Home რუბრიკები საზოგადოება ირმა სოხაძე: მინდა, ვკითხო მათ: სად არის გაიაფებული საწვავი? იაფი ფული? სად...

ირმა სოხაძე: მინდა, ვკითხო მათ: სად არის გაიაფებული საწვავი? იაფი ფული? სად არის სამუშაო ადგილები? სად არის ადამიანის დაფასება, ღვაწლის პატივისცემა?

3413
ირმა სოხაძე

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, თამამად შეიძლება ითქვას, “ოცნებისკრახით დასრულდა. მათ მიერ მხარდაჭერილმადიდმა ქართველმა,” ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ნაციონალებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რასაც დღეს ხელისუფლება აშკარად ნანობს.

ნანობს აღნიშნული კანდიდატის დასახელებსაც და სხვა ბევრ რამესაც… “სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში, არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამის შედეგი იყო ისიც, რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა. თუმცა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსიგამოფხიზლება”, ახალი და ეფექტიანი რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამიადარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკვეთა ორი პოლუსი, როცა არჩევანი გასაკეთებელია სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში; რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას”, _ განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე, რომელიცქართული ოცნებისოფისში გაიმართა. საპრეზიდენრო არჩევნებზე მომღერალ ირმა სოხაძეს ვესაუბრეთ.

_ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურს ველოდი. როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი, ზუსტად მაგ თემაზე ვილაპარაკე, განვაცხადე, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნებოდა. ამის წინასწარმეტყველებას ვანგას ნიჭი არ სჭირდება.

_ როგორც ბევრს, თქვენც გაგიცრუათ იმედიოცნებამ”? ერთერთ გადაცემაში განაცხადეთ, რომ მხარს უსუფაშვილს უჭერდით

_ დიდი ხანია, მათთან აღარ ვურთიერთობ. როდესაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს, დამირეკეს და მითხრეს, მონაწილეობას ხომ არ მიიღებთ პიარშიო, მაგრამ კატეგორიული უარი განვაცხადე. არ მომწონს სალომე ზურაბიშვილი, ის აბსოლუტურად უცხო ადამიანია ჩვენთვის. არ მომწონდა სალომეს პოზიცია, მისი გამონათქვამები, მისი დამოკიდებულება ხალხისადმი. “ოცნებას” უარიც ვუთხარი და ისიც, რომ მათთან ურთიერთობა არ მინდოდა. მე ისედაც არ ვყოფილვარ პარტიის წევრი, უბრალოდ, მხარს ვუჭერდი.

_ თქვენ აქტიურად იყავით ჩართული მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში

_ მარგველაშვილსაც ვუჭერდი მხარს, ნარმანიასაც და კალაძესაც, მაგრამ ამას სარგებლის მიღებისთვის არ ვაკეთებდი. ვიღაცას რომ ჰგონია, ფული ავიღე, ტყუილია, არასოდეს არაფერი ამიღია მათგან. ვიდექი იმიტომ, რომ ორი დიდი უბედურებიდან ნაკლები მიგვეღო. რასაც სწორად ვთვლიდი, ჩემს თანამემამულეებსაც იმას ვთავაზობდი. აზრთა სხვადასხვაობის გამო არასოდეს არავინ გამილანძღავს.

ახლა მეკითხებიან, რატომ აღარ მოგწონს “ოცნებაო”, რაც ცუდი შეკითხვაა. აღარ მომწონს იმიტომ, რომ არც ერთი დაპირება არ შეასრულეს, ხალხი დაივიწყეს. ახლა მიხვდნენ ამას, ახლა ლაპარაკობს კალაძე, ხალხს დავშორდითო, შიგა კვლევებს ვეყრდნობოდითომინდა ვკითხო მათ: სად არის გაიაფებული საწვავი? იაფი ფული? სად არის სამუშაო ადგილები? სად არის ადამიანის დაფასება, ღვაწლის პატივისცემა? არ შეიძლება ასე ხალხის დავიწყება, განსაკუთრებით “ოცნებისთვის”, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ ხალხის ხელისუფლება იქნებოდნენ.

ჩემს აზრს ყოველთვის გამოვთქვამდი, თანაც ისე რომ, არავინ გამელანძღა, დღეს კი ეს მოდურია, ერთმენეთის ლანძღვაში ატარებენ დროს, რაც საშიშია. თუკი, შენი აზრი სხვისას არ ემთხვევა, ყველაფერი შეიძლება დაგაბრალონ.

ვითარება ძალიან მძიმეა ქვეყანაში. თუოცნებადამარცხდა, ეს მხოლოდ მათი დამარცხება არ იქნება, ეს ქართველი ხალხის მარცხი იქნება, თან ძალიან დიდი ხნით თუ სამუდამოდ არა. “ოცნებისდამარცხებით ისევ ტერორსა და დიქტატურას ვუხმობთ. სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა წარმოუდგენელია, მაგრამ ახლა უნდა დავფიქრდეთ. არჩევნებამდე გადაცემაში ვიყავი და იქ ისეთი რამ ვნახე, რომ მივხვდი, სიფრთხილე გვმართებდა. ნაციონალები ჯერ არ მოსულან და იქ ისეთ ამბავში იყვნენ, შემეშინდა. დღეს ძალიან დიდ უბედურებაში ვართ, მაგრამ ვიფიქროთ იმაზე, რომ ის ხელისუფლება არ მობრუნდეს უკან. შესაძლოა, მე ვცდები და ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ მაინც მგონია, რომ იმ ხელისუფლების დაბრუნება დაგვღუპავს. მინდოდა, ხმა უსუფაშვილისთვის მიმეცა, მაგრამ ბოლო დღეს გადავიფიქრე.

2020 წელს, თუ იქამდე მივედით, “ოცნებასაღარავინ აირჩევს, ჩემ გარშემო მათი დანახვა არავის აღარ უნდა, ვეძებთ მესამე ძალას, რომელიც ჯერ არ ჩანს. საღი გონებით უნდა მივუდგეთ ყველაფერს, ახლა არ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველები სულ ნაჩქარევ ნაბიჯს ვდგამთ.

“ქართულმა ოცნებამ” იმედი გაუცრუა იმ ადამიანებს, ვისაც ის ძალიან მოსწონდა. მეც მომწონდა, მათგან პირადად არაფერს ველოდი, მაგრამ მეგონა, ქვეყანას მიხედავდნენ, ადამიანზე იქნებოდნენ ორიენტირებულნი, მაგრამ არაფერი გაკეთდა, სამართლიანობის აღდგენაზე არაფერს ვამბობ, გულში ჩაიხუტეს ჯალათები. პირველი წელიწადი ცუდი არ იყო, ხალხს მაინც ელაპარაკებოდნენ, მაგრამ მერე ყველაფერი დაივიწყეს, ყველა თავისთვის მიდი-მოდიოდა და ხალხს გაუჩნდა განცდა, რომ პატრონი არ ჰყავს. მათი საპატრონებელი არავის არაფერი სჭირს, მაგრამ მთავრობა რომ გყავს, ხომ უნდა იგრძნო. ძალიან გაბრაზებულები ვართ, რაც ხდება სულოცნებისბრალია, მაგრამ ძალიან დიდ შეცდომას ჩავიდენთ, თუკი იმ ძალას, ყოფილ ხელისუფლებას დავაბრუნებთ. მათ ვეღარ მოვიშორებთ თავიდან ვეღარასოდეს.

_ მას შემდეგ, რაც იმედი ასე გაგიცრუვდათ, თუ გქონდათ მცდელობა, მათ დალაპარაკებოდით და გეთქვათ ყველაფერი, რასაც ახლა ამბობთ?

_ ეკრანიდან სულ ამაზე ვლაპარაკობდი, პირადად არავისთან მივსულვარ, მაგრამ, თუ ისინი ტელევიზორსაც არ უყურებენ, არ ვიცი. აბა, კარგი ცხოვრება იყოს, ვინ უყურებს “რუსთავი 2”-ს? მართალია, ბევრ ტყუილს ამბობენ, მაგრამ მხოლოდ ერთ ტელევიზიას დააბრალო ის, რაც ქვეყანაში ცუდი ხდება, წარმოუდგენელია.

2012 წელს ვერავინ იფიქრებდა, რომ ნაციონალები ხუთი წლის თავზე ასე მოძლიერდებოდნენ, ამიტომ ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ახლა მათ წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ორი საშინელი არჩევანი გვაქვს, არაადამიანური და ამაშიც ხელისუფლებას ვადანაშაულებ, ამ დღეში რომ ჩაგვყარა, მაგრამ მაინც სწორი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ამ ორ კვირაში ვიფიქროთ ამაზე.

_ თვლით, რომ ხელისუფლებას გუნდიდან უნდა დაესახელებინა კანდიდატი?

_ თავშივე გითხარით, რომ მათთან ურთიერთობა არ მაქვს, ამიტომ პირადად არ მისაუბრია, მაგრამ მეგობრების მეშვეობით ყველანი ვამბობდით, რომ უცხო ადამიანია სალომე, რომელსაც ქართველი საზოგადოება არ მიიღებს. დედაქალაქის მერი ამაზე ახლა ალაპარაკდა და თქვა, რომ საკუთარი გუნდიდან უნდა დაესახელებინათ კანდიდატი. თუმცა, არც იმის თქმა არ შეიძლება, რომ ზურაბიშვილი მათი გუნდის წევრი არ არის, მთელი წინასაარჩევნო კამპანია მათ დაუფინანსეს და დაუგეგმეს. ასეთი ტყუილიც აუტანელია. იქით ვაშაძე არ არის “ნაციონალი” და პრორუსი, აქეთ სალომე არ არის “ოცნების,” მე კიდევ “ნარინჯისფერი გოგონა” ვარ. ისეთი რამ თქვან, სიმართლესთან ახლოს რომ იყოს.

მოკლედ, დიდი შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ და ახლა იწვნიეს კიდეც. არ შეიძლება მხოლოდ მეგობრების კვლევებისა და რჩევების იმედად იყო, სხვასაც უნდა მოუსმინო.

_ შეძლებენ მეორე ტურამდე ვითარების გამოსწორებას? ვგულისხმობ, მოსახსნელი მინისტრი რომ მოხსნან, დასაჭერი დაიჭირონვინც ბიძინა ივანიშვილის სიჯიუტეს იცნობს, რამეს შეცვლის იმედი არ აქვს

_ ის, რაც ხდებოდა, მგონია, რომ სულ სხვა მხრიდან იყო ნაკარნახევი, მათ შორის, კოაბიტაცია. “ნაციონალებიძალიან არიან ჩანერგილები ყველგან, ამიტომ მგონია, რომ ისინი ერთ თამაშს თამაშობენ.

წინასაარჩევნოდ “ოცნებამ” ბევრი წამგებიანი თემა წამოსწია. მარიხუანის პლანტაციებზე საუბარი შეცდომა იყო, ეკლესია და მრევლი განუდგათ. ჩემს ბავშვობაში გადაცემა იყო “კრაკადილი”. იქ ამბობდნენ: “ნაროშნა ნე პრიდუმაეშ”, ანუ რომც გინდოდეს, ვერ მოიფიქრებო. ის, რაც “ოცნებამ” თავის თავს გაუკეთა წინასაარჩევნოდ, მტერი ვერ გაუკეთებდა. მოიმკეს ის, რაც დათესეს, მაგრამ ხალხი უფრო მოიმკის მათ შეცდომებს. ახლა დაშვებული შეცდომით სილას საკუთარ თავს გავაწნავთ. ვთხოვ თანამემამულეებს, მათაც, ვინც მლანძღავს, გონებას მოვუხმოთ. კიდევ ვიმეორებ, მხარს არ ვუჭერდი სალომე ზურაბიშვილს, მინდოდა, მხარდაჭერა უსუფაშვილისთვის გამომეცხადებინა, მაგრამ, ვითარებას რომ გადავხედე, აზრი შევიცვალე და ვიფიქრე, წინააღმდეგობას ვინც გაუწევს ნაცებს, მხარს იმას დავუჭერმეთქი, მაგრამ ზურაბიშვილმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ამიტომ ახლა ხალხმა უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა.

დავფიქრდეთ, გვენატრება ის დიქტატურა? გვინდა წარსულის დაბრუნება? მე არასოდეს შემხებიან, მაგრამ იმ პერიოდის დაბრუნება არ მინდა. “ოცნებისგან” სარგებელი არ მიმიღია, არც ველოდები. უმუშევარი ვარ, მაგრამ მგონია, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება სწორი არჩევანი. ამაში არ ვცდები!..

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. გამოასწოროს ოცნებამ შეცდომები ჩამოშორდეს კრიმინალს დაიწყოს შეუპოვარი ბრძოლა ნულოვანი ტოლერანტობა მოძალადეები ისე მოამრავლეს ქუჩაში ბავშვს ვეღარ უშვებს ხალხი დასწიონ საბანკო პროცენტი გააუქმონ საწვავზე და სიგარეტზე მოსაკრებელი აქციზი ან დაბლა დასწიონ რათა მოხდეს გაიაფება , დარიგდეს ვაუჩერები მიწის დასამუშავებლად გამოიყოს სასუქები პესტიციდები და ჰერბიციდები , დაწიონ ელექტრო და გაზის საფასური გაუქმდეს ბიტკოინის ქარხნები რაც მძიმე ტვირთად გვაწევს , ხელშეკრულება გაფორმდეს მომსახურე პერსონალთან გაძნელდეს პერსონალის დათხოვნა უმიზეზოდ, ჯარი დადგეს თავის ადგიპზე პოლიციას სახე დაუბრუნონ ჩამოყალიბდეს საგამოძიებო დეპარტამენტი , მოკლედ კიდევ ბევრია რაც მინდა რომ მოხდეს თუმცაა არ მჯერა მაგათმა ეგ გააკეთონ, ამიტომაც 2020 ში ნაციონალები შეძლებენ მაგას და ისენი მოვლენ სათავეში 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here