Home ახალი ამბები მსოფლიო ირანი ევროკავშირს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

ირანი ევროკავშირს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

651
ირანი ევროკავშირს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი თეირანის მიერ ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ევროკავშირს ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება ალი აკბარ სალეჰიმ თეირანში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტისას გააკეთა. მისი თქმით, შეთანხმებიდან გასული აშშის როლი ბრიუსელს უნდა შეესრულებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ევროკავშირი დაპირებას არ ასრულებს.

“ევროკავშირში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების პირობებს შეასრულებდნენ მანამ, სანამ ამას ირანი გააკეთებდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ევროპელები დადებულ პირობებს არღვევენ”, _ განაცხადა სალეჰიმ და ასევე დასძინა, რომ, თუ ასე გაგრძელდება, საჭირო მომენტში ირანი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

6 სექტემბრიდან ირანმა შეთანხმების მორიგი პირობა დაარღვია და ურანის გამდიდრებისთვის საჭირო ცენტრიფუგების წარმოება დაიწყო. სწორედ ამის გამო ჩავიდა ქვეყანაში საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here