Home სხვადასხვა დაიჯესტი ირანში განაცხადეს, რომ თეირანში მოწყობილ ორმაგ ტერაქტში საუდის არაბეთი თანამონაწილეობდა

ირანში განაცხადეს, რომ თეირანში მოწყობილ ორმაგ ტერაქტში საუდის არაბეთი თანამონაწილეობდა

1512
ტერაქტი

ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსმა განაცხადა, რომ თეირანში პარლამენტსა და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმზე თავდასხმაში საუდის არაბეთის ხელიც ურევია, იტყობინებაროიტერი”.

“ეს ტერაქტი განხორციელდა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტერორისტების მხარდამჭერი ქვეყნების მეთაურებთან შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ”, _ ნათვქამია ოფიციალურ განცხადებაში.

უფრო ადრე ისლამური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ შეტევების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა _ 39.

ცნობილია, რომ თავდასხმა 7 ივნისს მოხდა, რამდენიმე კაცი შეიჭრა პარლამენტის შენობაში და ცეცხლი გახსნა. იტყობინებოდნენ, აგრეთვე, რომ მათგან ერთ-ერთმა შენობიდან გასვლა შეძლო და ქუჩაში გამვლელებს ესროლა.

იმავე დროს ორმა მამაკაცმა და ერთმა ქალმა სროლა დაიწყო აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმში, კიდევ ერთმა ქალმა ტანზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა. ერთმა თავდამსხმელმა თავი ციანიდით მოიწამლა, მეორე _ ძალოვნებმა მოკლეს; ქალი, რომელიც მავზოლეუმში ატეხილ სროლაში მონაწილეობდა, დააპატიმრეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here