაშინ ამას მე გავაკეთებ და მერე ნახონ, როგორ უნდა სტრასბურგში ჩივილი. ჩვენ უმწიფარი საზოგადოება ვართ, სახელმწიფოებრივად არ ვაზროვნებთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველო არავის არ უყვარს, უფრო მეტიც, ფეხებზე ჰკიდიათ, მხოლოდ ყალბი პათოსია. რუსოფობიით ცდილობენ საქართველოს სიყვარულის დამტკიცებას.

ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნები გვექნება, ეს იქნება კომიკური არჩევნები, ცემა-ტყეპით, მუჯლუგუნებით, წივილ-კივილით ჩატარებული, რაც არასტაბილურობის განცდას დაგვიტოვებს.

_ როგორ შეიძლება დაასრულოს მოღვაწეობა ამ ხელისუფლებამ? დღეს უკვე ვხედავთ, რომ საპროტესტო ტალღები არ ცხრება, პირიქით _ ახალახალი ჩნდება. საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატები ამბობენ, რომ ზაფხული პოლიტიკურად ცხელი იქნება, შემოდგომა _ უფრო ცხელი

_ ჰო, ჩვენს პოლიტიკოსებს მხოლოდ ეგ აღელვებთ _ შემოდგომა უფრო ცხელი იქნება თუ ზაფხული, ერთეულების გარდა არავინ არ ფიქრობს ქვეყნის წინაშე მდგარი უამრავი პრობლემის, მაგალითად, დავითგარეჯის პრობლემის მოგვარებაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, არ ვიცოდი დავითგარეჯასთან გზა თუ გაჰყავდათ აზერბაიჯანელებსო…

ვზეიმობთ ფუჭ დამოუკიდებლობას და ნამდვილი ისტორია არ ვიცით. უკეთესი იქნებოდა, ისტორია გვესწავლა კარგად და გაგვეგო, რას ვზეიმობთდიდგორობას სანახევროდ ვზეიმობთ. თავისუფლები ვართო, გავიძახით და ხმამაღლა ვერ გვითქვამს, რომ აჭარა რუსეთმა გაათავისუფლა ოსმალთა ბატონობისგან, ეს ფორმულა აკრძალულია. ყველგან წაშალეს, სადაც ეწერა, რომ აჭარა რუსეთოსმალეთის ომის შედეგად გათავისუფლდა. საქართველოს ხელისუფლებებს სურთ, რომ ხალხმა ისტორია დაივიწყოს, არავის არ აინტერესებს, როგორ მოხდა საქართველოს გაერთიანება. ამის ნაცვლად ვუყურებთ ხან ელგბტ-თა აქციებს, ხან არჩევნებში ცემა-ტყეპას და ჩვენი ქვეყანა რომ გადაშენების პირასაა, რომ აღარ ვმრავლდებით, ეს ვითომც ღობეს ჩხირი, ვითომც ეს მთავრობის უპირველესი საზრუნავი არ უნდა იყოს.

საქართველოში უმწვავესი სოციალური პრობლემებია, ყველამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ამ პრობლემაზე. აუცილებლად უნდა მოეწყოს აქციები, გაფიცვები და ამ ყველაფრის გამაერთიანებელი ძალა უნდა გამოჩნდეს. დღეს ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი პარტიები ხალხის გაერთიანებას ვერ უზრუნველყოფენ. 1990-იანი წლებიდან ეს პოლიტიკოსები ხალხს ყელში ამოუვიდა, მათი სიფათები უნდა მოვიშოროთ და პატრიოტები გამოვიდნენ წინა ხაზზე. სოციალურმა პროტესტმა სისტემა უნდა შეცვალოს, თუ აქედან არ დავიწყებთ, კოსმეტიკურ ცვლილებებს აზრი არ აქვს.

_ რეალურია ის, რაზეც ახლა საუბრობთ?

_ დიდად არ მჯერა ამ ყველაფრის, მაგრამ ფაქტია: ჭიათურაში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ჩავიდა მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, რომელსაც არ დაელაპარაკნენ, რადგან მიხვდნენ, რომ მათ მოტყუებას ცდილობდა. ყველაფერმა ამან პერმანენტული და მასობრივი ხასიათი უნდა მიიღოს.

არსებობს მთავარი პრობლემები, რომელთა მოგვარების მოთხოვნით უნდა დავიწყოთ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები. სოციალური პრობლემა, რომელიც მაღაროელებმა წინ წამოსწიეს, სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემები და დავითგარეჯის პრობლემა. უნდა გაერთიანდეს. აქვე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დავითგარეჯის საკითხის მოგვარებას ანტიაზერბაიჯანული ხასიათი არ უნდა მიეცეს. დავდგეთ ქვეყნის სადარაჯოზე, რათა ქვეყნის ხელისუფლება გამოვაფხიზლოთ და, თუ არ გამოფხიზლდება, გავუშვათ. სხვისი მიწების მითვისება არ გვინდა, მაგრამ ჩვენს მონასტერში თავისუფალი მიმოსვლა გვსურს. თუკი საზოგადოება პრინციპულად მიუდგება საკითხს და უკან არ დაიხევს, ხელისუფლების თავხედური ქმედებები თავისით აილაგმება.

მოკლედ, საქართველოში არსებულმა სოციალურმა პრობლემებმა უნდა გადაიყოლოს ეს ხელისუფლება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here