მთავარი პოლიტიკა ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო ირანის ტერიტორიაა

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო ირანის ტერიტორიაა

საქართველოს ხელისუფლება კი დუმს

36665
გააზიარეთ
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო ირანის ტერიტორიაა

1943 წელს თეირანში ჩასული იოსებ სტალინი ირანის შაჰის სასახლეში მისულა. ახალგაზრდა შაჰს სტალინის დანახვაზე ფეხები მოკეცვია და მუხლებზე დაცემულა. სტალინი მას წამოდგომაში დახმარებია, შემდეგ კი დელეგაციის ქართველი წევრებისთვის მშობლიურ ენაზე უთქვამს: აფსუს, ამას გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე ვერ ხედავენოამას გვამცნობენ ისტორიკოსები და ბევრი ამბობს, რომ ამგვარი რაღაც მართლა მოხდა, მაგრამ, ზუსტად ეს ფრაზა თქვა თუ არა სტალინმა, ვერ ადასტურებენ. სამაგიეროდ, ეჭვს არ იწვევს ის, რომ სტალინის წინაშე შაჰი მუხლებზე დაეცა. ახლა ნამდვილად არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, სტალინი უდიდესი მხედართმთავარი იყო თუ დიქტატორი, მაგრამ ფაქტია, რომ მის წინაშე ყველა სახელმწიფოს ლიდერი თრთოდა. ეს ყველაფერი კი 76 წლის წინათ მოხდა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, სტალინის ძეგლიც ზარ-ზეიმით ავიღეთ და ბედმა თუ უბედობამ ისე ინება, რომ სეპარატისტების ძეგლებს ვხსნით. ჰო, კიდევ უცხო ქვეყნების პრეზიდენტებს ვუდგამთ ძეგლს და ქუჩებსაც არაერთი უცხო ქვეყნის პრეზიდენტის სახელი ჰქვია. პრეზიდენტს ვინ ჩივის, ბათუმში არაბი შეიხის სახელობის ხეივანიც გვაქვს, პალმები რომ გვაჩუქა, იმ კაცის, და ხეივანი შეიხ ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანის სახელს ატარებს. ისე, შეყვარებულს რომ დაპატიჟებ ამ ხეივანი სასეირნოდ, სანამ სახელწოდებას ეტყვი, კი დაგათენდება თავზე…

ირანზე მოგახსენებდით. ისე ჩანს, ფეხზე წამოდგნენ 75 წლის წინათ მიწაზე დამხობილი ირანელები და ამჯერად მათი პრეზიდენტის _ ჰასან რუჰანის სახელით გამოილაშქრეს საქართველოზე. სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რაც ჰასანამ (და ბოდიში, რომ ბატონობითა და თაყვანისცემით არ ვიხსენიებთ ისტორიულ დამყრობელს და დაუძინებელ მტერს) თქვა. ჰასან რუჰანის აზრით, ირანს 205 წლის წინათ წაართვეს ისტორიული მიწები, მათ შორის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიები. ეს ირანის პრეზიდენტმა სადღაც მოფარებულ ჰარამხანაში კი არ თქვა, ისლამური რევოლუციის 40 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. რა თქმა უნდა, რუჰანისთვის არავის შეუხსენებია, რომ 205 წლის წინათ კი არა, აგერ, 75 წლის წინათ, მისი სათაყვანებელი შაჰი ქართველის ფეხებთან გორაობდა და დახმარებას ეაჯებოდა.

შელამაზების გარეშე რომ ვთქვათ, მუსლიმანური სამყარო კვლავ გეგმავს საქართველოს დამონებას და ამ გეგმას მიზანმიმართულად მიჰყვება. სხვას ვერაფერს დავარქმევ თურქი და ირანელიინვესტორებისშემოსევას, რომლებიც საქართველოს მიწას ყიდულობენ. ყიდულობენ, რადგან ომით ვერ დაიპყრეს, ვერ დაიმონეს და, მათი სათაყვანებელი შაჰ აბას I-ის მცდელობის მიუხედავად, ქვეყანა ვერ დააჩოქეს.

სამაგიეროდ, რაც მახვილით ვერ შეძლეს, ფულით აკეთებენ, თანაც საერთაშორისო ყურსაც აჩვევენ იმ ამბავს, რომ თურმე საქართველოს მიწა ირანის ყოფილა. სხვათა შორის, ჰასანას განცხადება უკვე დაგმო და გააპროტესტა სომხეთმა, აზერბაიჯანმა უკმაყოფილება გამოთქვა, საქართველო კი დუმს. დუმს იმიტომ, რომ ისტორიულ მეზობელსა და მოკეთეს ხომ არ ვაწყენინებთ?! აგერ, ამდენი ირანელი შეგვიფარებია, სარჩო მიგვიცია, მიწები მიგვიყიდია, მონებადაც ემსახურება ქართველი ხალხი და ახლა მათი გაბრაზება იქნება?! მართლა გაუგებარია, რას ელოდება საგარეო საქმეთა სამინისტრო და ვერც იმას ვხვდები, რატომ დუმს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც აქტიურად აპროტესტებს სხვა რამეს.

რას ვგულისხმობ სხვა რამეში?! ახლა წარმოიდგინეთ, რომ ანალოგიური რამ რუსეთის პრეზიდენტს ეთქვა, აქ ამბავი ატყდებოდა, მტერს და ავს! ჯერ ხომ ამერიკისა და ევროპისკენ გავიშვერდით ხელს, _ არიქა, გვიშველეთ, რუსეთი გვემუქრებაო. მერე საპროტესტო აქციებს ხომ გავმართავდით, მერე რუსულნომრიან მანქანებს ხომ დავლეწავდით, რუს ტურისტებზეც გავიწევდით და ამ ერთი განცხადების გამო, საომარი მდგომარეობის გამოცხადებასაც მოითხოვდა ზოგიერთი. თუმცა, აგერ, ირანის პირველმა პირმა თქვა: ქართული მიწა ჩემიაო, და სოციალურ ქსელში რამდენიმე აღშფოთებული ადამიანის გარდა, მიიძინა ერმა (ბერმაც).

საინტერესო ის არის, რატომ ვუდგებით ორმაგი სტანდარტით საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს?! იქნებ იმიტომ, რომ რუსეთის ლანძღვა მოდურია, ადვილად ავიყოლიებთ ევროპა-ამერიკიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს… აი, ირანის შემთხვევაში კი, იმ ირანის, რომელსაც ევროპა-ამერიკა სანქციებს უწესებს, დუმილი გვირჩევნია, არ აგვყვებიან, არ არის ირანის ლანძღვა მოდური და, თუ ტელევიზიებმა არ გააშუქეს, თუ ეკრანებზე არ გამოჩნდნენ არასამთავრობოები და “პატრიოტები”, ისე “რაა მამული”?! სწორედ იმის გამო, რომ თემა ნაკლებაქტუალური იქნება, პირში წყალი ჩაიგუბა ყველამ და ეს იმის ფონზე, როცა ისტორიული მტრის ლიდერი დაუფარავად ამბობს: ჩვენი მიწაა საქართველოო.

ისე, ჰასანა უფრო შორს არ წავიდა (ჯერ), თორემ აუცილებლად გაიხსენებდა იმასაც, რომ საქართველო საუკუნეების წინათ ხარკსაც უხდიდა ირანს და ქართველი ქალ-ვაჟების გარეკვასაც მოითხოვდა. აკი მათმა მომღერალმა, მოჰსენ ნამჯოუმ კლიპიც კი გადაიღო ეროტიკული სცენებით, სადაც წარსულს მისტირის და რუსეთს ამუნათებს ტექსტით, “რატომ წამართვი, რუსეთო, გურჯი ხათუმები?!” ჰო, რუსეთო, რატომ წამართვიო, ანუ ირანი იმ სახელმწიფოს ამუნათებს, რომლის გინებაც დღეს მოდურია. რა გამოდის? დღეს რომ დამოუკიდებლები ვართ და არა ირანის მონები, ირანი რუსეთს ადანაშაულებს, ჩვენ კი რუსეთს ვუტევთ, თქვენ დაგვღუპეთ და დაგვაქციეთ, თორემ ისე რა გვიჭირდაო?! იმავე კლიპში ირანელ მომღერალს ის კადრებიც აქვს აღებული, რომელშიც ქართველი ლუკა კურტანიძე ირანელ ფალავანს ეჭიდავება. სწორედ ირანელი მეტოქე იყო კურტანიძის მთავარი კონურენტი და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში პრაქტიკულად მუდმივად მას ხვდებოდა. ესეც ვერ აიტანა ირანმა, ვერ აიტანა, რომ ჭიდაობაში კონკურენციას ქართველი უწევდა და, სავარაუდოდ, ნამჯოუს ლევან თედიაშვილი აღარ გაახსენდა, ირანის შაჰის კარზე რომ ათრია ირანელი სახელგანთქმული მოჭიდავეები.

ისე, თუ ასე გაგრძელდება, ირანის ან თურქეთის გამოგზავნილ ამირას დავსვამთ მალე თბილისში და გვერწმუნეთ, ხმის ამომღებიც არავინ იქნება. იმაზე ხომ არავინ იღებს ხმას, ფერეიდანში საქართველოდან შაჰ აბასის მიერ გარეკილი ქართველები ადგილობრივი ირანელებისგან განსხვავებით შავ დღეში რომ ჰყავთ და აქ ირანელებს სასათბურე პირობებს რომ ვუქმნით. არც იმაზე ამოუღია ხმა ვინმეს, ირანიდან უხარისხო ცემენტი რომ შემოვიდა იაფად და მერე მშენებელმა კომპანიებმა ერთი ამბავი რომ ატეხეს: ცემენტი კი არა, მტვერია, მაგით აშენებული კორპუსები ორ წელსაც ვერ გაძლებსო. ხომ შერჩათ?! შერჩათ! ისიც ხომ შერჩათ, იმავე ირანიდან შემოტანილი უხარისხო და იაფი არმატურის გამო რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 თანამშრომელი რომ დაითხოვა და ერთი ღუმელი გააჩერა, ჩვენი ხარისხიანი არმატურა აღარ იყიდებაო?! შერჩათ! მართალია, ახლა, ცემენტის მსგავსად, არმატურაზეც ჩივიან მშენებლები: ტყუილად შევიძინეთ, მშენებლობაში ეგ არ გამოდგებაო, მაგრამ კონტროლის მექანიზმი არ არის და ირანელებიც სარგებლობენ. პრინციპში, როცა მათი პრეზიდენტი სარგებლობს, რიგითმა მოქალაქეებმა რატომ არ უნდა ისარგებლონ?!

თუ ის დაგვავიწყდა, სულ რაღაც ერთი თვის წინათ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვინმე ბაჰრამ ქასემიმ რომ განაცხადა: როგორ გაბედა საქართველომ და ჩვენი მოქალაქეები ქვეყნიდან გამოაძევა, მაგას არ ვაპატიებთ და საერთაშორისო სკანდალში გავხვევთო! არადა, ქასემი იყო ის კაცი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის, ანუ ნარკოტიკების გასაღებისთვის ირანის არაერთი მოქალაქე დააკავეს, მაგრამ ამაზე არაფერი უთქვამს. არ უთქვამს იმიტომ, რომ ირანში ნარკოტიკების გასაღებაზე სიკვდილით დასჯაა და ეს ქვეყანა ამტკიცებს, რომ ნარკოტიკების გამსაღებლები და ნარკომანები არ ჰყავს. აი, საქართველოში თუ დააკავეს ირანის მოქალაქე ნარკოტიკებით, ეს თურმე მხოლოდ ჩვენი პრობლემაა, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის გამო, რომ, თუ რომელიღაც უცხოელი კეთილი სურვილებით არ მოდის, ეს უკვე საერთაშორისო სკანდალი ყოფილა. და არც იმაზე იღებს ხმას არავინ, თბილისში მცხოვრები ირანელების უმრავლესობას აივნებზე სახელმწიფო დროშები რომ აქვთ გადმოფენილი. დროშას კი არაფერს ვერჩით, მაგრამ როგორ გგონიათ, რა მოხდება, ქართველმა ირანში ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა რომ გადმოფინოს? ამის ნებას არც სახელმწიფო მისცემს და არც ადგილობრივი მოსახლეობა, ზუსტად ისე, როგორც საქართველოში რუსეთის დროშის გადმოფენას გააპროტესტებენ. რატომ? მოდურია რუსეთის გინება და იმიტომ. ტელევიზორში გამოჩნდება დამატებით რუსეთის ლანძღვის გამო რომელიმე არასამთავრობო და იმიტომ… მანამდე კი ირანის პირველი პირი პირში გვეუბნება: ჩვენს მიწაზე ცხოვრობთო, და როდის მოატრიალებს ჩვენკენ იმ იარაღს, რომლისთვისაც სანქციები აქვს დაწესებული, კაცმა არ იცის… თუმცა ჩვენ ხომ “ჯაველინები” გვაქვს და ეგ გვიშველის!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

17 COMMENTS

  1. მეც მაგას ვწუხვარ ჩემო კარგო ,რომ ძინავს თუ გამოთაყვანდა ეს ხალხი საბოლოოდ და ამით სარგებლობებ ჩვენივე უსირცხცილო ადანიანები და ასეთი განუკითხაობაა ამ ქვეყანაში

  2. რატომ შეგყავთ მკითხველი შეცდომაში. წერთ იმას, რის აზრზეც არ ხართ. მხოლოდ სამ კითხვას დაგისვამთ.
    1. დამისახელეთ ერთი ქართველი მაინც თეირანის კონფერენციაში მონაწილე საბჭოთა დელეგაციიდან? რა თქმა უნდა სტალინის გარდა.
    2. რა ეროვნების იყვნენ თბილისის ემირები?
    3. ეს ხომ უბრალოდ ბოდვაა, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ. საიდან მოიტანეთ, რომ საქართველო ფლობს „ჯაველინს“ და საერთოდ თუ იცით, ვის და რა ვითარებაში გადასცემს ამერიკა ამ იარაღს? რაც მე მეეჭვება, რომ საერთოდ გაგონილიც კი არ გაქვთ!

  3. და არ დაგვიცავს ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ამერიკის პრეზიდენტი?

  4. სანამ ნამდვილი პატრიოტი არმოვა მანამ ღორები უფრო ღორდებიან.ხალხი კი ბრბოვართ.უმართავი ფარასავითვართ.ნამდვილი წინამძღოლიგვინდა.

  5. ზოგჯერ დუმილს ოქროს ფასიაქვს, როცა რაღაცის ან ვინმეს წინაშე უძლური ხარ, დაფიქრებაა საჭირო, რა უფრო ხელსაყრელია აყალმაყალის ატეხვა თუ დუმილი… შეიძლება თავიც გაწირო, მაგრამ იმ შემთხვევაში ტუკი საქმეს წაადგება….. აბა ბატონო, ატეხეს გნიასი გავრილოვის გამო და რამდენს დაკარგავს საწყალი ხალხი ამით, მალე ნახავთ. აბა იმათ რა უჭირთ, ვისაც სატვალავი აქვს არეული, არ იციან ფული სად წაიღონ

  6. ჯერ სად ვართ მოიგულონ რომ რუსებმა დაგვტოვა და მერე ნახეთ ირან თურქეთუს შემოტევა და იმის იმედი თუ გვაქ რომ ამერიკა დაგვეხნარება ძალიან ცდებით და მეეჭვება კიდეც ვინმემ რუსეთი გადაიმტეროს.. ჯობია გონს მოვეგოთ და მტერი ახლოს გვყავდეს რომ იოლად ვაკონტროლოთ ვიდრე თვალს მოვიშოროთ.. რუსეთს ძალით ვერაფერს ვუზამთ აი კი რაგაც ხერხით შეიძლებოდა გამოსავლის გამოტანა.. რადგან როდემდე და სანამდე უნდა ვიყოთ ასეთ გაუგებრიბაში..

  7. სიცრუეა ეს, რადგან არც სააკაძე იცოდა სტალინმა და არც ერეკლე მეფე

  8. სანამ მე ცოცხალი ვარ საქართველო მხოლოდ ქართველებისაა სანამ სისხლის ბოლოწვეთი არ დაიღვრება საქართველოს მიწაზე ეს არ მოხდება

  9. ამ სტატიის შემდეგ რა კომენტარი უნდა გავაკეთო ეს უნდა წაიკითხონ ვინც ეხლა პარლამენტის წინ დგას
    დაზოგიერთები პროვოკატორების ანკესზე წამოეგნენ ამ პროვოკატორებს არც სამშობლო არ ადარდებთ მხოლოდ ისინი იყვნენ კარგად ისინიყოველთვის კარგად იქნებიან რადგან მათ არ იციან ისტორია რადგან მათ ძარღვებში ქართული სისხლის ნაცვლად ფალსიფიცირებული ბორჯომის წყალი ტრიალებს არა გვყავს ეროვნული ხელისუფლება ისინი ყველა მედროვენი და თავიანთ სკამებზე და ჯიბეზე შეყვარებული არიან ვაიმე ჩემო გაყიდულო ქართველთა სისხლით გაჟღენთილო მიწაწყალო ვაი ჩემო ნაღდო ქართველებო მაპატიონ ახალგაზრდებმა მაგრან იმ ახლაგაზრდის იმედი როგორ უნდა მქონდეს რომელიც აქციაზე მიკროფონოს უკან დგას საღეჭი რეზინით ბუშტებს ბერავს

  10. სატირლად გვაქვს საქმე ნამდვილედ. ზოგი რუსეთს მისტირის ზოგიც ამერიკას. საკუთარ ინტერესებზე და შესაძლებლობაზე არავინ ფიქრობს.მოსემ ებრაელები 40 წელი ატარა უდაბნოში თავისუფალ ხალცად რიმ ექცია. ჩვენ ეტყობა 2-ჯერ 40 დაგვჭორფებ.

  11. ცუდათ გავხდი.ის რომ ირანელები სახლებს და მიწებს გამიზნულად ყიდულობენ, და აივნებზე თავიანთ დროშებს გადმოფენენ , სხვას რომ თავი დავანებოთ, ტყვილია ბატონო გოჩა მანველიძე?ერთი მეორეს დადანაშაულებას თავი დაანებეთ და გაყარეთ ეს ურჯულოები აქედან , თუ მაგრები ხართ.მაგრამ ლანძღვა უფრო იოლია. ბათუმი ჩვენია? მალე გურიას წაგვართმევენ ,თურქები ამბობენ გურიის ჩათვლით ჩვენიაო, ერთი სვანეთი ღა დაგვრჩება ალბად,(ვერ ავლიან) სხვას რაც მოგველის ამ უპატრონო ქვეყანაში უკვე აშკარად ჩანს, ირანი გვაკლდა ახლა ჩვენ, და აჰჰჰჰჰა! მილიარდები , მილიონები ითვალეთ ვაი ქართველებო….

  12. ვაი ჩვენი ცოდვა… იკამათეთ ბატონებო იკამათედ, ამ ამბავში მსოფლიოში ვერც ერთი ერი ვერ გვჯობია,გვემხობა თავზე ყველაფერი, მილიარდელმა , მილიონრებმა კი ითვალეთ თქვენი ბინძური ფულები და იყავით,ზემოთ ერთ თეთრსაც ვერ წაიღებთ,არ დაგავიწყდეთ….

  13. ირანის პრეზიდენტის ეს განცხადება ,რომ საქართველოს მიწები ირანს ეკუთვნის ეგ ხომ რაღაც საშინელებაა! ამას იმიტომ ბედავენ, რომ აივსო საქართველო ირანელებით , იყიდეს მიწები, ინვესტიციებს დებენ და სავსეა ისლამური ქვეყნის წარმომადგენლებით საქართველო! რაც შეეხება სტალინს ის ყოველთვის გენიად დარჩება და მისი სახელი ისტორიაში შევიდა , როგორც უძლიერესი ქართველი! რუსეთთან ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა…..მემგონი ყველასთვის უნდა იყვეს გასაგები ისინი ხომ მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან…..მუსლიმანური სამყარო სჯობს ? ეგ ყველამ უნდა გაითავისოს რომ რა თქმა უნდა ქ რ ი ს ტ ი ა ნ უ ლ ი !

  14. ყველამ თქვენი საქმე აკეთეთ და შეეშვით ამ “ბრძნულ” კომენტარებს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ნელი ბაზაძე- გოდუაძე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here