მთავარი მსოფლიო ირანი ბალისტიკური რაკეტების შექმნას დააჩქარებს

ირანი ბალისტიკური რაკეტების შექმნას დააჩქარებს

634
გააზიარეთ
ირანი

ისლამური რევოლუციის მცველთა ირანული კორპუსი აცხადებს, რომ ირანის სარაკეტო პროგრამის განხორციელება დაჩქარდება აშშ-ის მხრიდან ზემოქმედების მცდელობის ფონზე, იუწყება Tasnim.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიმართ აშშ-ის ახალი სტრატეგია დაიწყება “ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებით”. ტრამპმა დაავალა ფინანსთა სამინისტროს დააწესოს დამატებითი სანქციები ამ კორპუსის პასუხისმგებელი პირების, აგენტებისა და ორგანიზაციის წევრების და, საერთოდ, თვით ამ კორპუსის წინააღმდეგ.

ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი იმუშავებს კონგრესთან ერთად “სერიოზულ ნაკლოვანებათა” გამოსასწორებლად, რომლებიც ირანთან საერთაშორისო ხელშეკრულებას ახასიათებს.

ამ ეტაპზე ინიციატივა აშშ-ის კონგრესს გადაეცა, რომელმაც ორთვიან ვადაში უნდა გადაწყვიტოს, აღდგება თუ არა ირანის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ ადრე დაწესებული სანქციები.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here