მთავარი პოლიტიკა ისევ ეკლესიამ, ღმერთმა უნდა გადაგვარჩინოს!

ისევ ეკლესიამ, ღმერთმა უნდა გადაგვარჩინოს!

810
გააზიარეთ
ისევ ეკლესიამ, ღმერთმა უნდა გადაგვარჩინოს!

თუკი ეკლესია დუმს და ერიდება სახელმწიფოსთან კონფლიქტს, თუკი მიტროპოლიტებიც დუმან, მონაზვნები არაფერს ამბობენ, მაშინ ვინღა ილაპარაკოს?”

წმინდა ბერი პაისი მთაწმინდელი (ათონელი)

აუდიოჩანაწერების ისტერიკა, გნებავთ _ კომპრომატების ომი! იმისთვის, რაც საქართველოში წინასაარჩევნოდ ხდება, სხვა ეპითეტების შერჩევაც შეიძლება, თუმცა იმ სავალალო მოცემულობის მოკლედ აღსაწერად, რომელშიც ბოლო პერიოდში გვიწევს ცხოვრება, ვფიქრობ, შერჩეულიც კმარა

ქოცები და ნაცები იდეოლოგიურად ერთი ნეოლიბერასტული ხის სხვადასხვა ტოტზე რომ სხედან, არაერთხელ აღგვინიშნავს, ისევე, როგორც ის, რომ იდეოლოგიის მიღმა არსებულ “ღირსებებშიც” ერთნი არიან _ ნაცები თუ 9 წლის განმავლობაში თავზე ასხდნენ გაჭირვებულ მოსახლეობას, ქოცებს, აგერ უკვე 6 წელიწადია, კიდევ უფრო მეტად გაჭირვებული (ლარის კურსმა დოლარის მიმართ ყველანაირი ნეგატიური რეკორდი მოხსნა) ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრში გაუთეთრდათ თავები. ქოცებს პრეზიდენტის ინსტიტუტი ხელისუფლების განსამტკიცებლად სჭირდებათ, ხოლო ევრონაცებსა თუ მიშ-ნაცებს _ ხელისუფლებაში მცირე დოზით დასაბრუნებლად და მომავალში დიდი რევანშის ასაღებად. მათ შორის სხვაობა კი ის არის, რომ ნაცებს 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შლეიფი მოსდევთ და სწორედ ამ ერთადერთი “უმნიშვნელო” განსხვავების გამოა, რომ ქართველი საზოგადოება იძულებული ვართ, სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი, თორემ, კახურად თუ ვიტყვით, “ვირი, გინდ ღობის იქით დააბი, გინდ _ ღობის აქეთ, ვირი, ვირია!..”

წინამდებარე წერილის დასაწერად იმან დამსვა, რომ ქოც-ნაცების ხელისუფლებას მხოლოდ ის აინტერესებს, ვინ ავა უუფლებო პრეზიდენტის ტახტზე და ისე იქცევა, თითქოს დანარჩენ მსოფლიოსაც მხოლოდ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები აბოდებდეს და ამიტომ ვერაფერს ხედავს და არაფერი ესმის, რა ხდება ჩვენს ახლო თუ შორეულ სამეზობლოში. არადა, იქ მიმდინარე პროცესების შედეგები დღეს თუ ხვალ აუცილებლად იქონიებს გავლენას საქართველოზე.

დავიწყოთ იქიდან, რომ .. მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა გააუქმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის მიერ მე-17(!) საუკუნეში მიღებული განჩინება, რომლის ძალითაც უკრაინის ეკლესია მოსკოვის პატრიარქატის კანონიკურ იურისდიქციაში შევიდა, რაც, ერთი მხრივ, ანეკდოტურსასაცილოა და, მეორე მხრივ, უკანონოა ისევე, როგორც ბართოლომეოსის მიერ უკრაინისრასკოლნიკებისეკლესიისთვის ავტოკეფალიის ერთპიროვნულად მინიჭების მცდელობა მათთვის .. ტომოსის მიცემის სახით.

პასუხად, მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებით (რომელიც ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა), რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ყოველგვარი ევქარისტული კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. ეს იმას ნიშნავს, რომ აშკარაა 1054 წლის დიდი სქიზმის (განხეთქილების) განმეორება, ოღონდ გაცილებით მძიმე შესაძლო შედეგებით და არა მხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური კუთხითაც, რადგან, თუ 10 საუკუნის წინანდელი დიდი სქიზმის შედეგად ქრისტიანობა გაიყო კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელ და რომის კათოლიკურ ეკლესიებად, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბართოლომეოსმა გახლიჩა ორ ნაწილად.

რით არის 2018 წლის დიდი სქიზმა გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი, ვიდრე 1000 წლის წინანდელი? _ იმით, რომ, თუ შუა საუკუნეების ქრისტიანობის ორივე მიმართულება, მიუხედავად მცირე დოგმატური სხვაობისა, ზნეობრიობას, საზოგადოებრივ მორალს ერთნაირი შემართებით იცავდა, იმავეს ვერ ვიტყვით თანამედროვე “რეფორმირებულ” კათოლიციზმზე, მისი პროტესტანტული განაყოფების ჩათვლით, რომელთა პადრეები, დიდი ხანია, სოდომის ცოდვის შემწყნარებლობაზე ქადაგებენ, ხოლო ზოგიერთ “ეკლესიაში” არა მხოლოდ ნორმალური სექსუალური ორიენტაციის პადრეები, არამედ თვითონაც პედერასტი თუ ლესბოსელი მამაო-დედაოები ერთი და იმავე სქესის წყვილებს ჯვარსაც კი სწერენ.

ე.წ. მსოფლიო პატრიარქიც, კარგა ხანია, მართლმადიდებელი ეკლესიის “რეფორმირების” აუცილებლობაზე ლაპარაკობს და ამ მიზნითაც მოიწვია 2016 წელს კუნძულ კრეტაზე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელშიც მონაწილეობაზე უარი თქვეს მოსკოვის, ბულგარეთის, სერბეთის, საქართველოს, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებმა და თუნდაც ამიტომ ვერ ჩაითვლება ბართოლომეოსის მიერ მოწვეული კრება მსოფლიო კრებად.

“მიზნითაც”-თქო, რომ ვთქვი, მხედველობაში მქონდა ის, რომ, თუ მართლმადიდებელი ეკლესიების მსოფლიო კრება ვერ გამოუვიდა ბართოლომეოსს, კუნძულზე გამართული თავყრილობა ნამდვილად შეიძლება მსოფლიო ეკუმენისტთა მწვალებლურ კრებად მივიჩნიოთ; კრება, რომლის შემდეგაც ლგბტ-სექტის მიმართ შემწყნარებლობაზე ალაპარაკდა მისტერ ბართოლომეოსი.

როგორც ერთ-ერთ წინა წერილში ვწერდი, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიმართ “ე.წ.”-ს, “ბატონო”-სა და “მისტერს” გამოვიყენებ, რადგან თურქეთის მოქალაქე, მისტერ ბართოლომეოსი ჯერ კიდევ ითვლება (მხოლოდ ნომინალურად) მსოფლიო პატრიარქად. დიახ, ჯერ კიდევ, რადგან წმინდა კონსტანტინეს ქალაქი, დიდი ხანია, სტამბოლია, ხოლო დიდებული აია სოფია კი, რომელიც მრავალი საუკუნეების განმავლობაში მართლაც მსოფლიო პატრიარქთა რეზიდენცია იყო, დღეს მეჩეთყოფილი მუზეუმია.

რაც შეეხება დღევანდელ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც თურქეთი ნატოს წევრი და აშშ-ის ერთგული მოკავშირე გახდა, ე.წ. მსოფლიო პატრიარქები, რბილად რომ ვთქვათ, აშშ-ისრაელ-თურქეთის სპეცსამსახურების მიერ იმართებიან, ანუ ბართოლომეოსი ამ სპეცსამსახურების გავლენის აგენტია, ამას ადასტურებს უკრაინაში მიმდინარე პროცესები. უკრაინისრასკოლნიკებისეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან _ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური აქტი, რომელიც კიევის კიდევ უფრო მძაფრ დაპირისპირებას ნიშნავს მოსკოვთან, რაც, საბოლოო ჯამში, რუსეთისთვის უკრაინის საბოლოოდ ჩამოშორების მიზანს ემსახურება, რადგან, აწ გარდაცვლილი ზბიგნევ ბჟეზინსკის სწავლების თანახმად, რუსეთი უკრაინის გარეშე რეგიონული დერჟავაპრობლემაა დასავლეთისთვის, ხოლო უკრაინასთან ერთად _ გლობალური მასშტაბის თავის ტკივილი ლიბერასტული აშშევროპისა.

ცნობილია, რომ ე.წ. მსოფლიო პატრიარქს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ტომოსის სანაცვლოდ ჯილდოდ (ქრთამად) 25 მილიონი დოლარი მიართვა. ესეც არ იკმარა შოკოლადის მეფემ და ტომოსის ავტოკეფალიად გარდაქმნის იმედად ბართოლომეოსს პირად რეზიდენციად რუსეთის იმპერატრიცა ელიზავეტას მიერ აშენებული წმინდა ანდრიას სახელობის დიდებული ტაძარი უფეშქაშა ავანსად, რაც, დიდი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ბართოლომეოსმა შეიძლება სტამბოლიდან კიევში გადმოიტანოს საპატრიარქო ტახტი.

ზემოთქმულის პარალელურად საინტერესო (იქნებ, სახიფათო?) პროცესები მიმდინარეობს აშშ-რუსეთის ირგვლივ. ე.წ. ვალდაის სადისკუსიო კლუბის საიუბილეო, მე-15 შეკრება გაიმართა სოჭში, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა, აშშ-რუსეთის დღემდე უპრეცენდენტო დაპირისპირებიდან გამომდინარე, დიდხანს ისაუბრა მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების ერთობ მაღალ ალბათობაზე. ჰოდა, ვლადიმერ პუტინი რის პუტინი იქნებოდა, ერთხელ კიდევ რომ არ გავეოცებინეთ მისთვის ჩვეული პირდაპირი და ხისტი გამონათქვამებით.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინა არ ითვალისწინებს ე.წ. ტაქტიკური ბირთვული იარაღით პრევენციულ დარტყმებს (აშშ-ისგან განსხვავებით), ჩვენ არაფრის გვეშინია, _ განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რუსეთის მიმართულებით გაშვებულ ბირთვულ რაკეტას მყისიერი პასუხი მოჰყვება იმ ტერიტორიის გასანადგურებლად, რომლიდანაც რაკეტას გაუშვებენ. აი, ფრთიანი, ხისტი ფრაზაც:

* “ჩვენ, როგორც წამებულები, სამოთხეში მოვხვდებით, ხოლო ისინი ჩაძაღლდებიან, რადგან საპასუხო დარტყმა ისე სწრაფი იქნება, რომ მონანიებასაც ვერ მოასწრებენ!”

ყოველივე თქმულიდან თუ ართქმულიდან გამომდინარე, რა ელის საქართველოს?

რუსეთის საპატრიარქოს სოლიდარობა უკვე გამოუცხადეს სერბეთის, ანტიოქიის ეკლესიებმა. ანალოგიურის გაკეთებას არ ჩქარობს ქართული ეკლესია, რომელიც მასში მომრავლებული მეუფე ყანდურების წყალობით, შესაძლოა, ბართოლომეოსის ბანაკში აღმოჩნდეს, რაც, იმის გარდა, რომ მკრეხელობა და სულის წაწყმედაა, საომარ მდგომარეობაში მყოფი რუსეთისთვის ომის გამოცხადებასაც ნიშნავს.

ჩვენ კი თავი უნდა დავანებოთ ყალბ თეზას, რომ არ შეიძლება ეკლესიის ჩარევა საერო საქმეებში. დიახ, ყალბ თეზას, რადგანაც ისტორია საპირისპიროს მეტყველებს. ამის დასტურია თუნდაც ის, თუ როგორ ჩაუმტვრია წიხლით კბილები ვახტანგ გორგასალს მაშინდელმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა. აღარაფერს ვიტყვი გრიგოლ ხანძთელისა თუ თორნიკე ერისთავის გავლენაზე და ..

მიუხედავად იმისა, რომ მეუფე ყანდურთა მეცადინეობით, მნიშვნელოვნად შეირყა საქართველოს დედაეკლესიის ავტორიტეტი. საბედნიეროდ, მის წიაღში ჯერ კიდევ საკმაოდ არიან ქრისტეს ჭეშმარიტად მოყვარული, პატრიოტი სასულიერო პირები და სწორედ მათ მართებთ ხმის ამოღება, თორემ ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ _ მეოთხედი საუკუნეა არჩევნებიდან არჩევნებამდე მოლოდინის რეჟიმში ვცხოვრობთ. ჩვენი სამშობლო კი შაგრენის ტყავივით პატარავდება, ქართველ ერს ფიზიკურად განადგურების რეალური საფრთხე ემუქრება, რომ აღარაფერი ვთქვათ ზნეობრივ დეგრადაციაზე.

ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ საქართველოს არ ეღირსა ეროვნული ხელისუფლება თუ ხელისუფალი, რომელსაც, სისხლის სამართლის კოდექსის კი არა, პირველ რიგში, ღვთის შიში ექნება. ეს კი, თავის მხრივ, იმის ბრალია, რომ მეოთხედი საუკუნეა, ქართული პოლიტიკა ერთი და იმავე სახეებით ერთ წრეზე ტრიალებს: ხან ოპოზიციაში არიან, ხან _ ხელისუფლებაში და ამ მოჯადოებულ წრეში ეროვნული სახეების შეღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

მაშ, სად არის გამოსავალი? ჩემი აზრით, ჭეშმარიტი, სახელგაუტეხელი სასულიერო იერარქები რაღაც ფორმით უნდა გაერთიანდნენ და ამ გაერთიანებამ საჯაროდ უნდა დაუჭიროს მხარი ახალ პოლიტიკურ ძალას თუ ეროვნულად მოაზროვნე პიროვნებებს და აშკარად უქადაგონ მრევლს არჩევნებში მათთვის ხმის მიცემა. სხვანაირად ლიბერასტ, ფულით სავსე ტომრებს ვერ ვაჯობებთ.

არ ვიცი, იქნებ უაზრობას ვქადაგებ, მაგრამ რა ვქნა, ეს “უაზრობა” უფსკრულის პირას მყოფ სამშობლოზე ფიქრის შედეგია და ამიტომ იქნებ მეპატიოს…

დავით მხეიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ერთთავიანი და ორტანიანი მონსტრი ეომება საქართველოს. მას ორი კუჭი აქვს-ნაცური და ქოცური, მატლებივით ხრავენ ჩვენი სამშობლოს სხეულს, პირი კი ერთი აქვს და ტვინი ლიბერასტული.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here